შერმადინმა თავისივე რეკორდი გააუმჯობესა – ესპანეთის ლიგის თვის MVP მე-13-ედ გახდა

“ლენოვო ტენერიფეს” ცენტრი გიორგი შერმადინი ესპანეთის ლიგა ენდესაში მარტის MVP გახდა, რითაც ამ ტიტულის თავისივე რეკორდული მაჩვენებელი კიდევ უფრო გააუმჯობესა. საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა გასულ თვეში ლიგა ენდესას ეგიდით 5 მატჩი ჩაატარა, საიდანაც მისმა გუნდმა ოთხი მოიგო, ხოლო მისი ეფექტიანობის საშუალო კოეფიციენტი 22.4 გამოვიდა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოდგა და თვის MVP-ც გახდა. შერმადინი საშუალოდ თამაშში […]

“ბორჯღალოსნები” | ფიჯი საქართველოში 12 წლის შემდეგ ბრუნდება

2024 წელი ქართული რაგბის ქომაგებისთვის “ზედმეტად ცხელი” იქნება. “ბორჯღალოსნებს” ერთიმეორის მიყოლებით სამი უმაღლესი დონის ტესტ-მატჩი ელის – აქედან ერთი საქართველოში! უკვე ვწერდით, რომ 13 და 20 ივლისს ტიერ1-ის გუნდებს – იაპონიას და ავსტრალიას, სტუმრად ვერკინებით. 13 ივლისს საქართველო იაპონიაში, სენდეიში “საკურებს” ეთამაშება, ერთი კვირის თავზე კი სიდნეიში “ვოლაბებს” დაუპირისპირდება (პირველად მსოფლიო თასს მიღმა). ტურნეზე გამგზავრებამდე, […]

ზურაბ ბატიაშვილი – თურქეთის ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის წარმატების მთავარი მიზეზი ქვეყნის ეკონომიკაში არსებული სირთულეებია

თურქეთში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შედეგებზე, სავარაუდოდ, რა გავლენას მოახდენს ამ არჩევნების შედეგები თურქეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვებით თურქეთში მომავალ არჩევნებში ოპოზიციის შანსები გაიზარდა, „ინტერპრესნიუსი“ აღმოსავლეთმცოდნეს, ანალიტიკოსს, ზურაბ ბატიაშვილს ესაუბრა. – ბატონო ზურაბ, მეზობელ თურქეთში მუნიციპალური არჩევნები, ჩატარდა. მთავარმა ოპოზიციურმა „სახალხო რესპუბლიკურმა პარტიამ“ დიდ ქალაქებზე კონტროლი შეინარჩუნა. საერთო […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 აპრილს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში – ტუშურები, ზარიძეები, ხოფცა, წიკვლიაანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 12:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მისაქციელი, ნავაზარი, სელექცია, ნატახტარი, ნაოზა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან […]

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ირანის საკონსულოზე თავდასხმაზე პასუხი აშშ-მაც უნდა აგოს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი დამასკოში ირანის საკონსულოზე თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს, მაგრამ აცხადებს, რომ თავდახსხმაზე ასევე პასუხისმგებელია შეერთებული შტატებიც, რომელიც მხარს უჭერს ისრაელს. ამირ-აბდოლაჰიანის თქმით, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინციდენტის განსახილველად შვეიცარიის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა, იმის გათვალისწინებით, რომ ირანში აშშ-ის ინტერესებს შვეიცარია წარმოადგენს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა თავდასხმაში აშშ-ის […]

პენტაგონი – ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას აგრძელებს

აშშ-ის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის პარტნიორობა განვითარებას განაგრძობს და ჩრდილოეთ კორეა რუსეთს დახმარებას უწევს. პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღის მიწოდება კვლავ იზრდება. კითხვაზე, თუ რა სახის იარაღს იღებს რუსეთი, სინგმა უპასუხა, რომ საუბარია სხვადასხვა იარაღის მიწოდებაზე. „ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი მიმართავს პარტნიორებს, […]

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული დრონი ჩამოუგდეს

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის არმიას გაუნადგურეს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული უპილოტო საფრენი აპარატი „ფორპოსტი“. პირველი ცნობა, რომ ოდესის საზენიტო-სარაკეტო ბრიგადამ შავი ზღვის აკვატორიაში „ფორპოსტი“ ჩამოაგდო, 1 აპრილს, საღამოს გამოქვეყნდა უკრაინის საჰაერო ძალების სამხრეთის სარდლობის ფეისბუკის გვერდზე. მოგვიანებით, უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა ილია ევლაშმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსული დრონი „ფორპოსტი“, რომელიც თურქული „ბაირაქთარის“ ანალოგს ჰგავს, დაახლოებით […]

„კროსუს სითი ჰოლზე“ თავდასხმის შემდეგ დაკავებული ჩეჩენი მოსკოვში, პოლიციის განყოფილებაში გარდაიცვალა

საკონცერტო დარბაზ „კროსუს სითი ჰოლზე“ თავდასხმის შემდეგ მოსკოვში დაკავებული ჩეჩენი, ასხაბ უსპანოვი დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გარდაიცვალა, – ინფორმაციას გამოცემა „სააგენტო“ დაღუპულის დედაზე, ტაისა უსპანოვაზე დაყრდნობით ავრცელებს. ტაისა უსპანოვას ინფორმაციით, მისი შვილი მაშინ დააკავეს, როცა მეუღლესთან ერთად სამსახურში მიდიოდა. დაკავების შემდეგ უსპანოვმა მეუღლეს დაურეკა და უთხრა, რომ პოლიციის განყოფილებაში მისვლა საჭირო არ იყო, […]

ცაჰკნა: “რუსეთს აგრესიის სურვილი და შესაძლებლობა უნდა დავაკარგვინოთ”

„დასავლეთი ესკალაციაზე რუსეთის მუქარის მახეს აღარ უნდა წამოეგოს და უკრაინის გამარჯვებაში ინვესტიცია გააგრძელოს“, – ამბობს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. მარგუს ცაჰკნა ამბობს, რომ უკრაინის გამარჯვება, როგორც მიზანი, მკაფიოდ უნდა განიმარტოს, რათა რუსეთმა აგრესიის სურვილი და შესაძლებლობა დაკარგოს

ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი – ირანის საკონსულოზე თავდასხმაზე პასუხი აშშ-მაც უნდა აგოს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი დამასკოში ირანის საკონსულოზე თავდასხმაში ისრაელს ადანაშაულებს, მაგრამ აცხადებს, რომ თავდახსხმაზე ასევე პასუხისმგებელია შეერთებული შტატებიც, რომელიც მხარს უჭერს ისრაელს. ამირ-აბდოლაჰიანის თქმით, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინციდენტის განსახილველად შვეიცარიის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარა, იმის გათვალისწინებით, რომ ირანში აშშ-ის ინტერესებს შვეიცარია წარმოადგენს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, შეხვედრაზე ხაზი გაესვა თავდასხმაში აშშ-ის […]