Airbus Helicopters-თან მოლაპარაკებების საფუძველზე კიდევ 2 ბორტის გადმოცემა უახლოეს პერიოდში იგეგმება – ვახტანგ გომელაური

გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, Airbus Helicopter-თან მოლაპარაკებების საფუძველზე, შვეულმფრენების ჩაბარების ვადები შემცირდა და ჩვენ უკვე გადმოგვეცა H 145-ის პირველი ბორტი, ხოლო, შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის უახლოეს პერიოდში იგეგმება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, შვეულმფრენი არის მრავალფუნქციური, რომელსაც შეუძლია პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და […]
საქართველოს ბანკისა და Startup Grind-ის პარტნიორობა გრძელდება

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ბიზნესის ხელშეწყობასა და ტერნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით ბანკსა და Startup Grind – ის პარტნიორობა 2024 წელსაც გრძელდება და დაინტერესებულ ადამიანებს, მთელი წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო სიახლე ელით. საქართველოს ბანკი და Startup Grind უკვე 5 წელია რაც თანამშრომლობენ და ამ პარტნიორობის ფარგლებში ჩატარდა 45-ზე მეტი […]
სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისათვის ახალი პროექტის – „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ განხორციელებას იწყებს. პროექტში ჩართულნი იქნებიან ქ.მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – მუხრანის, ახალდაბის, წეროვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები. პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით სემეკში პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ მცხეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და საჯარო […]
როკფელერის ცენტრში ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველ მხატვარ ქალთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა

ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, როკფელერის ცენტრში მდებარე “ბექა მუზეუმის” გალერეაში, ნიუ-იორკში მოღვაწე ქართველ მხატვარ ქალთა ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. ღონისძიება გაიხსნა საქართველოს გენერალური კონსულის, მაია ბართაიას მისასალმებელი სიტყვით, რომელმაც გენერალური საკონსულოს ერთ-ერთ პრიორიტეტად აშშ-ში ქართული დიასპორის მხარდაჭერა დაასახელა და ყურადღება გაამახვილა ამერიკის შეერთებული შტატებში ქართული დიასპორის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და განვითარების მიმართულებით. […]
„ნაციონალური მოძრაობა“ – რეზოლუციის ინიცირებისთვის ევრონესტის 110 წევრიდან 10 წევრის ხელმოწერაა საჭირო, რაც მაკა ბოჭორიშვილმა ვერ შეაგროვა – რეზოლუციის ინიცირების მცდელობა ოპოზიციისგან დამოუკიდებლად ჩავარდა

ივანიშვილის პარტიის წარმომადგენლებმა მორიგი დეზინფორმაცია გაავრცელეს, თითქოს ევრონესტში (EURONEST) ქართული დელეგაციის ოპოზიციონერმა წევრებმა მხარი არ დაუჭირეს საქართველოსთვის მნიშვნელოვან რეზოლუციას“, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც პარტიაში განმარტავენ, „ქართულ ოცნებას“ დაკარგული აქვს ნდობა ევროპელ პარტნიორებში. „ჯერ კიდევ ერთი წლის წინ „ქართულ ოცნებას“ მოუწია ევროპელი სოციალისტების პარტიის დატოვება იმ ანტიევროპული ქმედებებისა და რიტორიკის გამო, […]
თინა ბოკუჩავა – „ოცნება“ იტყუება, თითქოს ოპოზიციამ რაღაც რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა, ეს არ იყო რეზოლუცია – ხელისუფლების ანტიევროპული ნაბიჯების გამო, ბოჭორიშვილის ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს ევროპარლამენტის და ევრონესტის დელეგაციის წევრებმა

ეს რეზოლუცია არ იყო – „ოცნება“ იტყუება, როდესაც ამბობს, თითქოს ევრონესტის დელეგაციის წევრებმა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრების შესახებ შემუშავებულ […]
ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის ქვეყნებს, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენება შესთავაზა

ჯოზეფ ბორელმა ევროკავშირის ქვეყნებს, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენება შესთავაზა. „საბჭოს მიერ გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას მოუთმენლად ველი. ეს უკრაინისა და მისი ხალხის მხარდასაჭერად ევროკავშირის ერთიანობასა და ერთგულებას გამოავლენს“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ მიღებული შემოსავლების 90%-ის გამოყოფა ევროპის მშვიდობის ფონდის […]
იაგო ხვიჩია – თუ შემდეგ პარლამენტში მხოლოდ „ნაცები“ და „ქოცები“ იქნებიან, მგონი, სჯობს, ვიზაზე და ბილეთზე „ვიჩალიჩოთ“ და ქვეყნები შევარჩიოთ, სად უკეთესია ცხოვრების გაგრძელება

თუ შემდეგ პარლამენტში მხოლოდ „ნაცები“ და „ქოცები“ იქნებიან, მე მგონი, ერთობის შედგომას ჯობია, რომ ვიზაზე და ბილეთზე „ვიჩალიჩოთ” და ქვეყნები შევარჩიოთ, სად ჯობია ცხოვრების გაგრძელება, თუმცა ასეთი პესიმისტი არ ვარ, ქართველი ხალხის მჯერა და შეუძლებელი მგონია, რომ ისეთი იდიოტები ვიყოთ, რომ მარტო “ქოცები” და “ნაცები” ავირჩიოთ, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან […]
რომან გოცირიძე – „ქართული ოცნების“ მმართველობის მე-12 წელიწადს ქვეყანამ საფრენი აპარატის შეძენა შეძლო – ეს რამდენიმე წლით ადრე რომ მომხდარიყო, რამდენი ადამიანის სიცოცხლის გადარჩებოდა

„ქართული ოცნების“ მმართველობის მე-12 წელიწადს ქვეყანამ ისეთი საფრენი აპარატის შეძენა შეძლო, რომელიც ასე აუცილებელია ჩვენი ქვეყნისათვის – ეს რამდენიმე წლით ადრე რომ მომხდარიყო, რამდენი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა, იმ მრავალი უბედურების ფონზე, რაც ჩვენ ამ ქვეყანაში ვნახეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ ლიდერმა, რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს […]
შს მინისტრი – საექსპერტო კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა, გასულ წელს, მუშაობა დაიწყო ერთიანი ეროვნული დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნაზე – შეძენილია 10 დაქტილოსკოპიური სკანერი, რომლებიც დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსდა

გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებისა და ოპერატიულობის გაზრდის მიზნით, გასულ წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო კრიმინალისტიკურმა დეპარტამენტმა მუშაობა დაიწყო ერთიანი ეროვნული დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნაზე, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, დნმ-ის მონაცემთა ბაზა შეიქმნება ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბაზის პლატფორმაზე. „მნიშვნელოვანია, რომ […]