შს მინისტრი საოკუპაციო ხაზზე პატრულირებაზე – გინტურის გარდაცვალების შემდეგ კიდევ დავამატეთ და რაღაცები გავაძლიერეთ, მაგრამ არ მინდა ღიად ვისაუბრო – ბარემ პირდაპირ მოვახსენებ ჩვენ ოკუპანტებს, რას, როგორ ვაკეთებთ

იმ გარდაცვალების [თამაზ გინტურის] შემდეგ კიდევ დავამატეთ და რაღაცები გავაძლიერეთ, მაგრამ არ მინდა ღიად ვისაუბრო. ბარემ პირდაპირ მოვახსენებ ჩვენ ოკუპანტებს, რას, როგორ ვაკეთებთ, – ასე უპასუხა შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დეპუტატ ნატო ჩხეიძის კითხვას, თუ რატომ არ მიმდინარებს პატრულირება საოკუპაციო ხაზთან. შს მინისტრმა,რომელიც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში იმყოფება, აღნიშნა, რომ პატრულირება მიმდინარეობს და ბევრი რაღაც […]

ვიეტნამის პრეზიდენტი გადადგა

ვიეტნამის პრეზიდენტი გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ვიეტნამის კომუნისტურმა პარტიამ პრეზიდენტის, ვო ვან თჰიონგის გადადგმა დაადასტურა და განაცხადა, რომ თჰიონგმა პარტიის წესები დაარღვია მის მიერ დაშვებული შეცდომები საზოგადოებრივ აზრზე, პარტიაზე, სახელმწიფოსა და პირად რეპუტაციაზე უარყოფით გავლენას ახდენდა. ვიეტნამის მმართველი კომუნისტური პარტიის გადაწყვეტილებას ხუთშაბათს ქვეყნის პარლამენტი დაამტკიცებს. ცნობისთვის, ვო ვან თჰიონგმა ვიეტნამის პრეზიდენტის თანამდებობა 2023 […]

„22 მილიონი დოლარის საფრენი აპარატია შემოტანილი კატარიდან, რაც არ მომხდარა ბოლო წლებში – უნდა დააკვირდეთ, ეს ხომ არ გადავა ყირგიზეთში? ხომ არ წავა ყაზახეთში?“- რომან გოცირიძე შს მინისტრს

„22 მილიონი დოლარის საფრენი აპარატია შემოტანილი კატარიდან, რაც არ მომხდარა ბოლო წლებში – უნდა დააკვირდეთ, ეს ხომ არ გადავა ყირგიზეთში? ხომ არ წავა ყაზახეთში?“- რომან გოცირიძე შს მინისტრს 22 მილიონი დოლარის ღირებულების საფრენი აპარატის შემოყვანა კატარიდან, ასეთი რამ არ მომხდარა ბოლო წლებია რასაც ვაკვირდები – უნდა დააკვირდეთ თქვენ, მათ შორის ფინანსთა სამინისტრო, ეს ხომ არ […]

„ღამით ვერც ახალი ვერტმფრენები იფრენენ“ – ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში ისაუბრა ახალ, ევროპული ტიპის “H 145” ვერტმფრენზე, რომელიც სამინისტროს გადმოეცა. ჯამში სახელმწიფომ სამი ამ ტიპის ვერტმფრენი შეიძინა. გომელაურს ჰკითხეს, ეს ვერტმფრენი ქვეყანას რომ ჰყოლოდა იქნებოდა თუ არა მეტი ადამიანის გადარჩენა შესაძლებელი რაჭაში, შოვში მომხდარი სტიქიის დროს. “ბევრად კომფორტულია, თუმცა ის, რომ ეს ვერტმფრენი რომ გვყოლოდა, რაც გაჟღერდა, რომ იქ […]

საქართველოს ბიზნესასოციაციაში ფარმაცევტული და ჰოსპიტალური მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს

საქართველოს ბიზნესასოციაციაში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომის ფარგლებში, რომელსაც ფარმაცევტული და ჰოსპიტალური სექტორის წამყვანი და ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ დარგში არსებული მწვავე საკითხები განიხილეს. საქართველოს ბიზნესასოციაციის ინფორმაციით, საუბარი შეეხო, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 51-ე და 52-ე დადგენილებებს, რომლებიც აწესებს როგორც მზა ფარმაცევტული პროდუქციის, ასევე ადგილობრივი წარმოებისთვის აუცილებელი აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების საქართველოში იმპორტის ახალ სტანდარტებს. „აღსანიშნავია, რომ […]

