ახალი სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის პროექტის წარდგენის მიზნით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი სამიზნე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის პროექტის წარდგენის მიზნით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მათივე ცნობით, პროექტი „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ არსებულ სამიზნე მუნიციპალიტეტებთან ერთად (გორი, ლაგოდეხი, სიღნაღი, თელავი, ახმეტა, სამტრედია, აბაშა, სენაკი, ხობი, ქობულეთი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური) შუახევის, ხულოს, ხელვაჩაურის, მესტიის, ