IDF: დრონი, რომლითაც ეილათის ბაზას დაარტყეს, ირანში იყო დამზადებული და ირანიდან იმართებოდა

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის დანიელ ჰაგარის თქმით, დრონი, რომლითაც ეილათის სამხედრო საზღვაო ბაზაზე იერიში მიიტანეს ირანში იყო დამზადებული და ირანიდან იმართებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული დრონი ერაყის ტერიტორიიდან პროირანულმა დაჯგუფება – ერაყის ისლამურმა წინააღმდეგობამ გაუშვა ისრაელის საზღვაო ბაზის მიმართულებით. “ეს ძალიან სერიოზული ინციდენტია” – თქვა დანიელ ჰაგარიმ. მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები აგრძელებს ამ თავდასხმის გამოძიებას […]
არცერთი დონორი ორგანიზაცია ფულს არ რიცხავს ისე, რომ არ იყოს გაწერილი მიზნობრიობა და შესასრულებელი დავალებების შესახებ არ იცოდეს გრანტის მიმღებმა
არცერთი დონორი ორგანიზაცია ფულს არ რიცხავს ისე, რომ არ იყოს გაწერილი მიზნობრიობა და შესასრულებელი დავალებების შესახებ არ იცოდეს გრანტის მიმღებმა „ეჭვი არ მეპარება, რომ როდესაც სახელისუფლებო რგოლის მიერ პარლამენტში დაიწყება „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონპროექტის“ განხილვა, ქუჩაში დაიწყება პროცესები,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამთა მეგრელიშვილმა. მისივე თქმით, ქუჩის პროცესები […]
ბურჯანაძე მატჩის MVP გახდა, მისმა გუნდმა ზედიზედ მე-14 გამარჯვება მოიპოვა

ბექა ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტ კორუნამ” ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში ზედიზედ მე-14 გამარჯვება მოიპოვა და ამჯერადაც გუნდს ქართველმა ფორვარდმა ულიდერა. ბურჯანაძე გახდა მატჩის MVP, “კორუნა ბასკეტმა” კი “მენორკა” 105:73 გაანადგურა. ქართველი ლეგიონერი თამაშში ტრადიციულად სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, თუმცა მოედანზე კვლავ ყველაზე მეტი დრო დაჰყო. 24 წუთში ბექამ 16 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა და […]
“კრემონეზე” ერთ-ერთ აუტსაიდერთან დამარცხდა – ლოჩოშვილი არ ათამაშეს

სერია B-ს 31-ე ტურში „კრემონეზემ“ სახლში ბოლოსწინა ადგილზე მყოფ „ფერალპისალოსთან“ 0:1 დამარცხდა. მასპინძელთა გუნდის მცველი ლუკა ლოჩოშვილი სათადიგო იყო. „კრემონეზე“ თანდათან თმობს პოზიციებს, 56 ქულით მეოთხე ადგილზეა და 5 აპრილს გასვლაზე „ბარის“ შეხვდება. კრემონეზე – ფერალპისალო 0:1 გოლი: ბერგონცი (77) დღეს „სპეციამ“ საკუთარ მოედანზე 2:1 სძლია „ასკოლის“. მასპინძელთა გუნდის მცველი ივა გელაშვილი სათადარიგო იყო. „სპეციამ“ […]
ქართული ოცნება აშშ-ს მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციების მოხსნის მოთხოვნით მიმართავს

ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, რომ მმართველი პარტიის საპარლამენტო უმრავლესობა აპირებს აშშ-ს საელჩოს მოსამართლეებისთვის დაწესებული სანქციების მოხსნის მოთხოვნით მიმართოს. “საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გვინდა, მივმართოთ ჩვენი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნის ამერიკის შეერთებული შტატების ადგილობრივ წარმომადგენლობას, საელჩოს, ქალბატონ ელჩს და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ მისი ელჩობის პერიოდში ეს საკითხი ობიექტურად გადაწყდება, […]
ირანის საგარეო უწყება დამასკოში სარაკეტო დარტყმაზე – ეს აგრესია ყველა დიპლომატიური ნორმისა და საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევაა, შედეგებზე პასუხისმგებლობას სიონისტურ ორგანიზაციას ვაკისრებთ

ისრაელის მიერ დამასკოში განხორციელებული სარაკეტო დარტყმა ყველა დიპლომატიური ნორმისა და საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევაა, – ამის შესახებ განცხადებას ირანის საგარეო საქმეთა სამინიტრო ავრცელებს. „მიგვაჩნია, რომ ეს აგრესია ყველა დიპლომატიური ნორმისა და საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევაა და მის შედეგებზე პასუხისმგებლობას სიონისტურ ორგანიზაციას ვაკისრებთ. საერთაშორისო საზოგადოებამ ამ დანაშაულების წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს“, – ნათქვამია განცხადებაში. ირანის საგარეო საქმეთა […]
მდინარაძე: ქალების უფლებები ისეთ დონეზეა, რომ პარლამენტში ადგილი დამსახურებით ექნებათ

მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ისინი “აბსოლუტური უმრავლესობით” დაუჭერენ მხარს ქალთა კვოტირების გაუქმების საკითხს. მდინარაძის სიტყვებით, დღეს საქართველოში ქალთა უფლებები იმ დონეზეა, რომ ქალები საპარლამენტო მანდატს მხოლოდ “დამსახურებისა და პროფესიონალიზმის” მიხედვით მოიპოვებენ. ამის შესახებ მან პირველ მარტს, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. “ქალები, საქართველოს პარლამენტში ამიერიდან, განსაკუთრებით, […]
მდინარაძე კვოტირებაზე: ყველას თავისი ადგილი ექნება დამსახურების, პროფესიონალიზმის მიხედვით

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე გენდერული კვოტირების გაუქმების ინიციატივას ეხმაურება და ამბობს, რომ მომავალ პარლამენტსა და თვითმმართველობის ორგანოებში ქალები იქნებიან “დამსახურებისა და პროფესიონალიზმის მიხედვით და არა – კვოტირებით”. “ჩვენ გადავლახეთ ის ეტაპი, როდესაც გარკვეული პოზიტიური დისკრიმინაცია, როგორც ამას ეძახიან ხოლმე, შეიძლებოდა, საჭირო ყოფილიყო. (თუმცა მე ამ ტერმინს ზოგადად არასდროს ვეთანხმებოდი ხოლმე, მაგრამ ვეთანხმებოდი მიდგომებს). ჩვენ მართლები […]
,,დუშეთის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს” ორგანიზებით, ბაკურიანში შეხვედრა გაიმართა

“დუშეთის მუნიციპალური გენდერული თანასწორობის საბჭოს” ორგანიზებით, პროექტზე – „თანასწორობის ელჩი დუშეთის მუნიციპალიტეტიდან” ბაკურიანში გასვლითი შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. პროექტი მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის საბჭოს პოპულარიზაციას ახალგაზრდებში და მათი ხედვის გათვალისწინებას მომავალი წლების სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში. პროექტში ჩართულია დუშეთის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი. შეხვედრაში მონაწილეობდნენ: გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს […]
თემაზე – ,,საქართველო და ევროკავშირი” პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციისა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტები მოსწავლე-ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებენ

საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან ერთად და პარლამენტის სასწავლო ცენტრის ჩართულობით, საგანმანათლებლო პროექტს თემაზე – „საქართველო და ევროკავშირი” განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. პრესსასამსახურის ინფორმაციით, ოთხდღიანი პროგრამის ფარგლებში საქართველოს პარლამენტი ამჯერად 15 სკოლის 30-მდე ახალგაზრდას მასპინძლობს. მოსწავლეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა და განათლების, […]