,, ივანიშვილი ეცდება ყველა სიბნელე ახალი წლის დღეებში აკეთოს. ამიტომ, ფხიზლად უნდა ვიყოთ” – ნათია მეზვრიშვილი

გახარიას პარტიის წევრი, ნათია მეზვრიშვილი: ,,რეჟიმისთვის ახალი წელი არ არსებობს. ამ წუთებშიც ათეულობით საჯარო მოხელეს სამსახურიდან ათავისუფლებენ. ოცნებამ ამ მხრივაც რეკორდი მოხსნა. არასოდეს ყოფილა განსხვავებული აზრის (მითუმეტეს, კონსტიტუციის დაცვის) გამო, მოხელეების მიმართ ამ მასშტაბის რეპრესიები. რეალურად ფეხში ისვრიან იმიტომ, რომ სახელმწიფოს აცლიან ხერხემალს. რაც მეტს გაუშვებენ, უფრო სწრაფად ჩამოიშლებიან. ახლა არის დრო ბიზნესი გვერდით დაუდგეს […]
ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ახალ წელს ულოცავს

ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ახალ წელს ულოცავს. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი ოფიციალურ მილოცვაში საქართველოს მთავრობის მეთაურს ბედნიერ და წარმატებულ ახალ წელს უსურვებს. “გილოცავთ საუკეთესო სურვილებით და გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ ახალ წელს“, – აღნიშნულია მარკ რუტეს მისალოც წერილში. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ნახეთ:
Corriere dello Sport: კვარაცხელიას კონტრაქტი მზადაა და ხელის მოწერაღა აკლია

„კორიერე დელო სპორტის“ მტკიცებით, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლისთან“ მალე გააგრძელებს კონტრაქტს 2025 წლამდე. გამოცემის ცნობით, კლუბის სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა და კვარაცხელიას აგენტი მამუკა ჯუღელი ისე ახლოს არიან შეთანხმებასთან, როგორც არასდროს და ახლა მხოლოდ ხელშეკრულების ოფიციალურად გაფორმებაღა რჩება, რომლის მიხედვით დოკუმენტში გამოსასყიდი ღირებულება იქნება შეტანილი (თანხა არ სახელდება) და ხვიჩა ბონუსებიანად წელიწადში იმდენივეს აიღებს, რამდენსაც გუნდის […]
„ერთი გუდაური ვერ შეიტანს ტურიზმში იმხელა კონტრიბუციას, რაც მთლიანად ტურიზმის სფეროს შეაქვს ხოლმე“ – ცოტნე ჯაფარიძე

„ახალი წლის პერიოდი გუდაურში ზოგადად დატვირთულია ყოველთვის. რაც არ უნდა ხდებოდეს ქვეყანაში, გუდაურზე მაინც არის მოთხოვნა,“ – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანია „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელმა ცოტნე ჯაფარიძემ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ტურიზმის სფეროს ექსპერტები უკვე საუბრობენ იმ ზიანის შესახებ, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე კრიზისის ფონზე სექტორს მიადგა. „ტურიზმის ინდუსტრიის ალიანსის“ მონაცემებით, მხოლოდ 1-14 დეკემბრის პერიოდში სექტორის ზარალმა 5 […]
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
მოვუწოდებ [ახალგაზრდებს], დაამთავრონ აქციები… ოპოზიცია შევიდეს პარლამენტში – ლაშა პაპაშვილი (bm.ge)

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის აზრით, ბარიერგადალახული ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს, ხოლო საპროტესტო აქციები უნდა დასრულდეს. „ჩვენც ასე ვიყავით ცხრა აპრილს. ჩვენც ასე ვიდექით რუსთაველზე… ჩვენი შეცდომა იყო. უნდა გავყოლოდით პატრიარქს და უნდა დავშლილიყავით; ახლაც მოვუწოდებ [ახალგაზრდებს], რომ ეს დაამთავრონ. არ შეიძლება ასე გაგრძელება“, – ასე ხედავს „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს. – ყველაზე მთავარი […]
ადმინისტრაცია: ნატოს გენერალური მდივანი ირაკლი კობახიძეს ახალ წელს ულოცავს

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუთე ირაკლი კობახიძეს ახალ წელს ულოცავს. „გილოცავთ საუკეთესო სურვილებით და გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ ახალ წელს“, – აღნიშნულია მარკ რუტეს მისალოც წერილში. ადმინისტრაცია წერილის ფოტოსაც ავრცელებს, სადაც კობახიძე ნამდვილად არის მოხსენიებული პრემიერ-მინისტრად. მილოცვა და პრემიერ-მინისტრად მოხსენიება ინტერესის საგანია იმ ფონზე, როცა დასავლეთი საქართველოს ხელახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდებს. აშშ-მა […]
ყველაზე მეტი შემოსავალი მობილური მომსახურებიდან მაგთიმ მიიღო

2024 წელსაც მობილური მომსახურებაში მაგთიკომს ყველაზე მეტი აბონენტი ჰყავდა. ოქტომბრის მდგომარეობით კომპანიის აბონენტების რაოდენობა (აქ შედიან როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირები) 2,336,419 მომხმარებელი ჰყავდა; მეორე ადგილს კვლავ სილქნეტი, რომელსაც 2,003,590 აბონენტი ჰყავდა; სელფი მობაილ 1,311,612 აბონენტით. სილქნეტის აბონენტები ათ თვეში 8%-იან ზრდას აჩვენებს; 0.1%-იანი ზრდა აქვს იგივე პერიოდში სელფი მობაილს, ხოლო მაგთიკომის აბონენტების რაოდენობა იანვართან […]
სახელმწიფო წეროვანში მიწის ნაკვეთებს “ინვესტ ვიუს” ₾2.8 მილიონად მიყიდის – დადგენილება

მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ წეროვანში, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება შპს „ინვესტ ვიუს” პირდაპირი მიყიდვის ფორმით გადაეცემა. მთავრობის შესაბამისი დადგენილება 26 დეკემბრით თარიღდება. კერძოდ, საუბარია 8 ერთეულ არასასოფლო-სამეურნეო და 11 ერთეულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომლის სანაცვლოდაც კომპანია 2 762 173 ლარს გადახდის. კომპანიას ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 წლის ვადაში უძრავი ქონების განვითარების მიზნით მინიმუმ […]
იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი №11 (არასრულწლოვანთა) დაწესებულების მსჯავრდებულებს და თანამშრომლებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელ ნიკა ცხვარაშვილთან ერთად, №11 (არასრულწლოვანთა) დაწესებულებას ესტუმრა. იუსტიციის მინისტრმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს და დაწესებულების თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა. ანრი ოხანაშვილმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ აღნიშნული მიმართულებით იგეგმება მათ საჭიროებებზე მორგებული ახალი პროგრამების დანერგვა. ასევე, მან დაწესებულების თანამშრომლებს სამსახურებრივი მოვალეობის […]