საფრანგეთის შს მინისტრი – წლის დასაწყისიდან დღემდე ტერაქტის 3 მცდელობა აღვკვეთეთ

მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, ტერაქტის სამი მცდელობა აღვკვეთეთ, – ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა განაცხადა. „ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ჩვენ სამ ცალკეულ საქმესთან დაკავშირებით ხუთი ადამიანი დავაკავეთ და პროკურორი გადაწყვეტს, იყვნენ თუ არა ისინი ტერორისტები, კერძოდ, 13, 14 და 15 წლის ახალგაზრდები“, – განაცხადა ჟერალდ დარმანენმა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ […]
შალვა პაპუაშვილი საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ მალიკ მურზალინს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა დღევანდელ კომპლექსურ მსოფლიოში საერთაშორისო სამართლის პატივისცემის მნიშვნელობას. „მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ყაზახეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე. აღინიშნა მზარდი […]
რადიო თავისუფლების ჟურნალისტ ალსუ კურმაშევას ყაზანში პატიმრობა 5 ივნისამდე გაუგრძელეს

ორშაბათს რუსეთის ქალაქ ყაზანის რაიონულმა სასამართლომ 5 ივნისამდე გაუგრძელა წინასწარი პატიმრობა რადიო თავისუფლების თათრულ-ბაშკირული სამსახურის ჟურნალისტ ალსუ კურმაშევას. ამის შესახებ „იდელ.რეალიი“ იტყობინება. სასამართლომ დააკმაყოფილა გამოძიების შუამდგომლობა. ჟურნალისტის დაცვა აღკვეთის ზომის შინაპატიმრობით შეცვლას ითხოვდა, მაგრამ სასამართლომ უარი განაცხადა. სხდომის შემდეგ ალსუ კურმაშევამ მედიას უთხრა, რომ ფიზიკურად „ვერ გრძნობს თავს ძალიან კარგად, ყოფითი პირობები ძალიან ცუდია“. „არა […]
ტაივანის ყოფილი პრეზიდენტი ჩინეთშია, შესაძლოა, სი ძინფინგსაც შეხვდეს

ტაივანის ყოფილი პრეზიდენტის, მა ინგ-ძიოუს ჩინეთში გამგზავრების პარალელურად, მომიტინგეები სი ძინფინგისა და მას ნიღბებით ტაივანის ქალაქ თაოიუანის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დემონსტრაციას მართავენ, 2024 წლის 1 აპრილი ტაივანის ყოფილი პრეზიდენტი, მა ინგ-ძიოუ 11-დღიანი ვიზიტით ჩინეთში ჩავიდა. მისი ვიზიტის მარშრუტში შედის დედაქალაქი პეკინიც, სადაც, გავრცელებული ვარაუდის თანახმად, შეიძლება სი ძინფინგსაც შეხვდეს. ჩინეთის პრეზიდენტი ხშირად აფიქსირებს პოზიციას, რომ […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 აპრილს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში – ტუშურები, ზარიძეები, ხოფცა, წიკვლიაანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 12:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მისაქციელი, ნავაზარი, სელექცია, ნატახტარი, ნაოზა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან […]
საარჩევნო სიების ფორმირებისას გენდერული კვოტირების წესი უქმდება

„გირჩი“ საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმების ინიციატივით გამოდის. საკითხზე განცხადებები დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გაკეთდა. ინიციატივა „გირჩმა“ დაარეგისტრირა. პარტია საკითხის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვს. ინიციატივას ეთანხმება საპარლამენტო უმრავლესობაც და სანაცვლოდ ელოდება, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის საკითხს „გირჩი“ პირადი პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისათვის არ გამოიყენებს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა, რომ კანონის ინიციატორი, […]
აღსრულების ბიურო ქუთაისში სასტუმროს 3 811 500 ლარად ყიდის

აღსრულების ეროვნული ბიურო ქუთაისში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე სასტუმროს 3 811 500 ლარად ყიდის. აუქციონის აღწერილობის მიხედვით, მიწის ნაკვეთის ფართობი 710.00 კვ.მ-ია, სასტუმრო კი ოთხ სართულიანია. „სარეალიზაციოდ წარმოდგენილია არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ოთხსართულიანი შენობა-ნაგებობა. მდებარე: ქალაქი ქუთაისი , ქუჩა ა. წერეთელი , N 3. შენობა-ნაგებობა წარმოადგენს სასტუმროს. პირველი სართული არის 503.13 კვ.მ., […]
კრემლი უარყოფს ცნობას, რომ “ჰავანის სინდრომის” უკან რუსეთი დგას

ორშაბათს კრემლმა უარყო ცნობა იმის შესახებ, რომ რუსული სამხედრო დაზვერვა, შესაძლოა, იდუმალი „ჰავანას სინდრომის“ დაავადების უკან იდგეს. მსგავსი სინდრომი ამერიკელ დიპლომატებსა და ჯაშუშებს შორის მთელს მსოფლიოში ვლინდებოდა. ინფორმაციას გამოცემა “ინსაიდერი” ავრცელებს, რომელიც რუსეთზე ორიენტირებული საგამოძიებო მედია ჯგუფია და რიგაში, ლატვიაშია დაფუძნებული. მედია მაუწყებელი იტყობინება, რომ რუსეთის სამხედრო დაზვერვის (GRU) განყოფილების, ქვედანაყოფ 29155-ის წევრები, სწორედ იმავე […]
დეკანოიძე: ძალიან სამწუხაროა, რომ გენდერული კვოტირების გაუქმებაზე შეთანხმება შედგა

მთავარი არის ის, რომ [გენდერული კვოტირების გაუქმება] უნდოდა ქართულ ოცნებას. გირჩის იდეოლოგია გასაგებია, ცნობილია, და მესმის, რომ მათ პარტიაში ქალები არ არიან, როგორც ასეთი. როგორც ჩანს, ყოველი მეოთხე ქალი მათთვის რაღაც ტექნიკური საკითხი იყო და გაურთულდათ. ამ გადაწყვეტილებას არაფერი საერთო არ აქვს არც თანასწორობასთან, არც ქალების დისკრიმინაციის უარყოფასთან. ამას საერთო აქვს იმასთან, რომ ქართულ ოცნებას […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრის“ მორიგი საგაზაფხულო სესია დაიწყო

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი“ წარმატებული პროექტი აღმოჩნდა, რომლის მეშვეობითაც, ამჯერად უკვე 71 მოსწავლეს შეუძლია გააკეთოს სწორი არჩევანი პროფესიის შერჩევისას , – ამის შესახებ ტექნიკური უნივერსიტეტის ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა რუსუდან ქუთათელაძემ ექსკლუზიური პროექტის საგაზაფხულო ეტაპის გახსნისას განაცხადა. სტუ-ს ინფორმაციით, „ახალგაზრდა მეწარმეთა ცენტრი“ ტექნიკურ უნივერსიტეტში 2018 წელს ჩამოყალიბდა. პროექტი და შესაბამისად პროგრამა, […]