საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, განიხილონ ახალი არჩევნების შესაძლებლობა -,,ვაიმარის სამკუთხედის” განცხადება

ერთობლივ განცხადებას “ვაიმარის სამკუთხედის” – საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის – საგარეო საქმეთა მინისტრები ავრცელებენ: ჩვენ, ვაიმარის სამკუთხედის საგარეო საქმეთა მინისტრები, სერიოზულად შეშფოთებულები ვართ პოლიტიკურ კრიზისზე, რომელიც საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაჩნდა და “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებაზე, გაყინოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. კრიზისის მიზეზი საქართველოს მმართველი პარტიის პოლიტიკური კურსი და ევროპული გზიდან მისი გადახვევაა. არაერთხელ მოვუწოდეთ […]
მთავრობამ ინვესტორს ანაკლიაში სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის ვადა გაუხანგრძლივა – განკარგულება

საქართველოს მთავრობამ შპს „ვ მ ინდასთრის” საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე განკარგულება მიიღო.
“ვაიმარის სამკუთხედი” – საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, განიხილონ ახალი არჩევნების შესაძლებლობა

საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, განიხილონ ახალი არჩევნების შესაძლებლობა. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას “ვაიმარის სამკუთხედის” – საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის – საგარეო საქმეთა მინისტრები ავრცელებენ. განცხადებაში აღინიშნება, რომ საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა ადასტურებს მათ შეშფოთებებს საარჩევნო პროცესის სამართლიანობაზე, ფართოდ გავრცელებული დარღვევებისა და არასათანადო გამოძიებების ფონზე, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცათ ბრალდებებზე. განცხადების თანახმად, […]
თბილისის „საახალწლო სოფელი“ 14 იანვრამდე იფუნქციონირებს

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, დედაქალაქში მოწყობილი „საახალწლო სოფელი“ 14 იანვრამდე იფუნქციონირებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა. დედაქალაქის მერის თქმით, საახალწლო დღეები 14 იანვრამდე გაგრძელდება და „საახალწლო სოფელში“ მისულ სტუმრებს ბევრი საინტერესო ღონისძიება დახვდებათ. „ნათქვამი გვქონდა, რომ „საახალწლო სოფელი“ 7 იანვრის ჩათვლის იფუნქციონირებდა, თუმცა შემოვიდა ბევრი წერილი თხოვნით, […]
პუტინი Politico-ს „წლის ხელმოცარულთა” ნომინაციის გამარჯვებულია, მეორე ადგილს ვიქტორ ორბანი იკავებს

რუსი დიქტატორი, ვლადიმირ პუტინი უკვე მესამე წელია, Politico-ს „წლის ხელმოცარულთა” ნომინაციაში იმარჯვებს. ამჯერად სიაში საფრანგეთის ლიდერი ემანუელ მაკრონიც მოხვდა, ასევე გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და სირიის ჩამოგდებული დიქტატორი ბაშარ ასადი. Politico-ს რედაქცია იხსენებს, პუტინის დაპირებას, როცა ოკუპანტი ქვეყნის ლიდერმა რუსები დაარწმუნა, რომ კიევს სამ დღეში აიღებდა. ,,რა თქმა უნდა, 2024 წელს […]
“აქტივობის 20%-მდე კლება გვაქვს” – რას სთავაზობს მომხმარებელს მულტიფუნქციური ღვინის ჰაბი „საძველე“?

მულტიფუნქციური ღვინის ჰაბი – „საძველე“, რომელიც თბილისის ისტორიულ ღვინის ლოკაციაზე, ნომერ #1 ღვინის ქარხანაში ზაფხულში გაიხსნა აქტივობის 20%-მდე კლებას განიცდის. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა გიორგი სამანიშვილმა ისაუბრა.
მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე აქციას სახელწოდებით – “ახალი წლის ჯადოსნური პროტესტის ღამე” გამართავენ

საპროტესო აქციის მონაწილეები ახალი წლის ღამეს რუსთაველის გამზირზე შეხვდებიან. პროტესტის 33-ე დღეს მოქალაქეები კვლავ გეგმავენ პარლამენტთან შეკრებას. როგორც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, მოქალაქეებს თავადაც შეუერთდება. მოქალაქეებმა 31 დეკემბრის პროტესტის ღონისძიება სოციალურ ქსელში დაგეგმეს სახელწოდებით – “ახალი წლის ჯადოსნური პროტესტის ღამე” . სტუდენტების ნაწილი შეიკრიბება თსუ-სთან – “ახალი წლის ჯადოსნური მარშით”. […]
დანიელებს ხმის დონაცია მოსთხოვეს

დანიის მცხოვრებლებს დიქტოფონზე თავიანთი ხმის ჩაწერა და ჩანაწერის გაზიარება სთხოვეს, რომ ისინი ხმოვანი ასისტენტების მოსამზადებლად იქნეს გამოყენებული, როგორიც არის Siri ან Alexa. ამის შესახებ ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს. პროექტის ავტორთა თქმით, ეს ასისტენტები ბრძანებებს ყოველთვის სწორად ვერ იგებენ, მით უმეტეს, თუ ადამიანი დიალექტზე საუბრობს. პრობლემები ყველაზე ხშირად იუტლანდიისა და ფიუნის კუნძულის დიალექტებზე, ასევე, ლიტერატურულ დანიურზე წარმოიქმნება, […]
იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი №11 არასრულწლოვანთა დაწესებულების მსჯავრდებულებს და თანამშრომლებს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელ ნიკა ცხვარაშვილთან ერთად, №11 (არასრულწლოვანთა) დაწესებულებას ესტუმრა. იუსტიციის მინისტრმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებს და დაწესებულების თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საჩუქრები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ანრი ოხანაშვილმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ აღნიშნული მიმართულებით იგეგმება მათ საჭიროებებზე მორგებული ახალი […]
ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.