“აუზის დამატებას ვგეგმავთ”- ერეკლე კოკაია “ქუთაისი ინნ-ის” გეგმებზე

“მიმდინარე წელს, ზამთარში, „ქუთაისი ინნ-ში“ საცურაო აუზის დამატებას ვგეგმავთ” – ამის შესახებ BM.GE-სთან სტუმარმასპინძლობის სექტორსა და დეველოპმენტში მოქმედი კომპანია “ინნ ჯგუფის” აღმასრულებელმა დირექტორმა, ერეკლე კოკაიამ განაცხადა. მისი ინფორმაციით, აუზით სარგებლობა როგორც სასტუმროს დამსვენებლებს, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობასაც შეეძლება. როგორც კოკაიამ აღნიშნა, პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და სხვა დეტალები ამ ეტაპზე არ საჯაროვდება. „გვინდა და ვფიქრობთ, რომ ზამთარში […]

NY Times-ი ესპანეთში ყოფილი რუსი პილოტის მკვლელობის ახალ დეტალებს ავრცელებს

ამერიკული გამოცემა The New York Times-ი წერს ახალ დეტალებს, თუ როგორ მოკლეს ესპანეთში ყოფილი რუსი პილოტი მაქსიმ კუზმინოვი, რომელმაც გასულ წელს ვერტმფრენი უკრაინულ მხარეს გადასცა. NYT-ის ცნობით, კუზმინოვს ჯერ ექვსჯერ ესროლეს, შემდეგ კი ავტომობილით გადაუარეს. გამომძიებლების თქმით, მათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამხილი დატოვეს: მაკაროვის პისტოლეტის 9-მმ-იანი მასრები, რომლებიც “ყოფილი კომუნისტური ბლოკისთვის სტანდარტული ტყვია-წამალია”. “ეს ცხადი […]

“მთელი ცხოვრება ჩვენს მტერს ებრძოდა“

უკრაინის დედაქალაქში, კიევის წმინდა ვოლოდიმირის საკათედრო ტაძარში, საქართველოში წამოსვენების წინ, პანაშვიდი კიდევ ერთ ქართველ მებრძოლს გადაუხადეს, რომელიც რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში დაეცა. 48 წლის თენგო ჭანია პროფესიონალი სამხედრო იყო, ოკუპირებული აფხაზეთიდან, გალის რაიონის სოფელ ოტობაიადან. მისი საბრძოლო ნათლობა, ჯერ კიდე 16 წლის ასაკში აფხაზეთის ომში შედგა. ჭანიამ იბრძოლა 2008 წლის აგვისტოს ომში და დაჯილდოებულია საბრძოლო მედლებით. […]

Spazio Napol: კვარაცხელიას გარეშე “ნაპოლი” განწირულია – ქართველი ვალდებულია გუნდი მხრებით ათრიოს

სერია A-ს 30-ე ტურში “ნაპოლი” საკუთარ მოედანზე უშუალო კონკურენტ “ატალანტასთან” უშანსოდ დამარცხდა (0:3), საჩემპიონო რბოლას ფაქტიურად გამოეთიშა და ნათლად გამოჩნდა, რას წარმოადგენს ეს გუნდი ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე. სწორედ ამ საკითხს მიუძღვნა Spazio Napoli-მ სარედაქციო წერილი. კვარაცხელიას არყოფნა ძვირად დაუჯდა “ნაპოლის” – გუნდის უარყოფითი მაჩვენებლები “კვარაცხელიას გარეშე მარცხმა ყველაფერი გამოააშკარავა და შეტევის ხაზის უამრავი პრობლემა დაგვანახა. […]

ევროკავშირის საზღვრის სამეთვალყურეო მისია ვერ ხედავს სომხეთის ჯარების „ვერავითარ უჩვეულო გადაადგილებებს“ აზერბაიჯანის განცხადების შემდეგ

