ზელენსკიმ დანილოვი მოლდოვაში ელჩად დანიშნა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი მდივანი ოლექსანდრ დანილოვი, რომელიც თანამდებობიდან 26 მარტს გადააყენეს, მოლდოვაში ელჩად დაინიშნა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ 29 მარტს განაცხადა, რომ დანილოვი „დიპლომატიური მიმართულებით განაგრძობს მუშაობას“. პრეზიდენტის განცხადებით, მოლდოვა უკრაინისთვის „უკიდურესად მნიშვნელოვანი სახელმწიფოა როგორც რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევების, ისევე ორმხრივი თანამშრომლობის გადმოსახედიდან“, დანილოვმა მოლდოვაში ელჩის პოსტზე ჩაანაცვლა მარკ შევჩენკო. შევჩენკო ზელენსკიმ 29 მარტსვე […]

წითელ ზღვაში დაძაბულობის გამო, სამხრეთ კორეამ თებერვალში ყაზახური CPC Blend-ის კლასის ნავთობის იმპორტი შეაჩერა

სამხრეთ კორეამ აზიის მესამე უმსხვილეს ნედლეულის იმპორტიორ, ყაზახეთის ნავთობის (CPC Blend) შესყიდვა შეაჩერა. „ლოგისტიკა ნავთობის შესყიდვისთვის ძალიან ძვირი და არაეფექტიანია წითელი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების მუდმივი პრობლემების ფონზე,“ განაცხადეს Spglobal-ის წყაროებმა. სამხრეთ კორეა ნედლი ნავთობის მუდმივი მომხმარებელი იყო. თუმცა, თებერვალში ნულოვანი გადაზიდვები დაფიქსირდა, რაც იყიო პირველი შემთხვევა, როდესაც სამხრეთ კორეამ ვერ შეძლო ნავთობის მიღება 2020 წლის […]

“დამიჯერეთ, ეს ტკბილეული კვარაცხელიასავით მსუბუქია” – ორი მიშლენის ვარსკვლავის მფლობელმა შეფ-მზარეულმა “ნაპოლის” ფეხბურთელები კერძებს შეადარა

ცნობილმა იტალიელმა შეფ-მზარეულმა ჯენარინო ესპოზიტომ Radio Goal-თან ინტერვიუში იმ კერძების შესახებ ისაუბრა, რომლებიც ქალაქ ნეაპოლში აღდგომის დღესასწაულზე მზადდება. ორი მიშლენის ვარსკვლავის მფლობელმა შეფ-მზარეულმა ერთ-ერთი ტკბილეული “კვარას” შეადარა. “ჩვენთვის, ნეაპოლელებისთვის აღდგომა არის რიტუალი, რომელსაც იმ კერძების მომზადებით აღვნიშნავთ, რომლებიც ჩვენს ფესვებთან გვაბრუნებს. ერთ-ერთი ასეთი კოლომბაა, ტკბილეული, რომელიც კვარაცხელიას სიმსუბუქესა და ელეგანტურობას აერთიანებს. ასევე პასტიერა, დესერტი, რომელიც […]

პრეზიდენტის ადმინისტრაცია დიასპორისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნისა და ხმის მიცემის შესახებ საინფორმაციო ბიულეტენებს აქვეყნებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია დიასპორისთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნისა და ხმის მიცემის შესახებ საინფორმაციო ბიულეტენებს აქვეყნებს. როგორც ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ მასალაშია აღნიშნული, ბიულეტენები პრეზიდენტისა და დიასპორის შეხვედრაზე დასმული კითხვების საპასუხოდ მომზადდა. უფრო კონკრეტულად, საუბარია საფეხურებზე, რომელიც საჭიროა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა საზღვარგარეთ საარჩევნო უბნის გახსნის მოთხოვნისთვის გაიარონ. პირველი ეტაპი საკონსულო აღრიცხვაზე დადგომას გულისხმობს, რის […]

შუა დერეფნის პოტენციალის ათვისებისთვის საჭირო სამი კომპონენტი – აკაკი საღირაშვილის შეფასება

“საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე, აკაკი საღირაშვილის შეფასებით საქართველოში შუა დერეფნის პოტენციალის ასათვისებლად სამი მთავარი კომპონენტის განვითარებაა მნიშვნელოვანი, რაზეც რეგიონის ქვეყნები, საერთაშორისო დონორების დახმარებით, უკვე მუშაობენ. აზიისა და ევროპის დამაკავშირებელ ამ სავაჭრო გზის პოტენციალსა და ქართული მხარის მზაობაზე მან BMGTV-ის გადაცემა “ანალიტიკაში” ისაუბრა. “ყველაზე მთავარი კომპონენტი – ინფრასტრუქტურაა, როგორც დასავლეთ-აღმოსავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის, ისე […]

უზენაესის მოსამართლე ვეტინგზე: უხერხულობას ქმნის არარსებულ სისტემაზე რეაგირება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს ეკატერინე გასიტაშვილმა 11 მარტის პლენუმის სხდომაზე, სადაც ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით განცხადება მიიღეს, აღნიშნა, რომ არარსებულ სისტემასთან დაკავშირებით შეფასების გაკეთება “უხერხულობას ქმნის”. სხდომის ჩანაწერი გამოცემა ნეტგაზეთმა გამოითხოვა. “მე სიტყვა “ვეტინგს” მოვერიდებოდი [სასამართლოს განცხადებაში], განა იმიტომ, რომ ვინმეს რამე შიში აქვს, ადამიანებს, რომლებსაც გვაქვს მანდატი, რომ გადაწყვეტილებები საქართველოს სახელით მივიღოთ და ამხელა პასუხისმგებლობა გვაქვს […]

თადუმაძე: არ მგონია, 2%-იანი პოლიტიკოსის სამსჯელო იყოს ჩემი კეთილსინდისიერება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ შალვა თადუმაძემ 11 მარტის პლენუმის სხდომაზე, სადაც ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით განცხადება მიიღეს, განაცხადა, რომ “ენის მოჩლექის დრო” არ არის. სხდომის ჩანაწერი გამოცემა ნეტგაზეთმა გამოითხოვა. “ამიტომ, მე მგონია, რომ საკანონმდებლო ხელისუფლებამაც უნდა გაიგოს ჩვენი ხმა და სხვა პოლიტიკოსებმაც, მათ შორის პრეზიდენტმაც, რომელიც ჩვენს რეიტინგზე უფრო ზრუნავს, ვიდრე საკუთარზე და ხშირად ამბობს რომ დაბალი […]

ალგეთის ეროვნული პარკისთვის ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება მიმდინარეობს

ნარჩენების მართვის გეგმის პროექტი ალგეთის ეროვნულ პარკში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს. დაცულ ტერიტორიებზე წარმოქმნილი ნარჩენების მართვა სააგენტოსთვის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ნარჩენების მდგრადი მართვის ინტეგრირებული და ეფექტიანი სისტემის დანერგვა მნიშვნელოვანია დაცულ ტერიტორიებზე ბიომრავალფეროვნების, ნიადაგისა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და შენარჩუნებისთვის. ალგეთის ეროვნული პარკის ნარჩენების მართვის გეგმის პროექტის შემუშავება მიმდინარეობს საქართველოსა და შვედეთის მთავრობებს შორის გაფორმებული საგრანტო […]

31 წლის ქალი საკეისრო კვეთის შემდეგ გარდაიცვალა – რა მოხდა ბათუმში

ბათუმში კლინიკა “ბაუს” რეანიმაციულ განყოფილებაში 31 წლის ქალი გარდაიცვალა – ირკვევა, რომ ახალგაზრდა კლინიკაში მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს. არსებული ინფორმაციით, 31 წლის ქალს საკეისრო კვეთა სხვა კლინიკაში ჩაუტარდა. საბედნიეროდ, ბავშვი გადარჩა, თუმცა მედიკოსებმა ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს. ოჯახი ამ დროისთვის მედიასთან კომენტარს არ აკეთებს. 31 წლის ქალის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად “აჭარათაიმსმა” გაავრცელა. საქმეზე გამოძიება საქართველოს […]

„ღმერთიც ვერ გვიშველის, თუ თავად არ მოვინდომეთ შველა!.. ეს უკვე სირცხვილზე მეტია…“ – მამა პეტრე

მამა პეტრე კოლხი სოცქსელში წერს: „თურმე ხვიჩა კვარაცხელიას და მამა გაბრიელს შორის ,,საოცარი” მსგავსება ყოფილა… ყველაფერში რომ უკიდურესობა გვახასიათებს, მარტო ფანატიზმის არა, ფსიქიკური აშლილობის ბრალია… რა მნიშვნელობა აქვს, რაზე აფანატებ, შედეგი ერთია… ღმერთიც ვერ გვიშველის, თუ თავად არ მოვინდომეთ შველა!.. ეს უკვე სირცხვილზე მეტია… მალე ალბათ ბურთს გავაკერპებთ!..“