ყველაზე მეტი სესხი „თიბისის“, ყველაზე ნაკლები – „სილქ ბანკს“ აქვს გაცემული

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2024 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით 353.94 მლნ ლარით (0.68%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.09%-ით გაიზარდა) და თებერვლის ბოლოს 52.24 მლრდ ლარი შეადგინა. თებერვლის მონაცემებით, ყველაზე მეტი სესხი „თიბისის“ და „საქართველოს ბანკს“, ყველაზე ნაკლები კი „სილქ ბანკს“ და „ზირაათ ბანკს“ აქვს გაცემული. ქართული კომერციული ბანკების […]

საქართველოს ტურისტულ პოტენციალს პოლონეთში გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან ერთად პოლონეთში, ვროცლავში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ,,International Tourism Fair Wroclaw” მიიღო მონაწილეობა. გამოფენაზე, საქართველოს სტენდთან წარმოდგენილი იყვნენ ქართული კერძო კომპანიები. ვროცლავის გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა პოლონურ ტურისტულ კომპანიებთან სამომავლო თანამშრომლობისა და ტურების დაგეგმვის მიზნით. პოლონური კომპანიები დაინტერესდნენ საქართველოს საზღვაო კურორტებით, კულინარითაა და სათავგადასავლო ტურისტული აქტივობებით. ვროცლავის […]

დონალდ ტრამპმა სამოქალაქო თაღლითობის საქმეზე დაკისრებული 175 მილიონი დოლარის ოდენობის გირაო გადაიხადა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სამოქალაქო თაღლითობის საქმეზე დაკისრებული გირაო გადაიხადა. ამის შესახებ ინფორმაცია ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. გირაოს ოდენობა 175 მილიონ დოლარს შეადგენს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, ამით მან თავიდან აირიდა აქტივების ჩამორთმევა, რაც გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში შეიძლებოდა, მომხდარიყო. თუმცა, ის აღნიშნულ საქმეზე თავს დამნაშავედ კვლავ არ თვლის. ცნობისთვის, ნიუ იორკის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა […]

შეუძლია საქართველოს თურქეთის დამარცხება? ისტორიული რაკურსი და დღევანდელობა – ევროს პირველი ტური

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე თურქეთის ეროვნული გუნდი იქნება. შეხვედრა დორტმუნდში, “ბორუსიას” ლეგენდარულ სტადიონზე, “სიგნალ იდუნა პარკზე” ჩატარდება, რომელიც 81 365 მაყურებელს იტევს. თურქეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად 1996 წელს გავიდა. მათ ბოლო 8 ევროპირველობიდან ექვსში მიიღეს მონაწილეობა, რაც სერიოზული მიღწევა და გამოცდილებაა. აღსანიშნავია, რომ 1996 წელს ნაკრებში მხოლოდ ადგილობრივი ჩემპიონატის მონაწილეები თამაშობდნენ. ამ […]

ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ვარკეთილში ცოლის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხადი იყო

ვარკეთილში ცოლის, ქეთევან ედიბერიძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, შერაცხადია. როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დასრულებულია და დასკვნაც გაცემულია, რომლის მიხედვითაც, ცოლის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი კავლელაშვილი დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხადი იყო. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციითვე, არ არის გამორიცხული, დაკავებულს ბრალი დღეს დაუმძიმდეს. ცნობისთვის, გამოძიების ინფორმაციით, რამდენიმე თვის […]

ანა ბუჩუკური – ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის „ოცნება“ საკუთარ მიღწევებსაც კი ანადგურებს – „ოცნების“ თითოეული გადაწყვეტილების მიღმა რეალურად დგას არჩევნების მოპარვის სურვილი

ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის „ოცნება“ საკუთარ მიღწევებსაც კი ანადგურებს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საარჩევნო სიაში გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე „გირჩსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, „ოცნებამ“, კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ არც მის სიტყვას და არც მის დაპირებას ფასი არ აქვს. „დღეს ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის „ოცნება“ საკუთარ მიღწევებსაც […]

არჩილ ტატუნაშვილი დღეს 41 წლის გახდებოდა

დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. ის 41 წლის გახდებოდა. არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. ტატუნაშვილის ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20 მარტს გადმოასვენეს. ტატუნაშვილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა და საერთაშორისო მისიებში გლობალურ მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემსახურებოდა.

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 2 აპრილს – ვალუტის კურსი

რა ფასად შეიძენთ დოლარსა და ევროს 2 აპრილს – ეროვნული ბანკის ოფიციალური, განახლებული მონაცემებით: 1 აშშ დოლარი – 2.6897; 1 ევრო – 2.8998; 1 ფუნტი – 3.3920; 1 ლირა კი 0.0829 ლარი ეღირება.

ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა, +29 გრადუსამდე მოიმატოს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 2-3 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. „შავი ზღვის სანაპირო რაიონებში და კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა +24, +29 გრადუსამდე მოიმატოს. 4 აპრილს ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექით და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ქ. თბილისში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა […]

თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება – სია

2 აპრილს თბილისის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება. კომპანია თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოების ჩატარებას ასახელებს. ისნის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, კასპის, შირაქის, დოესის, შორაპნის, აწყურის, ლეხ კაჩინსკის, კოშკოვანის, ცუცხვათის, ზინდისის, გარეკახეთის, წინანდლის და ვაჟა ივერიელის ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყვარლის, […]