EURO 2024-ის ბილეთები უეფას ოფიციალურ პორტალზე გაიყიდება – ფედერაცია – Netgazeti • EURO2024 • ეროვნული ნაკრები ფეხბურთში • საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია • ფეხბურთის ფედერაცია • Netgazeti.ge

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ევროპის ჩემპიონატის მატჩებზე დასასწრები ბილეთები უეფას ოფიციალურ პორტალზე გაიყიდება. ჯერჯერობით, უცნობია, როდის დაიწყება ბილეთების გაყიდვა. ფედერაციაში აცხადებენ, რომ დეტალების დაზუსტების შემდეგ, ქომაგებსა და გულშემატკივრებს სრულ ინფორმაციას მიაწვდიან საქართველოსთვის განკუთვნილი ბილეთების შესახებ. “როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ერთადერთი დებიუტანტი ქვეყანაა. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, უეფას ევროპის ჩემპიონატის წარმომადგენლებთან აქტიურ ფაზაში გადავიდა […]

GFF: ევროპის ჩემპიონატის ბილეთები UEFA-ს ოფიციალურ პლატფორმაზე გაიყიდება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, ევროპის ჩემპიონატზე ქართველი გულშემატკივრისთვის გამოყოფილი ბილეთები UEFA-ს ოფიციალურ პლატფორმაზე გაიყიდება. “როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატი უეფას ეგიდით ტარდება შესაბამისად, ბილეთების რეალიზაცია მათი უშუალო ჩართულობით იმართება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბოლოო დეტალების დაზუსტება ბილეთების გაყიდვის პროცედურასთან დაკავშირებით. ბილეთების გაყიდვა UEFA-ს ბილეთების ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება. უახლოეს დღეებში, UEFA-სგან დეტალური ინფორმაციის მიღების შემდეგ, ფეხბურთის ფედერაცია […]

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება

უპირველესად, კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ისტორიულ გამარჯვებას! როგორც იცით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველო ერთადერთი დებიუტანტი ქვეყანაა. ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, უეფას ევროპის ჩემპიონატის წარმომადგენლებთან აქტიურ ფაზაში გადავიდა სამუშაო პროცესი სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატი უეფას ეგიდით ტარდება შესაბამისად, ბილეთების რეალიზაცია მათი უშუალო ჩართულობით იმართება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საბოლოო დეტალების დაზუსტება ბილეთების გაყიდვის […]

ემპოლის რენატო ფუჩინის სახელობის მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა

28 მარტს, იტალიის ქალაქი ემპოლიში, იტალიაში დაარსებული ქართული კულტურული ასოციაციის „ლილეს“ და „წიგნიერების გამავრცელებლი საზოგადოების“ ინიციატივითა და წიგნების მაღაზიათა ქსელის „ბიბლუსის“ ხელშეწყობით, ემპოლის რენატო ფუჩინის სახელობის მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში – Biblioteca comunale “Renato Fucini” di Empoli ქართული წიგნის კუთხე გაიხსნა. „დიდი მადლობა მასპინძლებს, Associazione Georgiana a Empoli – ის, უამრავ ქართველს ვინც მოვიდა და ვინც ჩვენს […]

“კახეთი გადაიქცა შაბათ-კვირის მხარედ” – კახეთის სტუმარმასპინძლობის სექტორის გამოწვევები

“კახეთი გადაიქცა შაბათ-კვირის მხარედ”, – ამის შესახებ რუისპირის ბიოდინამიური მეურნეობის დამფუძნებელმა, გიორგი ალადაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „ანალიტიკას“ ეთერში განაცხადა. მეურნეობის მმართველი იმ პრობლემებზე და ბალანსის არარსებობაზე საუბრობს, რაც ბიზნესს მომსახურების გაძვირებისკენ უბიძგებს, ხოლო ტურისტს სურვილი აღარ უჩნდება ქვეყანაში შემოვიდეს. „ასეთი სურათია, უბრალოდ გადავიქეცით შაბათ-კვირის მხარედ, სადაც შაბათ-კვირას ჩამოდის ხალხი და ირჩევს ისეთ ადგილებს, სადაც უფრო მეტ […]

ბაკურიანში ზვავში მოყოლილი დიმიტრი გოგოლაძის სამძებრო სამუშაოები ვერც დღეს გრძელდება

მესამე დღეა, ბაკურიანში ვერ პოულობენ ზვავში მოყოლილ დიმიტრი გოგოლაძეს. ადგილზე რადიო თავისუფლების რეპორტიორის ცნობით, უამინდობის გამო სამძებრო სამუშაოები ვერც დღეს, 30 მარტს, განახლდა. მისივე ცნობით, ძლიერი ქარი შსს-ს სასაზღვრო სამსახურის სამაშველო ვერტმფრენს, რომელიც ბაკურიანში იმყოფება და მობილიზებულია, აფრენის საშუალებას არ აძლევს. ძლიერი ქარის გარდა, სამუშაოებს ართულებს მიუვალი ადგილი და თოვლის დიდი მასა, რის გამოც ტერიტორიაზე […]

ბათუმში საკეისრო კვეთის შემდეგ ახალგაზრდა ქალი დაიღუპა

ბათუმში საკეისრო კვეთის შემდეგ ქალი დაიღუპა. ოჯახის ინფორმაციით, ქალმა საკეისრო კვეთა კლინიკა BMC-ში გაიკეთა, ხოლო მდგომარეობის დამძიმების შემდეგ პაციენტი კლინიკა ბაუში გადაამისამართეს. “ჯანმრთელი ქალი მივიყვანე და მკვდარი გამომატანეს. კლინიკა BMC-ში პასუხი ვერ მითხრეს, თუ რა გააკეთეს ისეთი, რომ ასეთ მდგომარეობამდე მივედით. გაუკეთდა ოპერაცია. უყურადღებობა, პირველ რიგში, შემდეგ დაიწყო სისხლდენა და ვერ შეუჩერეს. […] პასუხები მჭირდება, […]

სადგურის მოედანთან და ე.წ. დეზერტირების ბაზართან არსებული გარემოვაჭრეების დახლები მუნიციპალურმა ინსპექციამ დაშალა

თბილისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მეტრო სადგურის მოედნისა და ე.წ. დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები დაშალა. უწყების ცნობით, კონსტრუქციების აღებამდე მათ რამდენჯერმე გააფრთხილეს მოვაჭრეები, “უნებართვო სამეწარმეო საქმიანობა შეეწყვიტათ”. “ბოლო პერიოდში, სადგურის მოედნის და მეტროს გამოსასვლელების მიმდებარედ უკანონო გარე ვაჭრობამ, სხვადასხვა სახის მსუბუქი კონსტრუქციების და დახლების გამოყენებით ტროტუარების შეზღუდვამ და მოქალაქეთა გადაადგილების შეფერხებამ სისტემატური ხასიათი მიიღო, […]

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ რუსეთში დაკავებული Wall Street Journal-ის რეპორტიორის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად მუშაობა გრძელდება

ჯო ბაიდენის განცხადებით, რუსეთში დაკავებული Wall Street Journal-ის რეპორტიორის, ევან გერშკოვიჩის გათავისუფლების უზრუნველსაყოფად მუშაობა გრძელდება. „როგორც ევანის მშობლებს ვუთხარი, იმედს მეც არასდროს დავკარგავ. მისი გათავისუფლების უზრუნველსაყოფად ყოველდღიურ მუშაობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა. ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ამერიკელი რეპორტიორის დაკავება სრულიად უსამართლო და უკანონოა. ცნობისთვის, ევან გერშკოვიჩი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის […]

ნიკა გვარამიას, რომელმაც სტრასბურგის სასამართლოში უარი მიიღო, ასეთივე უარი ექნება ყველა იმ ინსტიტუციიდან, რომელიც ფაქტებსა და კონკრეტულ სამართლებრივ არგუმენტებზე დაყრდნობით მიიღებს გადაწყვეტილებას

ნიკა გვარამიას, რომელმაც სტრასბურგის სასამართლოში უარი მიიღო, ასეთივე უარი ექნება ყველა იმ ინსტიტუციიდან, რომელიც ფაქტებსა და კონკრეტულ სამართლებრივ არგუმენტებზე დაყრდნობით მიიღებს გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას, რომელმაც სტრასბურგის სასამართლოში თავისი განაცხადის შეტანის საპასუხოდ უარი მიიღო, ასეთივე უარი ექნება ყველა იმ ინსტიტუციიდან, რომელიც ფაქტებსა და კონკრეტულ სამართლებრივ არგუმენტებზე დაყრდნობით მიიღებს გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის […]