საქართველოს ბანკისა და Startup Grind – ის პარტნიორობა გრძელდება (რ)

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ბიზნესის ხელშეწყობასა და ტერნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების მხარდაჭერას აქტიურ რეჟმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით ბანკსა და Startup Grind – ის პარტნიორობა 2024 წელსაც გრძელდება და დაინტერესებულ ადამიანებს, მთელი წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო სიახლე ელით. საქართველოს ბანკი და Startup Grind უკვე 5 წელია რაც თანამშრომლობენ და ამ პარტნიორობის ფარგლებში ჩატარდა 45-ზე მეტი […]
უკრაინას დამარცხების საშუალებას არ მივცემთ – ლოიდ ოსტინი რამშტაინის მე-20 შეხვედრაზე

“ჩვენი გზავნილი ნათელია. აშშ არ მისცემს უკრაინას დამარცხების საშუალებას. ეს კოალიცია არ მისცენს უკრაინას დამარცხების საშუალებას” – თქვა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა რამშტაინში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-20 შეხვედრის გახსნისას. ლოიდ ოსტინის თქმით, აშშ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას და იმ საჭრო რესურსის მიწოდებას, რაც მას კრემლის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად სჭირდება. მან აღნიშნა, რომ გასულ კვირას […]
გაზრდილი CashBack – ის აქცია სოციალურ საწარმოში “ბაბალე”

21 მარტს, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის აღსანიშნად, ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack და სოციალური საწარმო “ბაბალე” ტრადიციას არ არღვევენ და ამ დღეს, ლიბერთის მომხმარებლებს 50%-იან ქეშბექს სთავაზობენ. გამოფენა-გაყიდვა „ბაბალეს“ სოციალურ საწარმოში გაიმართება. “ბაბალეს” ყველა თანამშრომელი დაუნის სინდრომის მქონე პირია და ყველა პროდუქტი სწორედ მათი შემოქმედებაა, შესაბამისად, აქციის ყოველი მონაწილე და მომხმარებელი, ქეშბექის მიღებასთან ერთად, მათ პროფესიულ […]
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. პრემიერმა ლევან ხარაბაძეს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა და რეგიონში მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა. შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს შიდა ქართლის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით დაგეგმილი პროექტები. ახალი გუბერნატორი პროფესიით სამართალმცოდნეა. ის დღემდე იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას; აქვს მენეჯერულ […]
ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში მიემგზავრება ღაზის სექტორში ზავის მიღწევის მიზნით

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 20 მარტს ახლო აღმოსავლეთში ახალ ტურნეს იწყებს, რათა ხელი შეუწყოს ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების დროებით შეჩერებას და დაჯგუფება ჰამასის მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლებას. ტურნეს დროს ბლინკენი ქალაქ ჯიდაში და კაიროში ჩავა, სადაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გარშემო საუდის არაბეთისა და ეგვიპტის ლიდერებს შეხვდება. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, ენტონი ბლინკენი ასევე ეგვიპტისა […]
2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 10,1%-ით გაიზარდა – საქსტატი

გასულ, 2023 წელს, საქართველოს ეკონომიკა 10,1 პროცენტით გაიზარდა. წინასწარ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. თუკი 2022 წელს მშპ მიმდინარე ფასებში 72 860,1 ათასი ლარი იყო, გასულ წელს 80 246,1 ათასი გახდა. ეკონომიკის გაზრდის მიუხედავად, შემცირებულია სატყეო და თევზის მეურნეობებით მიღებული შემოსავლები. საქართველოს ეკონომიკის ყველაზე დიდი წილი მოდის საცალო და საბითუმო ვაჭრობაზე, შემდეგ ადგილზეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, […]
კობახიძემ საპატრიარქოს გელათის რეაბილიტაციისთვის 7.5 მლნ ლარი გამოუყო

მთავრობამ გელათის სამონასტრო კომპლექსის სარესტავრაციო, სარეკონსტრუქციო და საკონსერვაციო სამუშაოებისთვის დამატებით 7.5 მილიონი ლარი გამოყო. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, აღნიშნული თანხა საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს გამოეყო. ამ უკანასკნელმა კი, თავის მხრივ, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას (მიმღების დასახელება — გელათს სამონასტრო კომპლექსი) უნდა გადაურიცხოს. საპატრიარქომ გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები კულტურის სამინისტროსგან 2023 […]
„ქართულმა ოცნებამ“ რომ დადო შედეგი თამბაქოსთან დაკავშირებით ამ ქვეყანაში, არავის დაუდია“ – მამუკა მდინარაძე

სულ ტურბულენტობა გვაქვს თამბაქოს კანონთან დაკავშირებით. ერთის მხრივ, ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, თამბაქოს მოხმარების შემცირებისთვის ხელი შეგვეწყო და „ქართულმა ოცნებამ“ რომ დადო შედეგი თამბაქოსთან დაკავშირებით ამ ქვეყანაში, არავის დაუდია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. კითხვა თამბაქოს პროდუქტებზე აქციზის გადასახადის შემცირების შესახებ კანონპროექტს ეხებოდა. „სულ მიდის ბიზნესის […]
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მაჩალიკაშვილის საქმეზე საქართველოს გამოძიების დროული განახლებისკენ მოუწოდებს

“სოციალური სამართლიანობის ცენტრის” ცნობით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2024 წლის 11-14 მარტს ცინცაბაძის საქმეების ჯგუფის აღსრულების საკითხი განიხილა, რომელშიც მაჩალიკაშვილის საქმეც არის გაერთიანებული. მათი განმარტებით, ამ საქმეების ჯგუფი შეეხება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ მკვლელობის, წამებისა და არასათანადო მოპყრობის და მათი არაეფექტიანი გამოძიების საქმეებს, რომლებზეც ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების დარღვევა დაადგინა: […]
2023 წელს წინა წელთან შედარებით გაიზარდა ავარიების რაოდენობა და დაღუპულთა რიცხვი – გომელაური

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენენ. მან “მინისტრის საათის” ფორმატში სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკაზეც ისაუბრა: “2023 წელს, წინა წელთან შედარებით, 2%-ზე მეტით გაიზარდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობა. 3%-მდეა შემცირებული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა, ხოლო ამავე პროცენტული რაოდენობით გაიზარდა დაღუპულთა რიცხვიც” მინისტრმა თქვა, რომ გზებზე სიჩქარის კონტროლისა […]