რუსეთმა კიევის დასაბომბად ხუთი ჰიპერბგერითი რაკეტა გამოიყენა, ამბობს უკრაინის მთავრობა

2024 წლის პირველ სამ თვეში, უკრაინის ხელისუფლების ცნობით, რუსეთმა კიევის დასაბომბად 5 ჰიპერბგერითი რაკეტა „ცირკონი“ გამოიყენა. კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ამ პერიოდში, სულ რუსეთმა უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო იერიშების 180-ზე მეტი სერია მოაწყო. ეს რაოდენობა მოიცავს, როგორ საჰაერო სარაკეტო იერიშებს, ასევე დრონებით თავდასხმებს. კრემლი ირწმუნება, რომ მისი ჰიპერბგერით იარაღს ხმის სიჩქარეზე 9-ჯერ მეტი სისწრაფით მოძრაობა შეუძლია. […]
გივი მიქანაძე – მოსახლეობას ექნება გარკვეული განცდა, თუ რომელ დეპუტატობის კანდიდატთან ჰქონდეს ბმა – არაფერ შუაშია მაჟორიტარული სისტემის აღდგენა, რაზეც საზოგადოებას ოპონენტები ესაუბრებიან

„საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებით მოსახლეობას ექნება გარკვეული განცდა, თუ რომელ დეპუტატობის კანდიდატთან ჰქონდეს ბმა – აქ არაფერ შუაშია მაჟორიტარული სისტემის აღდგენა, რის თაობაზეც საზოგადოებას ჩვენი ოპონენტები ესაუბრებიან , – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც “საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება პირველი მოსმენით განიხილეს. პროექტის თანახმად, პარტია უფლებამოსილი ხდება, პარტიული […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6897 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6897 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6897 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6953 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0056 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8998 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9063 ლარს შეადგენდა. […]
უსუფაშვილი: ლელო არჩევნებზე სიას გენდერული კვოტების დაცვით წარადგენს

ლელო მხარს არ უჭერს გირჩის ინიციატივას საარჩევნო სიების ფორმირებისას გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე ლელოს დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა ისაუბრა. უსუფაშვილის თქმით, კანონში ცვლილების მიუხედავად, ლელო მომდევნო საპარლამენტო არჩევნებზე კვოტირების წესს კვლავ დაიცავს. “მიუხედავად იმისა, როდის და როგორ განხორციელდება ეს ცვლილება, ლელო საპარლამენტო არჩევნებზე პარტიულ სიას წარადგენს იმ მოდელით, რაც დღეს საკანონმდებლო ბაზითაა […]
ნეთანიაჰუს თქმით, IDF-ი რაფადან მოსახლეობას გაიყვანს და ჰამასს გაანადგურებს

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის ჯარი ღაზის სექტორის ქალაქ რაფადან მილიონზე მეტი პალესტინელი მშვიდობიანი მოქალაქის გამოყვანას, მათთვის საჭირო დახმარების მიწოდებასა და შემდგომ რაფაზე იერიშის მიტანას გეგმავს. ნეთანიაჰუს თქმით, რაფაზე იერიშის მიზანი ქალაქში დარჩენილი ჰამასის დანაყოფების განადგურებაა. “ეს [სამხედრო] მოქმედების მხრივ და საერთაშორისო კუთხითაც სწორი გადაწყვეტილებაა”. – განაცხადა ნეთანიაჰუმ 31 მარტს. მისი თქმით, რაფადან […]
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6897 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6897 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6897 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6953 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0056 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8998 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9063 ლარს შეადგენდა. […]
„გირჩი” და „ოცნება“ პარტიულ სიაში ქალთა კვოტირების გაუქმებაზე შეთანხმდნენ

1 აპრილს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა „გირჩის“ კანონპროექტი „საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ. პროექტი საპარლამენტო არჩევნების პარტიულ სიებში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს. როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ბექა დავითულიანმა ბიუროს სხდომაზე კოლეგებს აცნობა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძესა და „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩიას შორის კომუნიკაცია შედგა. ისინი შეთანხმდნენ, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს „გირჩის“ ინიციატივას, სანაცვლოდ, […]
წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს აჭარაში $96.2 მლნ-ის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა

წინასწარი მონაცემებით, 2023 წელს აჭარაში $96.2 მლნ-ის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 64%-ით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, ეკონომიკური საკითხები აჭარის მთავრობის სხდომაზე განიხილეს, სადაც საბიუჯეტო შემოსავლებსა და მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც იმსჯელეს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 2023 წელს აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის შემოსულობებმა 542 მილიონ ლარს გადააჭარბა. […]
გირჩი გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით გამოვიდა – ოცნება მხარს უჭერს

გირჩი გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივით გამოვიდა, რასაც ქართული ოცნება მხარს უჭერს. გირჩს სურს, ცვლილებები დაჩქარებული წესით იქნას მიღებული. როგორც უმრავლესობის დეპუტატი, ბექა დავითულიანი ამბობს, პარტიები ამ საკითხზე უკვე შეთანხმდნენ, სანაცვლოდ კი, გირჩისგან მიიღეს თანხმობა, ცესკოს თავმჯდომარის არჩევისას ისინი “მის კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე ორიენტირებული და არ იქნება გამოყენებული გარკვეული პირადი, პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისთვის”. “შედგა უმრავლესობის ლიდერსა […]
რუსეთის უშიშროება – დაღესტანში დაკავებული აღიარებს, რომ „კროკუსის“ თავდამსხმელებს იარაღი ჩამოუტანა

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც დაღესტანში დაკავებული ერთ-ერთი პირი აცხადებს, რომ ტერორისტებისთვის, რომლებმაც საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა განახორციელეს, იარაღი მაჰაჩყალიდან ჩაიტანა. „იმ ბიჭებისთვის იარაღი ჩამოვიტანე, რომლებიც მოსკოვში „კროკუს სითი ჰოლს“ დაესხნენ თავს. იარაღი მაჰაჩყალიდან მიტიშჩიში ჩამოვიტანე, მხოლოდ ფული და იარაღი მივაწოდე”, – აცხადებს დაკავებული ვიდეოში და დასძენს, რომ ჩხრეკისას მის ბინაში […]