ანდრიუს კუბილიუსი „ევრონესტის“ ასამბლეაზე „ქართული ოცნების“ რეზოლუციის დაინიცირების ჩავარდნაზე – ის, ვინც აინიცირებს 10 ხელმოწერა უნდა შეაგროვოს, დელეგაციის თავმჯდომარემ მათი შეგროვება ვერ მოახერხა

ის, ვინც აინიცირებს [რეზოლუციის პროექტს], 10 ხელმოწერა უნდა შეაგროვოს და როგორც მესმის, დელეგაციის თავმჯდომარემ მათი შეგროვება ვერ მოახერხა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ბრიუსელში „ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუციის დაინიცირების ჩავარდნასთან დაკავშირებით განაცხადა. „ფორმალურად ინიცირებული არ იყო, რადგან წესები ძალიან მარტივია. ის, ვინც აინიცირებს, 10 ხელმოწერა უნდა შეაგროვოს […]

უკრაინის წარმომადგენელი „ევრონესტის“ ასამბლეაზე „ქართული ოცნების“ რეზოლუციის დაინიცირების ჩავარდნაზე – არ ვიცი, რატომ არ ესაუბრა ქართული დელეგაციის თავმჯდომარე ევროპარლამენტარებს, მას ხელმოწერები არც ქართული ოპოზიციისთვის უთხოვია

რეზოლუციის ინიცირებისთვის 10 ხელმოწერა სჭირდებოდათ, ამის გაკეთება მარტივია, – ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა ვოლოდიმირ არიევმა ბრიუსელში „ევრონესტის“ ასამბლეაზე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით შემუშავებული რეზოლუციის დაინიცირების ჩავარდნასთან დაკავშირებით განაცხადა. „მათ რეზოლუციის ინიცირებისთვის 10 ხელმოწერა სჭირდებოდათ, ამის გაკეთება მარტივია, ამიტომ არ ვიცი, რატომ არ ესაუბრა ქართული დელეგაციის თავმჯდომარე ევროპარლამენტის წევრებს და სხვებს. მე ვიცი, […]

შალვა პაპუაშვილი რომან გოცირიძეს – ჩამოყალიბდით, ხართ საქართველოს პოლიტიკოსი თუ უცხო ქვეყნის პოლიტიკოსი? ყველაფერს აქვს ზღვარი! – როცა პარლამენტის დარბაზში არის ქვეყნის ინტერესების ღალატი, ამას არ დავუშვებთ

ჩამოყალიბდით ბოლოს და ბოლოს, თქვენ ხართ საქართველოს პოლიტიკოსი თუ უცხო ქვეყნის პოლიტიკოსი? რომელი დროშაა თქვენთვის ფასეული, საქართველოს დროშა თუ სხვა ქვეყნის დროშა? ყველაფერს აქვს ზღვარი! როცა საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში არის ქვეყნის ინტერესების პირდაპირი ღალატი, ამას არ დავუშვებთ!“- ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატ რომან გოცირიძეს, რომელმაც შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს, […]

ანა ნაცვლიშვილი – ქვეყნის რეპუტაციის დაცვას ბრალდებებისგან სჭირდება ხელისუფლებისგან სწორი ნაბიჯები და ახსნა, როგორ მუშაობს სამინისტრო და არა დარბაზში „ყმუილი“ და „ღმუილი“

ქვეყნის რეპუტაციის დაცვას არასწორი, თუ ასეთია, ბრალდებებისგან სჭირდება აღმასრულებელი ხელისუფლებისგან სწორი ნაბიჯების გადადგმა მშვიდად და ახსნა, როგორ მუშაობს სამინისტრო, – ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მას შემდეგ, რაც პლენარულ სხდომაზე რომან გოცირიძის მიერ დასმულ კითხვას, ხმაური მოჰყვა. ნაცვლიშვილის თქმით, დეპუტატების მხრიდან ამ პრობლემას სჭირდება საპარლამენტო ზედამხედველობა და არა დარბაზში „ყმუილი […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებაში მონაწილეობას ბიზნესსექტორი მიიღებს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, პროფესორი თამარ ლომინაძე, ბიოსამედიცინო ინჟინერიის ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი, სტუ-ის საერთაშორისო აკრედიტაციის დირექტორი, პროფესორი ირინე გოცირიძე, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანი თალიკო ჟვანია, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ზაზა ბუაჩიძე, ბიოსამედიცინო ინჟინერიის ქართულენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი ზვიად ღურწკაია ბიოსამედიცინო ინჟინერიის დეპარტამენტის კურსდამთავრებულებს და კომპანიების: „ივერმედი“, „ემტექი“, […]