სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ვაღრმავებთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს ბრიუსელთან და ვაშინგტონთან

სომხეთი ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაღრმავებისკენ მიისწრაფვის, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა პორტალ Todos Noticias-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ გვაქვს დემოკრატია და გვინდა გავაძლიეროთ დემოკრატიული ინსტიტუტები. ჩვენ ვხედავთ, რომ, მაგალითად, შეერთებული შტატები და ევროკავშირი მთავარი პარტნიორები არიან. ჩვენ ასევე დავინახეთ, რომ ევროკავშირი მზად იყო გამოეგზავნა სამოქალაქო მისია და საზღვარზე ვითარება […]

მედია – აშშ და ისრაელი რაფაჰის საკითხზე ვირტუალურ შეხვედრას გამართავენ

შეერთებული შტატები და ისრაელი, დღეს, სავარაუდოდ, გამართავენ ვირტუალურ შეხვედრას, რათა განიხილონ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ალტერნატიული წინადადებები რაფაჰში ისრაელის სამხედრო შეჭრის შესახებ, – ამის შესახებ Axios-ი ისრაელისა და აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება. Axios-ის ინფორმაციით, ვირტუალური შეხვედრა ბენიამინ ნეთანიაჰუს „სახის გადარჩენის“ საშუალებაა მას შემდეგ, რაც სტრატეგიულ საქმეთა მინისტრმა რონ დერმერმა, რომელიც მოლაპარაკებებში მონაწილეობას მიიღებს, არაერთხელ გააფრთხილა […]

ერდოანმა დამარცხება აღიარა – თურქეთის დიდ ქალაქებში ოპოზიციამ გაიმარჯვა

თურქეთში ჩატარებული მუნიციპალური არჩევნების წინასწარი შედეგებით, ოპოზიციის კანდიდატებმა გაიმარჯვეს პრაქტიკულად, ყველა დიდ ქალაქში. პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა თავისი „სამართლიანობის და განვითარების პარტიის“ მარცხი აღიარა. მუნიციპალური არჩევნები 31 მარტს ჩატარდა. მთავარი ყურადღება მიპყრობილი იყო თურქეთის მეგაპოლის სტამბოლისკენ, სადაც ერდოანის პარტიას წინა არჩევნების შედეგად დაკარგული პოზიციების აღდგენა სურდა, თუმცა ვერ შეძლო. თურქეთის მედია არჩევნების წინასწარ ოფიციალურ შედეგებზე […]

ისრაელ კაცი თურქეთის არჩევნებზე – ეს არის მკაფიო გზავნილი რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის – ისრაელზე თავდასხმა აღარ მუშაობს

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი, ისრაელ კაცი თურქეთის ადგილობრივ არჩევნებს ეხმაურება და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ისრაელის მიმართ მისი პოზიციის გამო აკრიტიკებს. ისრაელ კაცი სტამბოლის მოქმედ მერს, ეკრემ იმამოღლუს და ანკარის მერს, მანსურ იავასს, არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. მედიის ინფორმაციით, მათმა პარტიამ – „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ თურქეთის 81 პროვინციიდან 36-ში გაიმარჯვა. „ეს არის მკაფიო გზავნილი რეჯეფ […]

არარატ მირზოიანი – ვაღრმავებთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებს ბრიუსელთან და ვაშინგტონთან

სომხეთი ევროკავშირთან და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაღრმავებისკენ მიისწრაფვის, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა პორტალTodos Noticias-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ გვაქვს დემოკრატია და გვინდა გავაძლიეროთ დემოკრატიული ინსტიტუტები. ჩვენ ვხედავთ, რომ, მაგალითად, შეერთებული შტატები და ევროკავშირი მთავარი პარტნიორები არიან. ჩვენ ასევე დავინახეთ, რომ ევროკავშირი მზად იყო გამოეგზავნა სამოქალაქო მისია და საზღვარზე ვითარება მნიშვნელოვნად […]

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური – ტერორიზმთან დაკავშირებით რუსეთის განცხადებები ბუჩას განთავისუფლების წლისთავზე განსაკუთრებით ცინიკურად ჟღერს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, ტერორიზმთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ბუჩას განთავისუფლების წლისთავისა და იქ რუსების მიერ ჩადენილი სისასტიკის ფონზე განსაკუთრებით ცინიკურად ჟღერს. „საერთაშორისო სამართლის ნორმებზე, კერძოდ. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კონვენციაზე საუბრისას, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავიწყდება, რომ პუტინი ოფიციალურად არის შეყვანილი საერთაშორისო ძებნილთა სიაში – კერძოდ, მას ჰააგის ტრიბუნალში ელიან უკრაინელი ბავშვების გატაცებისთვის. […]

ისრაელში ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომისა და ღაზაში მყოფი მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციები გაიმართა

პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს გადადგომის მოთხოვნით ისრაელის ქუჩებში ათასობით მომიტინგე გამოვიდა. მედიის ინფორმაციით, იერუსალიმში პოლიციამ აქციის მონაწილეების დასაშლელად, რომლებმაც ბეგინის ბულვარი, ქალაქის მთავარი ჩრდილოეთ-სამხრეთის გზატკეცილი გადაკეტეს, წყლის ჭავლი გამოიყენა. დემონსტრანტები ნეთანიაჰუს გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის გარდა მოითხოვდნენ შეთანხმების დაუყოვნებლივ გაფორმებას ღაზას სექტორში დარჩენილი 134 ისრაელელი მძევლის გასათავისუფლებლად. მძევლების ოჯახები და მეგობრები, ისევე როგორც მომიტინგეები შიშობენ, […]

თურქეთის მუნიციპალურ არჩევნებში მთავარ ქალაქებში ოპოზიციური პარტია ლიდერობს

თურქეთის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ – „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ – ქალაქებში სტამბოლსა და ანკარაში დიდი გამარჯვება მოიპოვა. BBC-ი წერს, რომ არჩევნების შედეგები მნიშვნელოვანი დარტყმაა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის, რომელიც იმედოვნებდა, რომ მისი პარტია ქალაქებზე კონტროლს დაიბრუნებდა. სტამბოლში მოქმედმა მერმა, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატმა ექრემ იმამოღლუმ ხმების 50 %-ი მიიღო და დაამარცხა კონკურენტი, მურათ ქურუმი ერდოღანის […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა რუსეთთან წინააღმდეგ ომში აუცილებლად გაიმარჯვებს. „უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს. მთავარია, საკუთარი თავის, ჩვენი ხალხის რწმენა არ დაკარგოთ და არც ერთი დღე არ დაკარგოთ, როცა უკრაინისთვის შედეგის მოტანა შეგიძლიათ“, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უკრაინელმა ჯარისკაცებმა კიევიდან რუსი ოკუპანტები უკუაგდეს. ბოროდიანკა, ბუჩა, ირპენი, გოსტომელი, მოშჩუნი […]

როდრიგო: მბაპეს “რეალში” გადმოსვლა მწვრთნელისთვის სასიამოვნო თავსატკივარი იქნება

თუმცა, არ ვიცი, რა ხდება. თუ მბაპე მოვა, მე სათადარიგოთა სკამზე დამსვამენ? ეს მწვრთნელისთვის სასიამოვნო თავსატკივარი იქნება. მე მხოლოდ “რეალზე” ვარ კონცენტრირებული”.