პენტაგონი – ჩრდილოეთ კორეა რუსეთისთვის იარაღის მიწოდებას აგრძელებს

აშშ-ის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის პარტნიორობა განვითარებას განაგრძობს და ჩრდილოეთ კორეა რუსეთს დახმარებას უწევს.
პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ, საბრინა სინგმა ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღის მიწოდება კვლავ იზრდება.
კითხვაზე, თუ რა სახის იარაღს იღებს რუსეთი, სინგმა უპასუხა, რომ საუბარია სხვადასხვა იარაღის მიწოდებაზე.
„ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი მიმართავს პარტნიორებს, როგორიცაა ჩრდილოეთ კორეა, ირანი, რათა გააგრძელოს მხარდაჭერის მიღება უკრაინის წინააღმდეგ მისი ომისთვის. თქვენ იცით, ჩვენ ვიქნებით უკრაინის გვერდით, რამდენი ხანიც არ უნდა დასჭირდეს ამას“, – აღნიშნა პენტაგონის პრესსპიკერის მოადგილემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან