პლენარულ სხდომაზე, სადაც შს მინისტრს უსმენენ, უმრავლესობის დეპუტატები რომან გოცირიძეს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

პარლამენტის ოპოზიციონერ დეპუტატის რომან გოცირიძეს, შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის მიმართ დასმული კითხვის გამო საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები დაუპირისპირდნენ და მას „მოღალატე“,“აგენტი“ და „კაცმაცუნა“ უწოდეს. კონკრეტულად, პლენარულ სხდომაზე გოცირიძე კატარიდან საფრენი აპარატების შემოტანის საკითხით დაინტერესდა და მინისტრს კითხვით მიმართა – რა ტიპის საფრენი აპარატებია შემოსული და აქვე გამოთქვა ეჭვი, ხომ არ ხდება რუსეთში საქართველოს გზით სანქცირებული პროდუქციის […]

შს მინისტრი – იყო შემთხვევები, როდესაც 11-12 წლის 5-6 ბავშვი თავს დაესხა უცხოელებს და ტელეფონი მოპარეს, წააქციეს – არასრულწლოვანთა დანაშაულების პრობლემა ნამდვილად დგას, რაზეც უწყება აქტიურად მუშაობს

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, არასრულწლოვანთა დანაშაულების პრობლემა ნამდვილად დგას, რაზეც უწყება აქტიურად მუშაობს. გომელაურის თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც „14-წლამდე, 5-6 ბავშვი თავს დაესხა უცხოელებს, ანუ ტურისტებს, ტელეფონი მოპარეს, წააქციეს“. „ვმუშაობთ იუსტიციასთან, ჯანდაცვასთან და განათლებასთან ერთად, შევჯერდით გერმანულ მოდელზე, რომ ცალკე გაკეთდეს საცხოვრებლები, რომლებიც იზოლირებული იქნება და უფლება არ ექნებათ, როგორც ეს ბავშვთა სახლშია, […]

ვახტანგ გომელაური – საოკუპაციო ხაზის 100%-იანი „გადახურვა“ ფიზიკურად შეუძლებელია, შსს-ში 100 000 თუ გავხდებით, კი ბატონო – ჩვენ კი არა, აშშ ვერ იცავს საზღვარს ბოლომდე, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა

არ მინდა ღიად ვისაუბრო. ბარემ პირდაპირ მოვახსენებ ჩვენ ოკუპანტებს, რას, როგორ ვაკეთებთ, – ასე უპასუხა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მყოფმა შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დეპუტატ ნატო ჩხეიძის კითხვას, თუ რატომ არ მიმდინარებს პატრულირება საოკუპაციო ხაზთან. როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, „ჩვენ კი არა, აშშ ვერ იცავს საზღვარს ბოლომდე, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა“. „ქალბატონო ნატო, არ ვიცი, თქვენ […]

ვახტანგ გომელაური პოლიციის მხრიდან ახალგაზრდების ქუჩაში გაჩერებაზე – გადამოწმების დროს ხშირი შემთხვევაა იარაღის უკანონო ტარება, ცივი იარაღის, ნარკოტიკების ამოღება – თუ იყო უხეშობის ერთეული შემთხვევები, გამოსწორებადია

თუ იყო ერთეული შემთხვევები, მე არ ვამბობ, რომ არცერთი ასეთი შემთხვევა არ მომხდარა, ადამიანები ვართ და შეიძლება მოხდა, თუმცა გამოსწორებადია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც უპასუხა ხატია დეკანოიძის შეკითხვას, რომელიც პოლიციის მხრიდან ახალგაზრდების ქუჩაში „უხეშად გაჩერებას“ ეხებოდა. გომელაურის განმარტებით, არსებობს უწყებები, რომელსაც შეუძლია, რომ მოქალაქემ მიმართოს და […]

რომან გოცირიძე შს მინისტრს – 22 მილიონი დოლარის საფრენი აპარატია შემოტანილი კატარიდან, რაც არ მომხდარა ბოლო წლებში – უნდა დააკვირდეთ, ეს ხომ არ გადავა ყირგიზეთში? ხომ არ წავა ყაზახეთში?

22 მილიონი დოლარის ღირებულების საფრენი აპარატის შემოყვანა კატარიდან, ასეთი რამ არ მომხდარა ბოლო წლებია რასაც ვაკვირდები – უნდა დააკვირდეთ თქვენ, მათ შორის ფინანსთა სამინისტრო, ეს ხომ არ გადავა ყირგიზეთში? ხომ არ წავა ყაზახეთში? – ამის შესახებ საპარლამენტო ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ ლიდერმა, რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში […]

პრემიერ-მინისტრი რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა და სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების მერებს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ტყემალაძე და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე წარუდგინა. შეხვედრაზე რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს და ცალკეულ მუნიციპალიტეტებში არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების […]

გლდანის რაიონში მცხოვრებ პენსიონერებს თვალის უფასო კვლევა ჩაუტარდათ

საქართველოს პენსიონერთა კავშირთან თანამშრომლობით „ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკამ – საქართველო“ თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარის, კონსტანტინე ზარნაძის, ინიციატივით გლდანის წარმომადგენლობაში საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარა. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში გლდანის რაიონში მცხოვრებ პენსიონერებს უფასოდ ჩაუტარდათ, როგორც ენდოკრინოლოგიური, ასევე თვალის პირველადი სრული გამოკვლევა, რომელიც მოიცავს მხედველობის სიმახვილის გამოკვლევას (ვიზომეტრია); სათვალის შერჩევას; თვალშიდა წნევის გაზომვას (ტონომეტრია); ნაპრალოვანი სანათით […]

გიორგი ტყემალაძე – თბილისისა და პრაღის ურთიერთთანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება შედეგიანი იქნება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, ქალაქ პრაღის მეექვსე ოლქის მერთან, იაკუბ სტარეკთან და მერის მოადგილეებთან, მარიან ჰოშეკთან და მარიანა ჩაპკოვასთან, შეხვედრა გამართა. შეხვედრას, რომელიც თბილისის საკრებულოს შენობაში გაიმართა, საკრებულოს წევრები და ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე ესწრებოდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ უცხოელ სტუმრებს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და […]

ბორჯომში, ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის ცენტრალური საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაცია იწყება

ბორჯომში, ჯემალ ზეინკლიშვილის სახელობის ცენტრალური საფეხბურთო მოედნის სრული რეაბილიტაცია იწყება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, სამშენებლო სამუშაოები 1 აპრილიდან დაიწყება და 18 თვის მანძილზე გაგრძელდება. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. „პროექტის ფარგლებში დაგეგმილია: არსებული შენობის რეკონსტრუქცია კეთილმოწყობის სამუშაოები, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს უმაღლესი ლიგის სტანდარტებს, რეაბილიტაციის შედეგად მოეწყობა: […]

ზილფიმიანი გომელაურს: თქვენი სტრუქტურის სახე და სიწმინდე სწორი მუშაობითაა განპირობებული

თქვენი სახე, თქვენი სიწმინდე, სტრუქტურას ვგულისხმობ, ძირითადად, განპირობებულია, როგორც სხვადასხვა ქვეყნებშია, სწორ, გამართულ და ჯანმრთელ მუშაობაზე შიდა გამოძიების სამსახურებისა, რადგან სწორედ ისინი უზრუნველყოფენ, მაგალითად, მხოლოდ ისეთი რაღაცების არქონას, როგორიც არის “ჩადება”. ამიტომ, რა განსაკუთრებული სამუშაოები, რა გაძლიერება ხდება ამ სტრუქტურისა, კარგი იქნებოდა მომესმინა.