გერმანიამ 9 პირს, რომლებიც საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე არიან პასუხისმგებელი, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

გერმანიამ ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 9 პირის წინააღმდეგ შემოიღო, რომლებიც პასუხისმგებლები არიან საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წევრების წინააღმდეგ ძალადობაზე. ამის შესახებ განცხადებას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო X-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. განცხადების თანახმად, ვითარება საქართველოში შემაშფოთებელი რჩება. “დღეს გერმანიამ ქვეყანაში შესვლის აკრძალვა 9 პირის წინააღმდეგ შემოიღო, რომლებიც დიდწილად პასუხისმგებლები არიან საქართველოში მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ოპოზიციის წევრების […]
FT: 2025 წელს შესაძლებელია უკრაინასა და რუსეთს შორის მშვიდობის მიღწევა

ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი 2025 წლისთვის აქვეყნებს თავის პროგნოზებს, რომლებიც მოიცავს მსოფლიოს საკვანძო მოვლენებსა და ტენდენციებს. ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმება შესაძლებელია, მაგრამ საჭიროებს აშშ-ის მხრიდან მნიშვნელოვან ზეწოლას, მათ შორის სანქციების გაზრდას. ავტორები აღიარებენ, რომ კიევი შესაძლოა უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ დათანხმდეს ტერიტორიულ დათმობებს. ეკონომიკის სფეროში პროგნოზის თანახმად, თეთრ სახლში აშშ-ის არჩეული […]
მეორე Mriya 70%-ით მზად არის – ეყოლება თუ არა უკრაინას ისევ ყველაზე დიდი სატვირთო თვითმფრინავი

An-225 Mriya და An-124 Ruslan სატრანსპორტო თვითმფრინავების მეთაურმა, დიმიტრი ანტონოვმა განაცხადა, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი Mriya თვითმფრინავის მეორე ეგზემპლარი უკვე 70%-ით მზადაა. მისი თქმით, ძირითადი ელემენტები – ფიუზელაჟი და ფრთა – კარგ მდგომარეობაშია შემონახული, რაც შესაძლებელს ხდის მშენებლობის დასრულებას. ანტონოვმა თქვა, რომ ფიუზელაჟი და ფრთა შეიქმნა ჯერ კიდევ 1990 წელს მეორე An-225-ის წარმოების გეგმის ფარგლებში. […]
აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს გერმანიამ სავიზო შეზღუდვა დაუწესა

გერმანიამ სავიზო შეზღუდვები დაუწესა აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობაზე პასუხისმგებელ 9 პირს. ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი. განცხადებაში დაკონკრეტებული არ არის, ვის ეკრძალებათ ქვეყანაში შესვლა. “დღეს გერმანიამ დააწესა [ქვეყანაში] შესვლის აკრძალვა 9 პირის მიმართ, რომელთაც ეკისრებათ მთავარი პასუხისმგებლობა საქართველოში აქციის მონაწილეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ ძალადობაზე. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ადამიანის […]
საპარლამენტო არჩევნები ევროკავშირის კანდიდატისგან მოსალოდნელი სტანდარტებით არ ჩატარებულა – ვაიმარის სამკუთხედი

ვაიმარის სამკუთხედის წევრი ქვეყნების [გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის] საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს შესახებ განცხადებას აქვეყნებენ და შეშფოთებას გამოხატავენ იმ პოლიტიკური კრიზისის გამო, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. განცხადების თანახმად, საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარებულა ევროკავშირის კანდიდატისგან მოსალოდნელი სტანდარტების მიხედვით. “OSCE/ODIHR-ის საბოლოო ანგარიში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საქართველოში ადასტურებს ჩვენს შეშფოთებას საარჩევნო პროცესის […]
2024 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში

2024 წლის მნიშვნელოვანი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში, რომელსაც BMG-მ მოუყარა თავი. აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს უფლებების შეზღუდვისა და რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ძირის გამოთხრისთვის ფინანსური სანქციები დაუწესა 2024 წლის 27 დეკემბერს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილს პერსონალური ფინანსური სანქციები დაუწესა, რაც რუსეთის სანქციების პაკეტიდან განხორციელდა. სახელმწიფო დეპარტამენტი მიუთითებს, რომ ივანიშვილის ქმედებები, რაც საქართველოში ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვაში […]
„არ იყო მარტივი“ – სოსო არჩვაძე 2024 წლის სტატისტიკურ მაჩვენებლებზე

„2024 წელი არ იყო მარტივი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვქონდა მაღალი ეკონომიკური ზრდა,“ – ასე აჯამებს წელს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე „ბიზნესპრესნიუსთან“. მისი თქმით, სტატისტიკური მონაცემებით, ბევრი დადებითი ტენდენცია გამოიკვეთა, რომელთა შორის, მაღალი ეკონომიკური ზრდა, შემცირებული ინფლაცია და დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობის ზრდაა. რაც შეეხება ნეგატიურ ფაქტორებს, სოსო არჩვაძე ამბობს, რომ ამ მხრივ, 2024 წელსაც გამოწვევა, სიღარიბის […]
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ წელს ყველაზე დიდი რაოდენობით ღვინო გაიტანა

2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველომ ექსპორტზე 262,389.86 ათასი დოლარის ღირებულების 90,352,135.79 ლიტრი ღვინო გაიტანა. ეს მაჩვენებლები კი გასული წლის 11 თვესთან შედარებით 9%-იანი ზრდაა. ქართულ ღვინოზე ყველაზე დიდი მოთხოვნა ტრადიციულად რუსეთშია, სადაც წელს 176,264.38 ათასი დოლარის ღირებულების ქართული ღვინო გაიყიდა. TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველომ იანვარ-ნოემბერში ყველაზე დიდი რაოდენობით ღვინის ექსპორტი განახორციელა: · რუსეთი – 64,586,347.15 […]
31 დეკემბერს „გაზპრომმა“ დაიწყო უკრაინის გავლით ევროპაში გაზის მიწოდების მოცულობის შემცირება

31 დეკემბერს „გაზპრომმა“ დაიწყო უკრაინის გავლით ევროპაში გაზის მიწოდების მოცულობის შემცირება. ამის შესახებ Reuters-ი იუწყება რუსული კონცერნის განცხადებაზე დაყრდნობით. შემცირება მოხდა უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის შესახებ შეთანხმების ვადის ამოწურვამდე ერთი დღით ადრე. თუ ახალი შეთანხმება არ დაიდება, 1 იანვრიდან გაზის მიწოდება მთლიანად შეწყდება. კიევმა მანამდე უარი თქვა სატრანზიტო ხელშეკრულების გახანგრძლივების შესახებ მოლაპარაკებებზე. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ […]
კანარის კუნძულებზე მომავალი წლიდან ტურისტული გადასახადი ამოქმედდება

ესპანეთის კანარის კუნძულებზე მდებარე პოპულარული საკურორტო ქალაქი – მოგანი, 2025 წლიდან ტურისტულ გადასახადს აწესებს. ინფორმაციას “ევროპულსი” ავრცელებს. გადასახადი ყველა ტურისტისთვის დღეში 15 ცენტს შეადგენს. ეს როგორც ადგილობრივ, ასევე, უცხოელ ტურისტს შეეხება, იმის განურჩევლად, სასტუმროში დაბინავდება თუ ნაქირავებ აპარტამენტში. ამასთა, გამოცემის ცნობით, სამომავლოდ გადასახადი შესაძლოა, დღეში 1.14 ევრომდე გაიზარდოს. მერიაში აცხადებენ, რომ გადასახადიდან შესული თანხა საჯარო […]