სოზარ სუბარი – საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გაუმჭვირვალე სფერო არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაა – ხალხმა უნდა იცოდეს, რაში იხარჯება ქვეყანაში შემოსული თანხა

ერთ-ერთი ყველაზე გაუმჭვირვალე სფერო საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებაა. ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს არის არხები, რომლებიც ქვეყნისთვის საზიანო საქმეებს ხმარდება, როცა მაგალითად ტარდება ტრენინგები – როგორ მოახდინონ რევოლუცია, სახელმწიფო გადატრიალება – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ხშირად დაფინანსებები არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით მოდის, მაგრამ პოლიტიკურ საქმიანობას ხმარდება, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. […]

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა და სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების მერებს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ტყემალაძე და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე წარუდგინა. შეხვედრაზე რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს და […]

ერთი ბავშვია 13 წლის, 32 ყაჩაღობა აქვს ჩადენილი, ვერაფერს ვუზამთ — გომელაური

შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის თქმით, ბავშვთა დანაშაულის პრობლემა რეალურია. მისი თქმით, იუსტიციის სამინისტრო, სხვა უწყებებთან ერთად, მუშაობს ე.წ. გერმანულ მოდელზე, რომელიც დანაშაულის ჩამდენი ბავშვების იზოლირებულ საცხოვრებელში მოთავსებას ითვალისწინებს. „ბოლოს შევჯერდით გერმანულ მოდელზე, რომ ცალკე გაკეთდეს საცხოვრებლები, რომლებიც იზოლირებული იქნება“, — განაცხადა გომელაურმა. მისი თქმით, ბავშვთა სახლისგან განსხვავებით, აღნიშნული დაწესებულების მოსამართლის ნებართვის გარეშე დატოვების უფლება ბავშვებს […]

გომელაურის ცნობით, ელექტრონული სამაჯური ქალების დასაცავად 120 შემთხვევაში გამოიყენეს

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, უწყება ცდილობს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის ელექტრონული სამაჯურების გამოყენების შემთხვევები მაქსიმალურად გაზარდოს. ამის შესახებ მან დღეს, 20 მარტს, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გასული წლის ანგარიში წარდგენისას განაცხადა. ელექტრონული სამაჯური მოძალადეზე ზედამხედველობის სისტემაა, რომელიც საქართველომ 2020 წლის სექტემბერში დანერგა. ელექტრონული სამაჯურების გამოყენებაზე კითხვა გომელაურს „ქართული ოცნების“ წევრმა ნინო წილოსანმა […]

გომელაური ახალ სამაშველო ვერტმფრენზე: ღამით ვერც ეს საფრენი აპარატი ვერ იფრენს

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, სასაზღვრო პოლიციის ახალი ვერტმფრენი ღამით სამაშველო ღონისძიებას ვერ ჩაატარებს – “ეს ვერტმფრენი ახლა ღამე მიფრინდება, ხეობაში შეფრინდება, დაჯდება და ვიღაცას აიყვანს, ეს პრობლემა ამასაც აქვს, ყველა ვერტმფრენს აქვს ასეთი პრობლემა”. შინაგან საქმეთა მინისტრს ევროოპტიმისტების წევრმა რომან გოცირიძემ დაუსვა შეიკითხვა შოვის ტრაგედიის თავიდან აცილების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ შსს-ს ახალი […]

ვმუშაობთ, რომ ცალკე საცხოვრებლები გაკეთდეს – გომელაური დანაშაულის ჩამდენ მოზარდებზე

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა. გომელაური ამბობს, რომ რადგან კანონით ასეთი მოზარდებისთვის თავისუფლების აღკვეთა შეუძლებელია, ისინი გერმანულ მოდელზე მუშაობენ, რაც დანაშაულის ჩამდენი ბავშვებისთვის იზოლირებული საცხოვრებლების გაკეთებას გულისხმობს, სადაც, მინისტრის განცხადებით, არა ციხის, არამედ სახლის პირობები იქნება. “იუსტიციის, განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებთან ერთად გერმანულ მოდელზე ვმუშაობთ – […]

Gunvor: დრონებით თავდასხმების შედეგად რუსეთი დღეში 600 000 ბარელ გადამუშავებულ ნავთობს კარგავს

ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების შედეგად რუსეთი დღეში დაახლოებით 600 000 ბარელ გადამუშავებულ ნავთობს კარგავს. ამის შესახებ Bloomberg-თან ინტერვიუში Gunvor Group-ის ხელმძღვანელმა ტორბიორნ ტორნკვისტმა ისაუბრა. ნავთობის საერთაშორისო კომპანია Gunvor Group უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე რუსული ნავთობით მოვაჭრე ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია იყო. ტორნკვისტის თქმით, დრონებით თავდასხმების ფონზე, რუსეთიდან საწვავის ექსპორტი დღეში რამდენიმე ასეული ათასი ბარელით დაეცა. […]

„2023 წელი განსაკუთრებული იყო, როგორც ანაზღაურების ზრდის კუთხით, ასევე სამუშაო პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით“ – ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში გასული წლის ანგარიშის წარდგენისას სამინისტროს თანამშრომლების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ისაუბრა. „2023 წელი განსაკუთრებული იყო, როგორც ანაზღაურების ზრდის კუთხით, ასევე სამუშაო პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით. განახლდა ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. 2022 წელს, სამინისტროს ყველა თანამშრომლის ხელფასი 10%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წელს, უკვე გაზრდილი ხელფასის ზრდა მოხდა […]

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ფარმაცევტული და ჰოსპიტალური მიმართულებით არსებული გამოწვევები განიხილეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ჯანდაცვის კომიტეტის სხდომის ფარგლებში, რომელსაც ფარმაცევტული და ჰოსპიტალური სექტორის წამყვანი და ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ დარგში არსებული მწვავე საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 51-ე და 52-ე დადგენილებებს, რომლებიც აწესებს როგორც მზა ფარმაცევტული პროდუქციის, ასევე ადგილობრივი წარმოებისთვის აუცილებელი აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების საქართველოში იმპორტის ახალ სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ დადგენილება გამოიცა […]

კიტეიშვილი: ვხედავთ, როგორ აერთიანებს ფეხბურთი ქვეყანას – ოცნებები უნდა ავიხდინოთ

21 მარტს ლუქსემბურგთან ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა უპასუხა: “განწყობის პრობლემა ნაკრებში არასდროს ყოფილა და ახლა მითუმეტეს. ვემზადებით, რათა ჩვენი ოცნებები ავიხდინოთ! რთულ მეტოქეს ველით. კონცენტრაცია საკუთარ თავზე უნდა მოვახდინოთ და ყველამ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია უნდა წარმოვადგინოთ. კანკავა გამორჩეული ფეხბურთელია და მისი ყოფნა დიდი […]