ევროპის კავშირის მისია (EUMA) სომხეთში, რომელიც სომხეთის საზღვრებს უწევს მეთვალყურეობას, 31 მარტს იტყობინება, რომ სომხეთის ჯარების არავითარი უჩვეულო გადაადგილება არ შეუმჩნევია. ეს განცხადება გაკეთდა მას მერე, რაც აზერბაიჯანმა გამოაცხადა საზღვრის პირას სომხეთის ჯარის თავმოყრის შესახებ. „EUMA-ს მეთვალყურეები პატრულირებენ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივ მთელი დღის განმავლობაში, სიწყნარეა და სიმშვიდე, არავითარი უჩვეულო გადაადგილება არ ჩანს. მისია გისურვებთ მშვიდობიან […]

გვარამიას საქმის მოსამართლე კელი დეგნანისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ს ყოფილი ელჩისგან, კელი დეგნანისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს – “ძალიან არასწორად და უსამართლოდ მომექცა პირადად მე”. “ამ სპეკულაციებს საბოლოო წერტილი დაუსვა ძალიან მყარად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ. ვინ ყოფილა მართალი? ისინი – ყველა ერთად, თუ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე? მინიმუმ, ბოდიში აქვთ მოსახდელი ჩემთან. ქალბატონი კელი დეგნანი ძალიან არასწორად და უსამართლოდ […]

საქართველოში 1352 ირემი, 700-მდე ჯიხვი და 300-ზე მეტი ქურციკია

დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2023 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში 1352 ირემი, 700-მდე ჯიხვი და 300-ზე მეტი ქურციკია დაფიქსირებული. ქურციკის რეინტროდუქციის პროექტი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აზერბაიჯანის ეკოლოგიის სამინისტროს შორის თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა ქურციკების (ჯეირნების) რეინტროდუქცია აზერბაიჯანიდან საქართველოში. რეინტროდუქცია წარმატებით მიმდინარეობს 2013 წლიდან დღემდე. პროექტი ხორციელდება WWF-კავკასიის ბუნების დაცვის […]

თბილისის ქუჩები, რომლებსაც პირველ აპრილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, პირველ აპრილს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. ისნის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), პირველი რესპუბლიკის მოედნის, ვარდის მოედნის, ელიას მთის, მახათას, მთავარანგელოზის, ბეღლეთის, ჟონეთის, ნიაბის, ბზიფის, გუმბრის, რაზიკაშვილის, სამრეკლოს, ხივინის, კონსტანტინე ერისთავის, დმანისის, დომინიკა ერისთავის, რუისპირის, ლადო მესხიშვილის, მარტყოფის, […]

თურქეთში ადგილობრივი არჩევნების წინასწარი, ნაწილობრივი შედეგებით, ოპოზიცია იმარჯვებს

თურქეთში 31 მარტს ადგილობრივი არჩევნები გაიმართა. წინასწარი ნაწილობრივი შედეგებით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა უკეთესი შედეგები აჩვენეს. ყველა მოელოდა სტამბოლის შედეგებს, სადაც ხუთი წლის წინ პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოანის ისლამურ-კონსერვატიულმა პარტიამ ოპოზიციასთან ბრძოლა წააგო და ახლა იმედი ჰქონდა, რომ ქვეყნის უმნიშვნელოვანეს ქალაქს ხელიდან გამოაცლიდა რესპუბლიკურ სახალხო პარტიას. თურქეთი ირჩევს რეგიონულ მმართველებს 81 პროვინციაში. სტამბოლს მართავს ერდოანის უდიდესი პოლიტიკური […]

ახალბედა მშობლებისთვის სასწავლო კურსი „ფერენთჰუდი“ ამოქმედდა – რას სთავაზობენ მომხმარებელს?

“ფერენთჰუდი” – ასე ჰქვია სასწავლო კურსს, რომელიც ბაზარზე 5 თვის წინ გამოჩნდა და დაინტერესებულ მშობლებს, როგორც ბავშვის აღზრდა-განვითარების მიმართულებით, ასევე პრე- და პოსტსამშობიარო პროცესებისა, თუ ოჯახში ბავშვის სწორი ინტეგრაციის შესახებ ცოდნის მიღების შესაძლებლობას აძლევს. “ფერენთჰუდის” საქმიანობის შესახებ დეტალურად მისმა დამფუძნებელმა, ანანო ვარძიელმა გადაცემა „ქალების ნარატივში“ ისაუბრა. „ფერენთჰუდის კურსები განკუთვნილია ორივე მშობლისთვის, როგორც დედისთვის, ასევე მამისთვის, […]