თათრეთში დრონმა იერიში მიიტანა ობიექტზე, სადაც, სავარაუდოდ, შაჰედებს აწარმოებდნენ

თათრეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა ცნობა უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმის შესახებ. მათი ცნობით, დრონებმა იერიში მიიტანეს ქალაქ იელაბუგასა და ნიჟნეკამსკში მდებარე საწარმოებზე. ადგილობრივი მედია Inkazan-ის ცნობით, აფეთქებების ხმა გაისმა “ალაბუღის” განსაკუთრებული ეკონიმიკური ზონის ტერიტორიაზე. თათრეთის ადგილობრივ ხელისუფლებაში რუსულ მედიასთან ირწმუნებიან, რომ სერიოზული დაზიანება არაა და არ შეჩერებულა საწარმოს მუშაობის პროცესი. იელაბუგში არიან დაშავებულები. გავრცელდა ვიდეოჩანაწერებიც, რომლებშიც […]

სახალხო დამცველი გენდერული კვოტირების გაუქმებას უარყოფითად აფასებს

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება და უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც გენდერული კვოტირების გაუქმებაა. როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, ხსენებული ცვლილებების საპირისპიროდ, საქართველოს პარლამენტმა 2022 წელს მხარი დაუჭირა გენდერული კვოტირების 2032 წლამდე გახანგრძლივებას. “გენდერული კვოტირების მექანიზმი არა ქალების მიმართ მინიჭებული პრივილეგია, არამედ ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის აღმოფხვრის, სტერეოტიპებთან ბრძოლისა და საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულების შესრულების მნიშვნელოვანი […]

ომბუდსმენი: კვოტირების გაუქმებით ვაუარესებთ თანასწორობის მისაღწევად არსებულ მექანიზმებს

საქართველოს სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც გენდერული კვოტირების გაუქმებაა. ლევან იოსელიანის შეფასებით, გენდერული კვოტირების მექანიზმი არა ქალების მიმართ მინიჭებული პრივილეგია, არამედ ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის აღმოფხვრის ინსტრუმენტია. “აღნიშნული ცვლილებები განსაკუთრებით საყურადღებოა იმის ფონზე, რომ ხსენებულის საპირისპიროდ, საქართველოს პარლამენტმა 2022 წელს მხარი დაუჭირა გენდერული კვოტირების 2032 წლამდე გახანგრძლივებას და ამით მკაფიოდ […]

„კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმის შემდეგ დაკავებული ჩეჩენი მოსკოვში, პოლიციის განყოფილებაში გარდაიცვალა

საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმის შემდეგ მოსკოვში დაკავებული ჩეჩენი, ასხაბ უსპანოვი დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ პოლიციის განყოფილებაში გარდაიცვალა, – ინფორმაციას გამოცემა „სააგენტო“ დაღუპულის დედაზე, ტაისა უსპანოვაზე დაყრდნობით ავრცელებს. ტაისა უსპანოვას ინფორმაციით, მისი შვილი მაშინ დააკავეს, როცა მეუღლესთან ერთად სამსახურში მიდიოდა. დაკავების შემდეგ უსპანოვმა მეუღლეს დაურეკა და უთხრა, რომ პოლიციის განყოფილებაში მისვლა საჭირო არ იყო, […]

ისრაელის თავდაცვის ძალები – მოიერიშე თვითმფრინავებმა ღაზას სექტორში იარაღის საწყობები გაანადგურეს

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, მათმა მოიერიშე თვითმფრინავებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, ღაზას სექტორში 25-ზე მეტ სამიზნეს, მათ შორის იარაღის საწყობებს, დაარტყეს. თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზას სამხრეთით მდებარე ხან-იუნისში ბრძოლა გრძელდება და „კომანდოს“ ბრიგადის ჯარებმა ქალაქში, გასული დღის განმავლობაში, რამდენიმე შეიარაღებული პირის ლიკვიდაცია განახორციელეს. ამასთან, ისრაელის არმიის ცნობით, ხან-იუნისის გარეუბანში, ალ-კარარაში, კიდევ რამდენიმე ტერორისტი გაანადგურეს, მათ შორის […]

Агентство: მოსკოვის პოლიციაში მოკვდა ჩეჩენი, რომელიც ტერაქტის მომდევნო დღეს დააკავეს

პროექტი Агентство წერს, რომ მოსკოვის პოლიციის განყოფილებაში მოკვდა ჩეჩენი, რომელიც კორკუს სითი ჰოლზე მოწყობილი ტერაქტის მომდევნო ღამეს დააკავეს. მედია ეყრდნობა მის დედას, ტაისა უსპანოვას და წერს, კაცი დაკავებიდან რამდენიმე საათში უცნობი მიზეზით მოკვდა. დედის თქმით, უსპანოვი ავტობუსის გაჩერებაზე დააკავეს, როდესაც სამსახურში მიდიოდა. ქალს არ დაუკონკრეტებია, თუ ზუსტად სად მოხდა ეს შემთხვევა. დაკავების შემდეგ, როგორც ტაისა […]

World Central Kitchen-მა, რომლის 7 წევრი ისრაელის თავდასხმას ემსხვერპლა, რეგიონში მუშაობა შეაჩერა

საქველმოქმედო ორგანიზაცია World Central Kitchen აცხადებს, რომ რეგიონში საქმიანობას დაუყოვნებლივ აჩერებს. „ჩვენ მალე მივიღებთ გადაწყვეტილებებს ჩვენი საქმიანობის მომავალთან დაკავშირებით“, – ნათქვამია არაკომერციული ორგანიზაციის განცხადებაში. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, ერინ გორის თქმით, შეძრწუნებულია მათი თანამშრომლების დაღუპვის გამო, რომლებიც „ისრაელის თავდაცვის ძალების მიზანმიმართულ თავდასხმას ემსხვერპლნენ“. მისი განმარტებით, თავდასხმის დროს World Central Kitchen-ის თანამშრომლები გადაადგილდებოდნენ ავტომობილით, რომელზედაც ორგანიზაციის ლოგო […]

თეირანი საპასუხო ზომებით იმუქრება სირიაში ირანის საკონსულოს დაბომბვის გამო

ირანმა განაცხადა, რომ „გადამწყვეტ“ საპასუხო ზომებს მიმართავს სირიის დედაქალაქ დამასკში, ირანის საკონსულოს დაბომბვის გამო. თეირანი საკონსულოზე ავიადარტყმაში ისრაელს ადანაშაულებს. სააგენტო Reuters-ის ცნობით, შენობა მთლიანად დანგრეულია. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ინფორმაციით, საკონსულოს დაბომბვის შედეგად დაიღუპა 7 ადამიანი, მათ შორის 2 მაღალჩინოსანი მეთაური, გენერლები მოჰამად რეზა ზაჰედი და ჰაჯი რაჰიმი. სირიის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ისრაელის სამხედრო […]

სახალხო დამცველი გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ კანონპროექტს უარყოფითად აფასებს

საქართველოს სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც საქართველოს ორგანულ კანონში, „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების განხორციელების გზით, გენდერული კვოტირების გაუქმებაა. როგორც საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია ქალების ხმა მკაფიოდ ისმოდეს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსა და პოლიტიკის განმსაზღვრელ სხვა უწყებებში, რათა დღის წესრიგში იდგეს ქალთა საჭიროებები და გენდერული […]

ისრაელის ოფიციალური პირები რაფაჰში დაგეგმილი ოპერაციის შესახებ აშშ-ის შეთავაზების განხილვას დასთანხმდნენ

ისრაელის ოფიციალური პირები დათანხმდნენ, რომ გაითვალისწინებენ აშშ-ის შეშფოთებას ღაზის სექტორის ქალაქ რაფაჰში დაგეგმილი შეტევის შესახებ, – ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც აშშ-სა და ისრაელის ოფიციალურ პირებს შორის გუშინ გამართული ვირტუალური შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა. Reuters-ის ინფორმაციით, შეხვედრა, რომელიც თითქმის 2 საათს გაგრძელდა და რომელზედაც სამხრეთ ღაზაში „ჰამასის“ ბოევიკების აღმოსაფხვრელად ალტერნატიულ გზებზე იმსჯელეს, დასრულდა შეთანხმებით, რომ […]