ლევან ბეჟაშვილი გომელაურს – შეგისწავლიათ რამდენ პოლიციელს აქვს ბანკებში სესხი და რა პროცენტით? – ასევე, რამ განაპირობა ფასების ზრდა მომსახურების სააგენტოს სერვისებზე?!

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის, ლევან ბეჟაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრისგან, ვახტანგ გომელაურისგან მომსახურების სააგენტოს სერვისებზე ფასების ზრდის მიზეზების ახსნას ითხოვს. როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატები, ვახტანგ გომელაურს „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ, ეს მოსახლეობისთვის მართლა სერიოზული პრობლემაა იმ ეკონომიკური ვითარების გათვალისწინებით, რომელშიც დღეს მათ უწევთ ცხოვრება. „ქვეყანაში ფასების ზრდის სერიოზული პრობლემაა. ამ ბოლო კვირების განმავლობაში […]

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისში, უბედურ შემთხვევას 46 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისში მომხდარ უბედურ შემთხვევას 46 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. გოგა კასრაძე საკუთარ მიწის ნაკვეთს ე.წ. ხელის ტრაქტორით ამუშავებდა, რა დროსაც ტრაქტორის სახნავმა მექანიზმმა ჩაითრია. ოჯახის წევრებმა კასრაძე გარდაცვლილი იპოვეს. როგორც გარდაცვლილის ახლობელმა ,,ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ცხედარი სასტიკად იყო დასახიჩრებული. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. კასრაძე, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დევნილი იყო, სოფელ ახრისში […]

დუდა: რუსეთი შესაძლოა NATO-ს თავს უკვე 2026 წელს დაესხას

პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას თქმით, რუსეთს შესაძლოა მალე ისეთი სამხედრო პოტენციალი ჰქონდეს, რომ NATO-ზე თავდასხმა უკვე 2026-27 წლებში შეძლოს. ამის შესახებ დუდამ CNBC-თან ინტერვიუში ისაუბრა. პოლონეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ალიანსმა უნდა გაზარდოს თავდაცვის ხარჯები, რათა არ გახდეს რუსეთის თავდასხმის სამიზნე. “ჩემი გადმოსახედიდან, ეს საღი აზრია. ჩნდება ახალი მოხსენებები და მე ახლახან ვნახე გერმანელი […]

რა თანხას მიიღებს სფფ საქართველოს ნაკრების ევრო 2024-ზე გასვლის შემთხვევაში

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევრო 2024-ზე გასვლის შემთხვევაში, სფფ-ის ბიუჯეტი მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამისთვის ვილი სანიოლის გუნდმა 21-ში ჯერ თბილისში ლუქსემბურგს უნდა სძლიოს, შემდეგ კი საბერძნეთი/ყაზახეთის გამარჯვებულიდან ერთ-ერთს. მოკლედ, თუ “ჯვაროსნები” გერმანიის საგზურს მოიპოვებენ, UEFA-სგან 9,25 მილიონ ევროს მიიღებენ. ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე თითოეული გამარჯვება მილიონ, ხოლო ფრე ნახევარ მილიონ ევროდ ფასობს. მერვედფინალში გასვლისთვის ნაკრები 1.5 მილიონს მიიღებს, […]

ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2023 წელს, შსს-ს ავტოპარკის განახლების ფარგლებში, სამინისტრომ 400-მდე სხვადასხვა ტიპის ახალი ავტომანქანა შეიძინა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, 2023 წელს გაგრძელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტოპარკის განახლება და სამინისტროს მიერ 400 – მდე სხვადასხვა ტიპის ახალი ავტომანქანა იქნა შეძენილი. „შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის ახლად შექმნილი […]

თინა ბოკუჩავა გომელაურს – რატომ არის, რომ ივანიშვილის 12-წლიანი მმართველობის შედეგად ჩვენი თანამოქალაქეები გაზრდილ ფასებს და უმუშევრობას იძულებით ემიგრაციაში გაურბიან, რატომ ცარიელდება სახლები, სოფლები და ქალაქები?

რატომ არის, რომ ივანიშვილის 12-წლიანი მმართველობის შედეგად ჩვენი თანამოქალაქეები გაზრდილ ფასებს და უმუშევრობას იძულებით ემიგრაციაში გაურბიან, რატომ იცლება ქვეყანა, რატომ იხლიჩება ოჯახები, რატომ ცარიელდება სახლები, სოფლები და ქალაქები? – ამ შეკითხვით მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს,რომელიც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება. ამასთან, დეპუტატმა სხდომაზე წარმოადგინა ბანერი, რომელსაც ეწერა „საქართველო […]

„საქართველოს ბანკისა“ და Startup Grind-ის პარტნიორობა გრძელდება

„საქართველოს ბანკსა“, და Startup Grind-ის პარტნიორობა 2024 წელსაც გრძელდება და დაინტერესებულ ადამიანებს, მთელი წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო სიახლე ელით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, „საქართველოს ბანკი“ და Startup Grind უკვე 5 წელია, რაც თანამშრომლობენ და ამ პარტნიორობის ფარგლებში ჩატარდა 45-ზე მეტი ღონისძიება, მათ შორის საერთაშორისო კონფერენციები. მათივე ცნობით, შეხვედრებს 7000-ზე მეტი ადამიანი […]

სემეკთან არსებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ პროექტს იწყებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი სკოლის მოსწავლეებისათვის ახალი პროექტის – „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ განხორციელებას იწყებს. სემეკის ინფორმაციით, პროექტში ჩართულნი იქნებიან ქ.მცხეთისა და მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლების – მუხრანის, ახალდაბის, წეროვანის საჯარო სკოლის მოსწავლეები. ინფორმაციის თანახმად, პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით სემეკში პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ მცხეთის […]

დაბრუნება მშობლიურ გუნდში – დიდი ალბათობით, სილვასთვის ეს “ჩელსიში” ბოლო სეზონი იქნება

დიდია ალბათობა იმისა, რომ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ტიაგო სილვამ “ჩელსის” რიგები დატოვოს და მშობლიურ “ფლუმინენსეს” შეუერთდეს. ბრაზილიური გუნდის ყოფილმა ფეხბურთელმა ფრედმა, რომელსაც საზღვარგარეთ მხოლოდ “ლიონში” უთამაშია, ესპანურ AS-ს განუცხადა, რომ “ფლუმინენსეს” პრეზიდენტი ტიაგოს დიდი ხანია ელაპარაკება და მისი დაბრუნება სურს. თავის მხრივ, სამშობლოში დაბრუნების წინააღმდეგი არც თავად ფეხბურთელი უნდა იყოს, თანაც, თუ “ჩელსის” გაახალგაზრდავების […]

“ქალი ხარ, გაუფრთხილდი მანდილის ღირსებას, რა” – ოდიშარიას სექსისტური პასუხი ნაცვლიშვილს

“ქალი ხარ და არ გეკადრება, ცოტა გაუფრთხილდი მანდილის ღირსებას, რა” – ასე მიმართა ქართული ოცნების დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ ლელოს წევრის, ანა ნაცვლიშვილის კრიტიკას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ოდიშარიამ ეს სექსისტური განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პლენარულ სხდომაზე ანა ნაცვლიშვილმა უმრავლესობის დეპუტატები გააკრიტიკა და თქვა, რომ დარბაზში ხმაური იყო და ისინი არ უსმენდნენ ქართული ოცნების დეპუტატის ნინო […]