ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მამა მულტიმილიონერი ჰყავს – ვინ აპირებს სიმდიდრის შემოწმებას

ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა 31 მარტს ჟურნალისტებს უთხრა, რომ თავისი მამის მრავალმილიონიანი ქონება აბსოლუტურად ლეგალურია. „მამაჩემი შეიძლება პენსიონერია, მაგრამ მამაჩემს ოფიციალურ საკუთრებაში აქვს მრავალმილიონიანი ბიზნესსაქმიანობა და ქონება“, – უთხრა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს, 31 მარტს. მას არ დაუკონკრეტებია – თუ რა გზით დააგროვა მრავალმილიონიანი ქონება ტარიელ ღარიბაშვილმა, რომელიც საპენსიო ასაკშია. „სხვადასხვა საშუალებით შექმნა“, […]

ურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნას პატივი მიაგო

ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ფოლკლორისტის, გურული საგალობლების მკვლევრისა და ხალხური სიმღერების უბადლო შემსრულებლის, ანზორ ერქომაიშვილის გარდაცვალებიდან სამი წელი გავიდა. გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ზაზა შოშიტაიშვილმა ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

ბაქოს მტკიცებით, სომხეთი საზღვარზე ძალას აგროვებს, EU-ს მისია უარყოფს

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ სომხეთი საზღვრის ზოგიერთ მონაკვეთში კრებს ცოცხალ ძალას, ჯავშანტექნიკას, საარტილერიო და სხვა მძიმე დანადგარებს. ამასთან ერთად, განცხადებაში ირწმუნებიან, რომ ბოლო დღეებში “სომხეთში გააქტიურდნენ რევანშისტული ძალები, რომლებიც აზერბაიჯანს ომით ემუქრებიან”. როგორც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, პროვოკაციის შემთხვევაში ისინი პრობლემას არმიის გამოყენებით გადაჭრიან. აქამდე, 30 მარტს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეოები, რომლებშიც ვითომდა სომხეთის […]

“თუ კიდევ რომელიმე რუსეთუმე გამაკვირვებდა თავისი კრეტინიზმით, არ მეგონა” – ჩარკვიანი

დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი: გავერთე ცოტა და თქვენც გაგრთობთ ჩემო მეგობრებო! ვიღაც ტიპი მწერს ჩემი გამოსვლის შემდეგ ტვ კედელზე ( რა თქმა უნდა პუტინისტი) მამათქვენი სულ სხვებთან ქეიფობდა, მე არ ვიცი თქვენთან ვინმეს ექეიფოსო სახლშიო… მლანძღა , მლანძღა და ბოლოს ეს კრეტინობაც მოაყოლა ვააახ ეგეთი აღარ მინახავს არაფერი, აი მართლა რა….. ვინ ხართ ბატონო თქო ვკითხე, […]

ქალბატონი კელი დეგნანი ძალიან არასწორად და უსამართლოდ მომექცა პირადად მე – მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე

[იყო] ცილისწამება, დიდი ლანძღვა-გინება ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების მიმართ, რასაც ძალიან ცუდი, უარყოფითი ზეგავლენა ჰქონდა, მათ შორის ჩემს შვილებზე. ერთ-ერთ შვილს დღემდე ჯანმრთელობის პრობლემები აქვს ამ კუთხით და დღემდე ვმკურნალობთ, – ამის შესახებ ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ „იმედის კვირასთან“ განაცხადა. მან კიდევ ერთხელ შეაფასა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც გვარამიას სარჩელი წარმოებაში არ […]

ნიკა გვარამიას მარცხი ევროპული სასამართლოს წინაშე ძალიან სერიოზული მარცხია – თეა წულუკიანი

ნიკა გვარამიას მარცხი ევროპული სასამართლოს წინაშე ძალიან სერიოზული მარცხია, ეს არის ქართული მართლმსაჯულების და კონკრეტული მოსამართლის, მოსამართლეების გამარჯვება, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. წულუკიანის თქმით, ნიკა გვარამიას მარცხი საბოლოოა. „მოსამართლეებისა და იმ მოსამართლეთა კორპუსის, რომელთაც ბოლო წლების განმავლობაში არ დაჰკლებიათ უსაფუძვლო კრიტიკა, ზეწოლა და ბულინგი. ამიტომ, მივესალმები ევროპული სასამართლოს ამ გადაწყვტილებას და […]

ისრაელში ღაზის ომის დაწყებიდან ყველაზე მრავალრიცხოვანი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა

ათეულ ათასობით დემონსტრანტი გავიდა იერუსალიმის ქუჩებში 31 მარტს. ეს იყო ოქტომბერში ღაზის სექტორში ომის დაწყებიდან ყველაზე მრავალრიცხოვანი ანტისამთავრობო აქცია. დემონსტრანტებმა მთავრობას მოუწოდეს, მიაღწიოს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რათა მოხდეს (აშშ-ში და ევროპის კავშირში ტერორისტულად შერაცხილი) ჰამასის მიერ დაკავებული ათეულობით მძევლის განთავისუფლება და ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები. ისრაელის საზოგადოება გაერთიანებული იყო 7 ოქტომბრის შემდეგ, როცა ჰამასი თავს […]

“რეალმა” როდრიგოს დუბლით “ბილბაოს” სძლია

ლა ლიგის 30-ე ტურში „რეალმა“ სახლში „ბილბაო“ 2:0 დაამარცხა. “სამეფო გუნდი” პრიმერაზე ბოლო 24 მატჩში დაუმარცხებელია – 18 მოგება და 6 ფრე. „რეალი“ 75 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან „ბარსელონას“ 8 ქულით უსწრებს და მომდევნო შეხვედრას 9 აპრილს, საკუთარ მოედანზე, ჩემპიონთა ლიგაზე „მანჩესტერ სიტისთან“ ჩაატარებს. რეალი – ბილბაო 2:0 გოლები: 1:0 როდრიგო (8), 2:0 როდრიგო (73)

“მიამბეთ ყველაფერი, მე დაგეხმარებით..” – ლოცვა, რომლის ხშირად გამეორებასაც მამა ვიტალი მრევლს ურჩევდა

“თუ გეყვარებით, არც მწუხარება გექნებათ, არც გულგატეხილობა არასოდეს დაეცეთ სულით და ყოველთვის იქონიეთ ღვთის დახმარების და წყალობის იმედი. ილოცეთ ნებისმიერ დროსა და მდგომარეობაში, ყოველთვის უნდა იმეოროთ: “უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი”,- მამა ვიტალი. სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო) 1992 წლის 1 დეკემბერს 18 საათსა და 45 წუთზე გარდაიცვალა. მან თავისი გარდაცვალების შესახებ, წინასწარ იცოდა. […]

“ომის დაწყებიდან ასეთი მასშტაბის რამ არ მომხდარა” – საბრძოლო მოქმედებები უკრაინაში

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე: საბრძოლო მოქმედებების შეჯამება უკრაინაში: ❗სამხედრო ნაწილი: – უკრაინელთა მხრიდან ფრონტის ხაზის სრულმასშტაბიანი გამაგრება და ფორტიფიცირება მიმდინარეობს. ომის დაწყებიდან ასეთი მასშტაბის რამ არ მომხდარა. ითხრება სანგრები, კეთდება ბეტონის ნაგებობები, ევლება მავთულხლართები, იქნება ტანკსაწინააღმდეგო წინააღმდეგობები და სხვა. უკრაინელებს ყრუ თავდაცვისა და ე.წ. “სიღრმეში დაცვის” სტრატეგია აქვთ არჩეული. სანამ საყოველთაო […]