“ფაქტია, იმ მიმართულებით არ მივდივართ, რომელ ქვეყნებთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ” – “ველინო”

საგარეჯოში, სოფელ კაკაბეთში მდებარე ბიო ღვინის მწარმოებელი მეღვინეობა „ველინოს“ დამფუძნებელი, ბექა ჯიმშელაძე 2024 წელს საბოლოო ჯამში დადებითად აფასებს და ამბობს, რომ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მათ გაყიდვებზე ასახვა ჯერ არ ჰქონია. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა. მისი ცნობით, მართალია მოკლევადიან პერსპექტივაში პროცესებს ასახვა არ ჰქონია, თუმცა სავარაუდოა, რომ მომავალ წელს სიტუაციას გარკვეული ნეგატიური შედეგები ექნება. „პანდემიის […]
გამოძიება ერთი თვის ვადაში გამოაქვეყნებს წინასწარ ინფორმაციას AZAL-ის თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე

ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ, ტალგატ ლასტაევმა განაცხადა, რომ Azerbaijan Airlines-ის თვითმფრინავის აქტაუს მახლობლად ჩამოვარდნის თაობაზე გამოძიების წინასწარი შედეგები 30 დღის განმავლობაში გახდება ცნობილი. მან აღნიშნა, რომ წინასწარი შედეგებისთვის მითითებული ვადა „ზოგადად სტანდარტებს შეესაბამება“. ლასტაევის თქმით, ახლა მიმდინარეობს გამოძიების საველე ეტაპი, თვითმფრინავის ფრაგმენტები სპეციალურ ანგარში გროვდება აქტაუს აეროპორტში. მანამდე ყაზახეთის ტრანსპორტის სამინისტრო იტყობინებოდა, რომ ავარიის მიზეზების […]
2023 წელთან შედარებით, გაყიდვები 30%-მდე შემცირდა – “თბილისი ცენტრალი”

შარშანდელთან შედარებით, ისეთი აქტიურობა არ არის და გაყიდვები, დაახლოებით, 20-30%-ით არის შემცირებული, – ამის შესახებ “თბილისი ცენტრალის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ყარალაშვილმა “ბიზნესპარტნიორთან”განაცხადა. მისი ინფორმაციით, აღნიშნული კლება, სავარაუდოდ, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უკავშირდება. “საახალწლო პერიოდი “თბილისი ცენტრალისთვის” ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აქ განთავსებულია ობიექტები, როგორიც არის საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიები და ოქროს ბირჟა, რომელთა 1 კვარტალის გაყიდვები, დეკემბრის თვეზე […]
2025 წელს, ბინას, დაახლოებით, 4000 დევნილი ოჯახი მიიღებს – მიხეილ სარჯველაძე

2024 წელს, საცხოვრებელი ფართით, დაახლოებით, 3400 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა. მათ შორის, 2000 დევნილ ოჯახს, ახალაშენებული ბინა გადაეცა, ხოლო 1400-მდე ოჯახისთვის, სახელმწიფომ, სახლი, პროექტ „სოფლად სახლის“ ფარგლებში შეიძინა. განსახლების პროგრამით, 2025 წელს, ბინას, დაახლოებით, 4000 ოჯახი მიიღებს. აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა და ოჯახებს კიდევ ერთხელ მიულოცა. „გასული წლის განმავლობაში, დაახლოებით, 3400-მა ოჯახმა მიიღო […]
ჩინეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებმა მიხეილ ყაველაშვილს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს

ყაზახეთის პრეზიდენტი, ყასიმ-ჟომართ თოყაევი საარჩევნო კოლეგიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეულ მიხეილ ყაველაშვილს დამდეგ ახალ წელს ულოცავს. შესაბამის ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, მიხეილ ყაველაშვილს ახალი წელი მიულოცა ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა.
ახალი ზელანდიის ოკლენდი პირველი დიდი ქალაქია, რომელმაც 2025 წლის დადგომა იზეიმა

ახალი ზელანდიის ქალაქი, ოკლენდი პირველი დიდი ქალაქია, რომელიც 2025 წელს უკვე შეხვდა. ათასობით მოზეიმე ახალი წლის შესაგებებლად შეიკრიბა. ქალაქი 2025 წელს ახალი ზელანდიის ყველაზე მაღალი სტრუქტურიდან, Sky Tower-დან გაშვებული ფოიერვერკებითა და ქალაქის ცენტრში სანახაობრივი განათების შოუთი ზეიმობს. სამხრეთ წყნარი ოკეანის ქვეყნები პირველები არიან, რომლებიც ახალ წელს ხვდებიან. შუაღამე ახალ ზელანდიაში, ნიუ-იორკში, თაიმს სკვერზე ბურთის დაცემამდე […]
ჯიმი კარტერის დაკრძალვა 9 იანვარსაა დაგეგმილი

9 იანვარს ამერიკის ყოფილ პრეზიდენტ, ჯიმი კარტერს დაკრძალავენ, რომელიც კვირას, 29 დეკემბერს 100 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, პრეზიდენტ კარტერის დაკრძალვის ცერემონიალის დღის გამოცხადებასთან ერთად, ქვეყანაში ყველა სახელმწიფო შენობაზე დროშების ნახევრად დაშვების ბრძანება გასცა. ჯიმი კარტერის პატივსაცემად, ქვეყანაში ერთი თვის განმავლობაში დროშები ნახევრად დაშვებული დარჩება. პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 9 იანვარი ასევე ქვეყანაში გლოვის […]
მიხეილ ყაველაშვილი ოჯახთან ერთად კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ეწვია

მიხეილ ყაველაშვილი ოჯახთან ერთად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს. „უწმინდესმა მიხეილ ყაველაშვილი დალოცა, საჩუქრად ხატი გადასცა და პრეზიდენტის თანამდებობაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ყველაზე მეტი შემოსავალი მობილური მომსახურებიდან მაგთიმ მიიღო (bm.ge)

2024 წელსაც მობილური მომსახურებაში მაგთიკომს ყველაზე მეტი აბონენტი ჰყავდა. ოქტომბრის მდგომარეობით კომპანიის აბონენტების რაოდენობა (აქ შედიან როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირები) 2,336,419 მომხმარებელი ჰყავდა; მეორე ადგილს კვლავ სილქნეტი, რომელსაც 2,003,590 აბონენტი ჰყავდა; სელფი მობაილ 1,311,612 აბონენტით. სილქნეტის აბონენტები ათ თვეში 8%-იან ზრდას აჩვენებს; 0.1%-იანი ზრდა აქვს იგივე პერიოდში სელფი მობაილს, ხოლო მაგთიკომის აბონენტების რაოდენობა იანვართან […]
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ევროკავშირი მზად არის უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტისთვის

ევროკავშირი მზად არის უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტისთვის. ამის შესახებ განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა გააკეთა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ევროკომისიის წარმომადგენლის თქმით, ევროპული ინფრასტრუქტურა საკმარისად მოქნილია იმისათვის, რომ მესამე ქვეყნებიდან გაზი ალტერნატიული მარშრუტებით მიაწოდოს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპას. ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ერთ წელიწადზე მეტია, მუშაობდნენ ევროპული თანამეგობრობის წევრ ქვეყნებთან, რათა მომზადებულიყვნენ ალტერნატიული სქემებისთვის. იქვე დასძინეს, […]