გომელაურის თქმით, კატარიდან შემოსული $22 მლნ-ის საფრენი აპარატები სახელმწიფოს არ უყიდია

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საქართველოში კატარიდან შემოსული საფრენი აპარატები სახელმწიფო სტრუქტურებს არ შეუძენიათ. ამის შესახებ გომელაურს კითხვა პარლამენტში მოსმენისას კითხვა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრმა რომან გოცირიძემ დაუსვა. „ძალიან სასიამოვნო ინფორმაცია გავიგეთ, რომ სულ ახლახან ჩამოსულა ერთი ვერტმფრენი, რომელიც ასე აუცილებელია ქვეყნისათვის”, – განაცხადა გოცირიძემ და სამწუხარო უწოდა იმას, რომ სახელმწიფომ ასეთი ვერტმფრენის […]
„ვიზალიბერალიზაციაა, ადვილად გადიან ქვეყნიდან…“ — გომელაური მიგრაციაზე

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მიგრაციის პრობლემა აღმოსავლეთ ევროპის ბევრ ქვეყანას აქვს. გომელაურს პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. შს მინისტრს რამდენიმე დეპუტატმა ჰკითხა მიგრაციის მაღალი დონის შესახებ. გომელაურის თქმით, არასწორია ოპოზიციის მტკიცება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში 800 000-მა მოქალაქემ დატოვა ქვეყანა. გომელაურის თქმით, „იგივე შემოვიდა თითქმის“. ამასთან, გომელაურმა თქვა, რომ მიგრაციის სტატისტიკას […]
საქართველო ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში უმაღლეს საფეხურზეა – ვახტანგ გომელაური

კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ქართველი სამართალდამცავების წარმატებით მუშაობას ასახავს, არის ტრეფიკინგის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გასული წლის ანგარიში, რომლის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების მიხედვით, 2023 წელსაც საქართველო მსოფლიოს მასშტაბით უმაღლეს საფეხურზე – პირველ კალათაში იკავებს ადგილს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით […]
ისრაელში დაავადებული ემბრიონების შეტანის საქმეზე გამოძიება საქართველოშიც ჩატარდა

საქართველოდან ისრაელში დაავადებული ემბრიონების შეტანის საქმეზე, რადიო თავისუფლებაზე გამოქვეყნებული მასალის შემდეგ, პროკურატურა დამატებით დეტალებს ავრცელებს. საგამოძიებო უწყებაში აღნიშნავენ, რომ ტრანსნაციონალური დანაშაულის გასახსნელად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ნაწილი ჩატარდა ბათუმში, დონაციისა და სუროგაციის ცენტრში. „ისრაელის სახელმწიფოდან შემოსული სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ შუამდგომლობის საფუძველზე, ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში, ქალაქ ბათუმში მდებარე ხელოვნური განაყოფიერების, დონაციის და სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში (სამედიცინო […]
გიორგი ვაშაძე – „ქართული ოცნების“ დიდი ტყუილის გამო შოკშია მთლიანად „ევრონესტის“ დელეგაცია – სამარცხვინოა, როცა ასე იქცევა „ოცნების“ დელეგაცია

ეს არია დიდი ტყუილი, რომლის გამოც შოკშია მთლიანად „ევრონესტის“ დელეგაცია და სამარცხვინოა, როცა ასე იქცევა „ქართული ოცნების“ დელეგაცია დღეს, აი, აქ, – ასე გამოეხმაურა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრების შესახებ საგანგებო რეზოლუციის პროექტს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა მხარი […]
შს მინისტრი – ის, რომ გარბიან თანამშრომლები, ილუზიაა, ასე არაა – ჩვენ 38 ათასამდე ვართ და 400 ადამიანის მიღება, გადინება და დანიშვნა, ეს არ არის დიდი რიცხვი – 2023 წელს უფრო მეტი მოვიდა, ვიდრე გავიდა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ილუზიის შექმნა, თითქოს, უწყებიდან თანამშრომლები გარბიან, არასწორია. ამის შესახებ მან დეპუტატების კითხვების საპასუხოდ, პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ. „რატომ მიდიან თანამშრომლები? აგერ მაქვს სტატისტიკა. წინა წლებში ცოტა მეტი იყო გადინება. 2023 წელს დათხოვნილი თანამშრომელი იყო 875 და მიღებული იყო 1177. წინა წლებში კლება იყო. […]
ქობულეთში, ერთ-ერთი კორპუსიდან მუშა ჩამოვარდა – დაშავებული კლინიკაშია მოთავსებული

ქობულეთში, ერთ-ერთი კორპუსიდან მუშა ჩამოვარდა და დაშავა. იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა “ევექსში” გადაიყვანა. როგორც სამედიცინო დაწესებულებაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, შუახნის მამაკაცს დაზიანება თავისა და ხელის არეში აღენიშნება. მათივე თქმით, პაციენტს კვლევები უტარდება. “შუახნის მამაკაცი ჩვენს კლინიკაშია მოთავსებული. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაზიანება თავისა და ხელის არეში აქვს მიღებული. უტარდება შესაბამისი სამედიცინო პროცედურები”,- გვითხრეს […]
ევროკომისიამ უკრაინას მაკროფინანსური დახმარების სახით 4,5 მილიარდი ევრო გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას მაკროფინანსური დახმარების სახით 4,5 მილიარდი ევრო გადაურიცხა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ავრცელებს. ჯოზეფ ბორელის ცნობით, ევროკომისიამ უკრაინას მაკროფინანსური დახმარების პირველი ტრანში დღეს, 50 მილიარდი ევროს ოდენობის მხარდაჭერის პაკეტიდან გადაურიცხა. „დღეს, უკრაინის აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მხარდამჭერი ჩვენი 50 მილიარდი ევროს პაკეტიდან 4,5 მილიარდი […]
ვახტანგ გომელაური – ემიგრაციაში ხალხი იქიდან გამომდინარე მიდის, რომ ვიზალიბერალიზაციაა და ადვილად გადიან ქვეყნიდან – სხვა ქვეყნებიდანაც მიდიან იქ, სადაც ფიქრობენ, რომ უფრო მეტი ანაზღაურება ექნებათ

ემიგრაციაში ხალხი იქიდან გამომდინარე მიდის, რომ ვიზალიბერალიზაციაა და ადვილად გადიან ქვეყნიდან, მარტო ჩვენს ქვეყანაში არ ხდება ეს, მგონი – სხვა ქვეყნებიდანაც მიდიან იქ, სადაც ფიქრობენ, რომ უფრო მეტი ანაზღაურება ექნებათ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრო მიგრაციის სტატისტიკას არ […]
„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, ესპანეთში, საერთაშორისო გამოფენა Alimentaria 2024-ში ქართული კომპანიები პირველად მონაწილეობენ

„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, რვა ქართული კომპანიის პროდუქცია ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში მიმდინარე მასშტაბურ გამოფენაზე – Alimentaria 2024-ზეა წარმოდგენილი. „აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, Alimentaria საკვები და სასმელი პროდუქტების სექტორში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა – მას 3 000-ზე მეტი გამომფენი და ასი ათასამდე ვიზიტორი სტუმრობს. „საქართველო გამოფენაში წელს პირველად მონაწილეობს – ქართულ პავილიონში, რომელიც 81 […]