გიორგი პერტაია – კომპანიების 95%-ს მიაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას მათ ბიზნესზე დადებითი გავლენა ექნება

კომპანიების 95%-ს მიაჩნია, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას დადებითი გავლენა ექნება მათ ბიზნესზე, – ამის შესახებ საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა ბრიუსელში, ევროპალატის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე „ევროკავშირის გაფართოება: ბიზნესის პერსპექტივები“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. საქართველოს სავაჭრო პალატის ინფორმაციით, გიორგი პერტაია, როგორც ევროპალატის გაფართოებისა და სამეზობლო კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე, პირველ პლენარულ დისკუსიაზე მოხსენებით წარსდგა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების ბიზნეს პერსპექტივებზე ისაუბრა. […]
მსჯავრდებულები სპორტის სხვადასხვა სახეობაში ტრენერის პროფესიას დაეუფლებიან

სპეციალური პენიტენციური სამსახური სპორტის მართვის სტრატეგიის ფარგლებში აგრძელებს დაწესებულებებში ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, ამ მიზნით სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სსიპ „საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. „მემორანდუმი ხელს უწყობს დაწესებულებებში სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროგრამების განვითარებას/ხელშეწყობას და სპორტის სხვადასხვა სახეობაში დარგის სპეციალისტების/ექსპერტების მიერ მსჯავრდებულების ინსტრუქტორებად მომზადებას/გადამზადებას. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს […]
სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში, ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში, საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა

საქართველოს პროკურატურის და ისრაელის სამართალდამცავთა ერთობლივი მონაწილეობით, ისრაელის სახელმწიფოდან შემოსული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის საფუძველზე, ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში, ქალაქ ბათუმში მდებარე ხელოვნური განაყოფიერების, დონაციის და სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში (სამედიცინო კლინიკა) საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ჩატარდა. სამართალდამცველებმა სამედიცინო კლინიკიდან დოკუმენტაცია და ელექტრონული ინფორმაცია ამოიღეს. ამ ეტაპზე, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები გრძელდება, მათ […]
ტარიელ ნაკაიძე პარლამენტს მიმართავს, რელიგიური უმცირესობების მქონე ადამიანებს საკუთარ რელიგიურ დღესასწაულებზე დასვენების შესაძლებლობა მიეცეთ

ოპოზიციონერი დეპუტატი, ტარიელ ნაკაიძე პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს, რელიგიური უმცირესობების მქონე ადამიანებს, საკუთარ რელიგიურ დღესასწაულებზე დასვენების შესაძლებლობა მიეცეთ. ნაკაიძის განმარტებით, საუბარია დამატებით, ორ უქმე დღეზე. როგორც დეპუტატი განმარტავს, ეს ინიციატივა არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული საკითხი და ეს უფრო ქვეყნის მრავალფეროვნების შენარჩუნებას ეხება. მან მმართველი გუნდისა და ოპოზიციის მხარდაჭერის იმედი გამოთქვა. „ეს არის ორი დღე, რომელიც […]
რუსეთი დღეში 600 ათას ბარელ ნავთობპროდუქტს კარგავს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების გამო

ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების შედეგად რუსეთი დღეში 600 000 ბარელ გადამუშავებულ ნავთობს კარგავს. ამის შესახებ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა უკრაინაში შეჭრამდე რუსული ნავთობით ერთ-ერთი მსხვილი მოვაჭრის, ნავთობის საერთაშორისო კომპანია Gunvor Group-ის ხელმძღვანელმა ტორბიორნ ტორნკვისტმა. რუსეთიდან საწვავის ექსპორტი დღეში რამდენიმე ასეული ათასი ბარელით დაეცა, – თქვა ტორნკვისტმა. ამ ფონზე, როგორც სააგენტო წერს, დიზელის საწვავის ფიუჩერსები ოთხჯერ […]
მოლდოვა რუსეთის დელეგაციას არ მისცემს ნებას, დაესწროს გაეროს კონფერენციას კიშინიოვში

მოლდოვა ნებას არ მისცემს რუსეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს, პირადად მიიღონ მონაწილეობა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის რეგიონულ კონფერენციაში, რომელიც კიშინიოვში მაისის შუა რიცხვებში გაიმართება. მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ხაზგასმულია, რომ გადაწყვეტილება მიღებულია “რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიულ ომთან დაკავშირებით, რომელიც უხეშად არღვევს გაეროს წესდებას, იწვევს უამრავ კრიზისს და ძირს უთხრის სურსათის უსაფრთხოებას საერთაშორისო […]
შესანიშნავი მექართულე – კიტა აბაშიძე

– შესანიშნავი მექართულეა კიტა. მის ლექციებზე უნებლიეთ გამივლის ხოლმე აზრი, როცა თამარ მეფის დროს დარბაზი შეიქმნა და დარბაისლები სალაპარაკოდ გამოვიდოდნენ, ალბათ ასე დინჯად, ასეთი კარგი ქართული ენით და ასე მიმზიდველად საუბრობდნენ. კიტა უეჭველად დაამშვენებდა ქართულ პარლამენტს, რომ გვქონდეს. რაც მართალია, მართალია, შესანიშნავი ქართული იერის ორატორია! – ამბობდნენ მისი ლექციის შემდეგ აღფრთოვანებული მსმენელები… კიტა აბაშიძე უკიდეგანოდ […]
გორში გარდაიცვალა კაცი, რომელიც ხელის ტრაქტორმა ჩაითრია

გორში ახალგაზრდა კაცი ხელის ტრაქტორმა ჩაითრია. შემთხვევის შედეგად კაცი გარდაიცვალა – ინფორმაციას რეგიონული მედია მოზაიკა ავრცელებს. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 240-ე მუხლით, რაც სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ისრაელი საქართველოდან შეტანილი დაავადებული ემბრიონების საქმეს იძიებს

ისრაელის მედიის ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროსა და ისრაელის პოლიციის ერთობლივი გამოძიებით დადგინდა, რომ ინ ვიტრო განაყოფიერების ორი კლინიკის თანამშრომლებმა საქართველოდან თელ-ავივში გენეტიკური დეფექტის მქონე ემბრიონები შეიტანეს. ისრაელის მედიის თანახმად, გენეტიკური დაავადების მქონე ემბრიონების საქმეზე, რამდენიმე დღის წინ, თელ-ავივში ორი ექიმი დააკავეს, ერთი მათგანი ინ ვიტრო განაყოფიერების კერძო კლინიკის მთავარი ექიმია, ხოლო მეორე თელ-ავივის ერთ-ერთი კლინიკის ლაბორატორიის […]
“ჩვენ უკვე ერთად ვცხოვრობთ, რა თქმა უნდა, ურთიერთობები ადრეც მქონია, იყო წყენაც, გულისტკივილიც, შეცდომებიც დამიშვია…” – თათა გიორგობიანი პირად ცხოვრებაზე – Marao

“ჩვენ უკვე ერთად ვცხოვრობთ, რა თქმა უნდა, ურთიერთობები ადრეც მქონია, იყო წყენაც, გულისტკივილიც, შეცდომებიც დამიშვია…” – თათა გიორგობიანი პირად ცხოვრებაზე – Marao მშვენიერი, მოხდენილი თათა გიორგობიანი ერთ-ერთი გამორჩეული სახეა ქართულ ტელესივრცეში. ყველამ არ იცის, რომ ამ სილამაზის მიღმა ჭკვიანი, გონიერი და წინდახედული ქალი იმალება… – ეკრანზე ყოველთვის უზრუნველი და ხალისიანი ჩანხართ… როგორია ნამდვილი თათა, რომელიც […]