ჟურნალისტური გამოძიება: თბილისში ამერიკელი დიპლომატის ცოლი ГРУ-ს თავდასხმის ობიექტი გახდა

The Insider-ის, CBS News-ის გადაცემა „60 წუთის“ და გერმანული ყოველკვირეულ გაზეთ Der Spiegel-ის ერთობლივი ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, „ჰავანის სინდრომი“ რაზეც წლებია ამერიკელი დიპლომატები და უშიშროების ოფიცრები საუბრობენ, რუსეთის სპეცსამსახურების საიდუმლო ოპერაციების შედეგია და მისი ერთი შემთხვევა თბილისში, ამერიკელი დიპლომატის ოჯახშიც დაფიქსირდა. რა არის „ჰავანის სინდრომი“? თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, კონცენტრაციის გაძნელება, ყურებში მძაფრი შუილი და „მტკივნეული […]
საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალი გასულ წელს ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა

საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალი გასულ წელს ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციის მიხედვით, 2023 წლის განმავლობაში საქართველოს IT სექტორმა 784 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემოსავალი 53%-ით, 283 მილიონი დოლარით გაიზარდა. საქართველოში IT სექტორის შემოსავლების მკვეთრი მატება ორი ფაქტორითაა განპირობებული, მათ შორის ქვეყანაში საერთაშორისო კომპანიების შემოსვლა, რისი ტენდენციაც ბაზარზე ბოლო […]
გლდანის I მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთან სკვერი ეწყობა

გლდანის რაიონის გამგეობა I მიკრორაიონის N17-18-20 კორპუსებთან სკვერი ეწყობა. ჯამში, სკვერის მოწყობის სამუშაოები დაახლოებით, 1 700 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ხორციელდება. ტერიტორიაზე ეწყობა ბავშვთა გასართობი და მოსასვენებელი ზონები, მოსასვენებელი პავილიონი, ფიტნეს ზონა და ტენისის მაგიდა. მონტაჟდება გარე განათებისა და სარწყავი სისტემები. ადგილზე განხორციელდება გამწვანების სამუშაოები – დაითესება ბალახი და დაირგვება ხე მცენარეები. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო […]
„არის ადამიანების კონტინგენტი, ვისთვისაც ძილის აპნოე განსაკუთრებით საშიშია“ – ლელა ლორთქიფანიძე

„თავიდან უნდა იქნეს აცილებული ყველა ის წინასწარი ფაქტორი, რამაც შეიძლება განაპირობოს ძილის აპნოე“, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის ნევროლოგი, ნეიროფიზიოლოგი ლელა ლორთქიფანიძემ ძილის აპნოეზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, „არის ადამიანების კონტინგენტი, ვისთვისაც ძილის აპნოე განსაკუთრებით საშიშია. მაგალითად – მძღოლებში. იმიტომ, რომ დღის მანძილზე ძილიანობა შეიძლება მათთვის სავალალო გახდეს. სტატისტიკურად 2-ჯერ მეტია ავტოსაგზაო […]
42 მილიონი ანაზღაურებული ლარი – თიბისი დაზღვევა

თიბისი დაზღვევა ავტოდაზღვევის ბაზრის ლიდერია, გასულ წელს კომპანიამ 42 მილიონ ლარზე მეტი აანაზღაურა, 2018 წლიდან კი იგი ავტოდაზღვევაში ბაზრის წილით, უცვლელად, პირველ ადგილზეა. მომხმარებლების კმაყოფილება, პირველ რიგში, კომპანიის ინოვაციური მიდგომებით არის განპირობებული. მომსახურების გამარტივებისა და ყველაზე სწრაფ ანაზღაურების უმთავრესი მიზეზი პროცესების გაციფრულებაა. ონლაინ სერვისების პირობებში მომხმარებელს მომსახურების მიღება ოფისში მოსვლის გარეშე შეუძლია, იქნება ეს პოლისის […]
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ცნობით, 3 აპრილს, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდებათ ხობის, წალენჯიხისა და ზუგდიდის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს

“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ცნობით, 3 აპრილს, 08:00-დან 18:00 საათამდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდებათ ხობის, წალენჯიხისა და ზუგდიდის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს. კომპანიის განმარტებით, ბუნებრივი აირის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს. “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. გაცნობებთ, რომ შპს […]
თელავში აუტიზმის ცნობადობის ამაღლების კვირეული დაიწყო

1-ელ აპრილს, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით, მერიის ორგანიზებითა და პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, საინფორმაციო კვირეული დაიწყო. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, დღეს შეხვედრა გაიმართა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების მშობლებთან, რომელშიც ჩართულები იყვნენ მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები და სერვისის მიმწოდებელი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. „შეხვედრის ფარგლებში მშობლებმა მიმდინარე საჭიროებებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. გაჟღერდა უკუკავშირი […]
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკვე მერამდენედ გააწბილა ქართული რადიკალური ოპოზიცია

“არასამთავრობო სექტორი, ქართული რადიკალური ოპოზიცია და ელჩებიც კი, ჩართული იყვნენ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის და მთლიანად სასამართლოს სისტემის შეურაცხყოფის კამპანიაში,” – ამის შესახებ პარტია “ხალხის ძალის” თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა მედიასთან განაცხადა. სუბარი გამოეხმაურა მოსამართლე ჩხიკვაძის მადისკრედიტირებელ კამპანიას და აღნიშნა, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადასტურა მოსამართლე ჩხიკვაძის გადაწყვეტილებების კანონიერება. „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ უკვე მერამდენედ გააწბილა […]
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ჯონსონი მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას, მაგრამ გარკვეული “სიახლეებით”

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ სააღდგომო არდადეგების შემდეგ, რომელიც 9 აპრილს სრულდება, კონგრესის ქვედა პალატა იმუშავებს უკრაინის დახმარების კანონპროექტზე. ჯონსონის სიტყვებით, მისი მიღება სირთულეებთან არის დაკავშირებული, ვინაიდან პალატაში დეპუტატების ძალები თითქმის თანაბრად არის გაყოფილი და დოკუმენტის მიღებისთვის ორივე პარტიის კანონმდებელთა მხარდაჭერაა საჭირო. „ჩვენ ხელს შევუწყობთ პროდუქტს, მაგრამ, ჩემი აზრით, მასში რამდენიმე […]
Adidas-მა SS-თან მსგავსების გამო გერმანიის ნაკრების 44-ნომრიანი მაისური გაყიდვიდან ამოიღო

გერმანიის ფეხბურთის ფედერაციისა და Adidas-ის ერთობლივი გადაწყვეტილებით, გერმანიის ნაკრების 44-ნომრიანი მაისური ყველა სახის ხმარებიდან ამოღებული იქნება. გერმანიის ნაკრების ფორმაზე ციფრი 4-ის დიზაინმა საზოგადოების ნაწილს ნაცისტური გერმანიის დროინდელი SS (Schutzstaffel) გაახსენა, რომლის სიმბოლოს გამოყენებაც აკრძალულია. მსგავსების შესახებ თავდაპირველად Twitter-ზე ჟურნალისტმა, ტობიას ჰუხმა დაწერა. “44-ე ნომერს რაც შეიძლება მალე დავბლოკავთ. ჩვენთან 100-ზე მეტი ეროვნების ადამიანი მუშაობს. ჩვენი […]