შს მინისტრი – საქართველოში რეგისტრირებულია მილიონ 711 ათასი მანქანა, აქედან გამომდინარე იქმნება საცობი – ხან მერიას ვაბრალებთ, ხან კალაძეს

საქართველოში რეგისტრირებულია მილიონ 711 ათასი მანქანა – ვიძახით, რატომ არის ქალაქში საცობი. აქედან გამომდინარე იქმნება საცობი. ხან მერიას ვაბრალებთ, ხან კალაძეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც გომელაურმა აღნიშნა, თითქმის მილიონით არის გაზრდილი ავტომანქანების რაოდენობა. „2008 წელს საქართველოში რეგისტრირებული მანქანების რაოდენობა იყო 630 000, 2011 წელს იყო 785 […]

გარდაბანში სახალხო დღესასწაული „ნოვრუზ ბაირამი“ აღინიშნა

19 მარტს, გარდაბნის ცენტრალურ პარკში „ნოვრუზ ბაირამისადმი“ მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ღონისძიების ფარგლებში გაიმართა „ქოსა-ქეჩალის” თეატრალური პერფორმანსი, მოეწყო საგამოფენო სივრცეები, გასტრონომიული ზონა, გასართობი შოუ-პროგრამა პატარებისთვის და ჩემპიონატი ნარდსა და შაშში. „განახლების, ახალი საწყისის და იმედის დღესასწაულს – „ნოვრუზ ბაირამს“ ვულოცავ ჩვენს აზერბაიჯანელ ძმებს, ჩვენს თანამოქალაქეებს. ჩვენი მუნიციპალიტეტი სხვადასხვა […]

„წელს, კომპანიის მთლიანი დატვირთულობა 70-75%-მდე მერყეობს” -Terminal

“დღესდღეობით, კომპანიის მთლიანი დატვირთულობა 70-75%-მდე მერყეობს”,-ამის შესახებ BM.GE-სთან Terminal-ის დირექტორმა, ჯინო დოლინმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, „ტერმინალის“ დატვირთულობას სეზონი განსაზღვრავს. მაგალითად, იანვარ-თებერვლის თვეებში დატვირთულობა დაბალია. ამასთან, ძალიან გაზრდილია თბილისში კონკურენციაც, რაც გარკვეულწილად კარგიცაა, რადგან მარკეტი იზრდება და ფასები რეგულირდება. „ძალიან გაზრდილია კონკურენცია, განსაკუთრებით თბილისში. ეს ერთი მხრივ კარგიცაა, რადგან წლების წინ თბილისში ერთადერთები ვიყავით და ახლა […]

„ერთი ბავშვია, არ დავასახელებ გვარს და სახელს, 32 ყაჩაღობა აქვს ჩადენილი, ჯერ 14 წლისაც არ არის“ – რას ამბობს გომელაური

შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით აცხადებს: “14 წლამდე ბავშვების პრობლემა მართლაც ძალიან დიდია. ერთი ბავშვია, არ დავასახელებ გვარს და სახელს, 32 ყაჩაღობა აქვს ჩადენილი, ჯერ 14 წლისაც არ არის. 32 ყაჩაღობა. ეგეთი რაღაც ისტორიაში, საქართველოშიც და მე მგონი ალბათ უცხოეთშიც არ იქნება, არც რუსეთში არ ვიცი. აფთიაქში დანით შესვლა, წართმევა, და […]

„ეს &ლეები ესენი“ – რას აქვეყნებს ზურა ჯაფარიძე

ზურა გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში საქსტატის მონაცემს აქვეყნებს და წერს: „ე.ი. რუსები რომ გამოექცენ ომს, შემოიტანეს დოლარი, რამაც შეცვალა ლარი/დოლარის გაცვლითი კურსი და, შესაბამისად, ლარში გაზომილი ეკონომიკის ზომამ გაყოფილი ახალ გაცვლით კურსზე დოლარში მოგვცა უფრო დიდი რიცხვი – აი ეს ყოფილა ‘დოლარში ეკონომიკის 22%-იანი ზრდა’

კეიტლინ ჯენერმა მხარი დაუჭირა კანონს, რომელიც ქალების სპორტში ტრანსგენდერ ქალებს კრძალავს

კეიტლინ ჯენერი ოლიმპიური ოქროს მედლის ყოფილმა ჩემპიონმა და ტრანსგენდერმა აქტივისტმა კეიტლინ ჯენერმა მხარდაჭერა გამოუცხადა ნიუ იორკის ნასაუს ოლქში მიღებულ განკარგულებას, რომელიც ტრანსგენდერ ქალებს ოლქის მფლობელობაში არსებულ სპორტულ დაწესებულებებში ქალების გუნდში თამაშს უკრძალავს. “ტრანსგენდერი ქალები ეჯიბრებიან ქალებს, ღირებულ შესაძლებლობებს ართმევენ იმათ, რომლებიც მე-9 თავის (რედ. აშშ-ს ფედერალური სამოქალაქო უფლებების კანონმდებლობა, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამებსა და ფედერალური ფინანსური […]

5 წლის შემდეგ, Boeing-ის თვითმფრინავების უსაფრთხოებაზე შეშფოთება განახლდა – რატომ

5 იანვრის ინციდენტის შემდეგ აშშ-ს სატრანსპორტო უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს (NTSB) გამომძიებელი ჯონ ლოუელი Alaska Airlines-ის Boeing 737-9 MAX-ის კორპუსს ამოწმებს, 2024 წლის 7 იანვარი 5 იანვარს Alaska Airlines-ის Boeing 737 MAX-9 სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც პორტლენდიდან ონტარიოში უნდა ჩასულიყო, 4 876 მეტრის სიმაღლეზე ფრენისას კორპუსის ნაწილი, ევაკუაციისთვის განკუთვნილი კარი დაკარგა, რის გამოც, ორეგონში ავარიულად დაშვება მოუხდა. […]

ბარსელონას სასამართლომ დანი ალვეშს პატიმრობის €1 მილიონის ოდენობის გირაოთი შეცვლა შესთავაზა

ბარსელონას სასამართლომ ბრაზილიელ ფეხბურთელს, დანი ალვეშს პატიმრობის გირაოთი შეცვლა შესთავაზა. ამისთვის კლუბ ბარსელონას ყოფილ ფეხბურთელს €1 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. პატიმრობიდან გათავისუფლების პირობების თანახმად, ალვეშს ეკრძალება ესპანეთის დატოვება და ის ვალდებულია, ყოველ კვირა გამოცხადდეს სასამართლოში. ამასთან ერთად, ალვეშის წინააღმდეგ სასამართლომ შემაკავებელი ორდერი გამოსცა. კლუბ ბარსელონასა და ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სექსუალურ ძალადობაში დამნაშავედ 22 თებერვალს […]

დენის შმიგალი – ევროკავშირში „ეკონომიკური უვიზო რეჟიმი“ ექსპორტის დინამიკის შენარჩუნების საშუალებას მოგვცემს

„ეკონომიკური უვიზო რეჟიმი“ ექსპორტის დინამიკის შენარჩუნების საშუალებას მოგვცემს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. უკრაინის პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს შეთანხმებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, ევროკავშირის ბაზარზე უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტარიფების გარეშე დაშვება 2025 წლის ივნისამდე გაგრძელდება. „ეს „ეკონომიკური უვიზო რეჟიმი“ საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენი ექსპორტის დინამიკა შევინარჩუნოთ, მხარი დავუჭიროთ უკრაინელ მწარმოებლებს და […]

აჭარის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს მოუსმენენ

ხვალ, უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრს – ზაზა შავაძეს მოუსმენენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის უმაღლესის საბჭო ავრცელებს. მათივე ცნობით, სხდომის დღის წესრიგი ბიუროს სხდომაზე განსაზღვრეს, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარე, დავით გაბაიძე უძღვებოდა. „დღის წესრიგის პირველი საკითხი, უმაღლესი საბჭოს წევრმა – ლადო მგალობლიშვილმა წარმოადგინა – უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში შესატანი ცვლილების […]