სენატორი რიში ჰავანის სინდრომის საქმეზე: პუტინის დაიგნორება სიტუაციას გააუარესებს

სენატორმა ჯიმ რიშმა კომენტარი გააკეთა The Insider-ის, 60 Minutes-ის და Der Spiegel-ის საერთო გამოძიებაზე რომლის მიხედვითაც, მოიპოვეს სამხილები, რომ ე.წ. ჰავანის სინდრომი, აუხსნელი ჯანმრთელობის ანომალიები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში ამერიკელ დიპლომატებს ემართებოდათ, შესაძლოა, გამოწვეული იყოს რუსეთის სამხედრო დაზვერვის, ГРУ-ს სპეციალურ დანაყოფ 29155-თან და მათ მიერ მიმართული ენერგიის იარაღის გამოყენებასთან. ჯიმ რიშის თქმით, გამოძიება ჰავანის სინდრომის შესახებ […]

დავით უსუფაშვილი – „ოცნების“ სტრატეგია ახლა ასეთია, რომ რაღაცები „მოციცქნონ“, რათა საარჩევნო მდგომარეობა ცოტათი გაიუმჯობესონ, ვითომ ახლა წაიკითხეს „გირჩის“ პროექტი, ახლავე დაეთანხმნენ და ხმა მისცეს

ჩემი კითხვა უმრავლესობისადმი: გასაგებია, რომ თქვენ გსურთ პარლამენტსა და მოსახლეობას შორის კავშირი არ გაწყდეს, მაშინ სად წერია ამ კანონში მსგავსი რამე?, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა “ქართული ოცნების“ იმ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვით, საარჩევნო სიების ფორმირებისას, ესა თუ ის დეპუტატობის კანდიდატი შესაძლოა მუნიციპალიტეტის დელეგატად განისაზღვროს. როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, […]

გიორგი ვაშაძე – უნდა დამტკიცდეს არის თუ არა ჩვენი სასამართლო სისტემა ევროპული, ამიტომ, დიახ, ევროპული კეთილსინდისიერების ტესტი ყველა მოსამართლემ უნდა გაიაროს

უნდა დამტკიცდეს არის თუ არა ჩვენი სასამართლო სისტემა ევროპული, ამიტომ, დიახ, ევროპული კეთილსინდისიერების ტესტი ყველა მოსამართლემ უნდა გაიაროს,- ამის შესახებ „გამარჯვების კოალიციის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. გიორგი ვაშაძის თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა არ უნდათ, რადგან მათ „ხალხის ფული აქვთ მოპარული“. “„ქართულ ოცნებას“ […]

კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო – “ნაპოლი” ხვიჩას იმედადაა

“ატალანტასთან” განადგურებული “ნაპოლი” “მონცასთან” მატჩისთვის სამზადისს შეუდგა. კლუბის საიტის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანზე ინდივიდუალურად ივარჯიშა. Areanapoli აღნიშნავს, რომ ქართველის დაბრუნება ფრანჩესკო კალცონას გუნდისთვის უპირველესი მნიშვნელობისაა, რათა როგორმე ევროტურნირის საგზური მოიპოვონ და მომავალ შეხვედრაში აუცილებლად უნდა გაიმარჯვონ. სერია A-ს 31-ე ტურის დაპირისპირება “მონცასა” და “ნაპოლის” შორის 7 აპრილს გაიმართება. ასე რომ, კვარაცხელიას მწყობრში ჩასადგომად დრო აქვს.

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – პირველი აპრილის ვაჭრობის შედეგები

ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.56 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან – 0.65 თეთრით. პირველი აპრილის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6897 ლარია, ერთი ევროსი კი – 2.8998 ლარი. კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.73 ლარია, ხოლო ევროსი – 2.94 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.69 ლარად შეგიძლიათ, ევროსი – 2.89 ლარად.

რამდენია ვილი სანიოლის ხელფასი? – დეტალებზე კახა კალაძე საუბრობს

„მისთვის თანხა და ფინანსები არასდროს ყოფილა პირველ ადგილზე“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს ეროვნული ფეხბურთს ნაკრების მწვრთნელ, ვილი სანიოლიზე საუბრისას ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა. კალაძეს ვალუტა არ დაუკონკრეტებია თუმცა თქვა, რომ სანიოლის თვიური ხელფასი 20 000-ია და ამ თანხად ქართველ მწვრთნელსაც ვერ იშოვიდა ნაკრები. „რას ვაფასებ ამ ადამიანში – მისთვის თანხა და […]

The Oasis-ის $20 მლრდ-ნი მდიდრული კომპლექსი დუბაიში

The Oasis დაიკავებს 100 მილიონ კვადრატულ მეტრ ფართობს, რაც მას დღეისთვის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ერთ-ერთ უდიდეს პროექტად აქცევს. პროექტი მიზნად ისახავს კლიენტების მოზიდვას საზღვარგარეთიდან. The Oasis-ის მცხოვრებლებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით, მათ შორის გოლფის ოთხი მოედნით, რომლებიც განთავსებულია კომპლექსის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ოაზისი დუბაის ცენტრიდან 20 წუთის სავალზეა. 73 მილიარდი დირჰამის ოდენობის ინვესტიცია […]

ეკატერინბურგში ქარხანაში ხანძარი გაჩნდა

ეკატერინბურგში მდებარე „ურალმაშის“ ქარხანას ცეცხლი გაუჩნდა. რუსული მედიის ცნობით, ხანძარი დაახლოებით 4 000 კვ/მ ფართობზეა გავრცელებული. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ცეცხლის ქრობის პროცესს ქარხანაში არსებული აალებადი სითხეები ართულებს. ქარხანაში ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. სამაშველო ოპერაციაში ჩართული 52 სპეციალისტი და 17 ერთეული სპეცტექნიკა.

ირანი აცხადებს, რომ ისრაელმა სირიაში მისი საელჩო დაბომბა

თეირანის განცხადებით, ისრაელმა სირიაში ირანის საელჩო დაბობმა. ირანის განცხადებით, თავდასხმის შედეგად, შენობის ნაწილი დაანგრია და დაიღუპა რევოლუციის გუშაგთა კორპუსის უმაღლესი მეთაური და რამდენიმე დიპლომატი. საინფორმაციო სააგენტო “როიტერის” რეპორტიორებმა, დამასკოს მეზეს რაიონში, სასწრაფო დახმარების მანქანები შენიშნეს, რომლებიც დანგრეული შენობის გარშემო მოძრაობდნენ. შენობა საელჩოს შენობის მიმდებარედ მდებარეობს. ნამსხვრევების წინ, ბოძზე ირანის დროშა ეკიდა. შემთხვევის ადგილზე სირიის საგარეო […]

არველაძე: 26 მარტი შემოტრიალების წერტილია, ახალი თაობა გამარჯვებულ საქართველოში იღვიძებს

რამდენიმე დღის შემდეგაც, არ ნელდება იმ ერთიანობის და სიხარულის განცდა, რომელიც ეროვნული ნაკრების წარმატებამ განაპირობა. ფეხბურთში ბევრის მნახველ ადამიანებს თითქოს ემოციები ისე მძაფრად აღარ უმუშავებთ, როგორც გულშემატკივრობის თუ თამაშის პირველ პერიოდში. ჩვენც ბევრი გვინახავს, ბევრჯერ გაგვიხარებია გულშემატკივარი და ბევრჯერ გვიგრძვნია ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშის პასუხისმგებლობა, მაგრამ ის, რასაც ჩვენმა გუნდმა მიაღწია, არაფერს ჰგავს. ევროპის ჩემპიონატის […]