დმიტრო კულება ინდოეთს ეწვევა

დმიტრო კულება ინდოეთს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ინდოელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. Reuters-ის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ინდოეთს მომავალ კვირას ეწვევა. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ დმიტრო კულება ინდოეთში მისმა კოლეგამ, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარიმ მიიწვია. ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში დმიტრო კულება კიევის სამშვიდობო გეგმას და ორი ქვეყნის ეკონომიკურ, კულტურულ და ტექნოლოგიურ […]
მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების კამპანია დუშეთში გრძელდება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვების კამპანია დუშეთში გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს. როგორც მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას უკვე ასობით ათასმა საქართველოს მოქალაქემ მოაწერა ხელი. „გრძელდება ხელმოწერების კამპანია, უკვე ასობით ათასმა საქართველოს მოქალაქემ ხელი მოაწერა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას. იმის გათვალისწინებით, რომ […]
გიორგი კაპანაძე – დაბალი ხელფასებისა და მაღალი ფასების გამო, ემიგრაციაში უკვე ოჯახებით მიდიან, ქვეყანა იცლება, შობადობა იკლებს, ფასები იმატებს – ეს არის ეროვნული კატასტროფა, რომელიც ოქტომბერში უნდა დასრულდეს

დაბალი ხელფასებისა და მაღალი ფასების გამო, ემიგრაციაში უკვე ოჯახებით მიდიან. ქვეყანა იცლება, შობადობა იკლებს, ხოლო ფასები იმატებს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა. კაპანაძის თქმით, ეს არის ეროვნული კატასტროფა, რომელიც უნდა დასრულდეს 2024 წლის ოქტომბერში – ხალხის ინტერესებზე ორიენტირებული პოზიტიური ცვლილებებით. „დაბალი ხელფასებისა და მაღალი ფასების გამო, ემიგრაციაში უკვე ოჯახებით მიდიან. […]
IT და კომუნიკაციები საქართველოს ეკონომიკის ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია – სექტორების რეიტინგი

საქსტატმა დღეს 2023 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა. 2023 წელს საქართველოს მშპ-ის ზომამ 80.2 მილიარდი ლარი შეადგინა, ეკონომიკის რეალური ზრდა კი 7.5% იყო. საქსტატის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის ეკონომიკის ყველაზე მსხვილი სექტორი კვლავ ვაჭრობაა, რომლის ზომამაც 10.8 მილიარდი შეადგინა, თუმცა ზრდის ტემპი ყველაზე მაღალია ინფორმაციის, კომუნიკაციისა და IT სექტორში, რომელიც გასულ წელს 27%-ით გაიზარდა […]
„პროსპექტი“ საერთაშორისო ბაზრებზე ქართული უძრავი ქონების გაყიდვებს იწყებს

უძრავი ქონების საკონსულტაციო კომპანია „პროსპექტი“ საერთაშორისო ბაზრებზე ქართული პროდუქტის გაყიდვას იწყებს. როგორც კომპანიის პარტნიორმა ლევან ელიზბარაშვილმა BMG-თან საუბრისას განაცხადა, მუშაობა მიმდინარეობს ისრაელის, დუბაის, ქუვეითსა და აზერბაიჯანის ბაზრებზე. „საერთაშორისო ბაზარზე ქართული უძრავი ქონების გატანის მიმართულებით კონკრეტული შედეგები უკვე გვაქვს. გაყიდვებს ბევრი კომპანია ცდილობს, თუმცა ჩვენთან ამას ექნება სტაბილური ხასიათი. გვინდა რომ საერთაშორისო ბაზარზე უძრავი ქონების რეალიზება […]
2023 წელს საქართველოს ეკონომიკის 5 დარგში ვარდნა დაფიქსირდა – მათ შორისაა უძრავი ქონების სექტორიც

საქსტატმა დღეს 2023 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა. 2023 წელს საქართველოს მშპ-ის ზომამ 80.2 მილიარდი ლარი შეადგინა, ეკონომიკის რეალური ზრდა კი 7.5% იყო. ეკონომიკის სექტორების უმეტესობაში ზრდა ფიქსირდება, თუმცა 5 სექტორში, მათ შორის უძრავი ქონებისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში ზრდის ნაცვლად კლება იყო. უძრავი ქონების მიმართულებით არსებული კლება სავარაუდოდ, 2022 წლის პიკურ გაყიდვებთან […]
„ოცნება“ ოპოზიციასა და უკრაინას ევრონესტში რეზოლუციის ვერმიღებაში ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებით, ევრონესტში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტის მიღება ვერ მოხერხდა, რადგან ქართველმა ოპოზიციონერებმა და უკრაინის დელეგაციის წევრებმა მის თანასპონსორობაზე უარი განაცხადეს. რეზოლუციის პროექტის ავტორი იყო „ქართული ოცნების“ წევრი და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი. როგორც ოპოზიციის წევრები აცხადებენ, ბოჭორიშვილს მათთან რეზოლუციის ტექსტი არ შეუთანხმებია. ბოჭორიშვილი […]
ოდიშარია ნაცვლიშვილს: ქალი ხართ და არ გეკადრებათ, გაუფრთხილდით მანდილის ღირსებას, რა

ქალბატონო ანა, დაანებეთ ამ მასწავლებლობას თავი რა! სხვათა შორის, სანამ ჩვენ ზრდილობაზე დაიწყებთ რაიმე აზრების გამოთქმას, თქვენს ზრდილობას მიხედეთ რა – უსმინეთ თქვენს გამოსვლებს ტრიბუნიდან როგორ, რა ლექსიკით ესაუბრებით კოლეგებს ან პოლიტიკურ ისტებლიშმენტზე, როგორ საუბრობთ რა! ქალი ხართ და არ გეკადრებათ – ცოტა გაუფრთხილდით მანდილის ღირსებას რა. უმრავლესობის დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ლელოს დეპუტატ ანა ნაცვლიშვილს […]
რუსეთის მტკიცებით, ბელგოროდის თავზე VAMPIRE-ის 13 რაკეტა ჩამოაგდეს

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ 20 მარტის შუა დღეს ბელგოროდის თავზე ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა VAMPIRE-ის 13 რაკეტა ჩამოაგდეს. რუსულ ტელეგრამ-არხებზე ვრცელდება კადრები, რომლებშიც განგაშის ხმა ისმის და ფოტოები, რომლებზეც ასახულია დაბომბვის შედეგი. ტელეგრამ-არხები BAZA და SHOT-ი ირწმუნებიან, რომ ბელგოროდის ოლქზე თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი და დაშავდა რამდენიმე. BAZA-ს ინფორმაციით, დაზიანებულია რამდენიმე სახლი და […]
მთავრობამ საპატრიარქოს გელათის რეაბილიტაციისთვის 7.5 მილიონი ლარი გამოუყო

მთავრობამ გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო და საკონსერვაციო სამუშაოებისთვის საპატრიარქოს 7 მილიონ 500 ათასი ლარი გამოუყო. შესაბამის განკარგულებას, რომელიც 18 მარტით თარიღდება, პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ხელი უკვე მოაწერა. მთავრობის განკარგულების მიხედვით, ფინანსთა სამინისტრომ თანხა 2024 წელს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყო და ის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გადასცა – […]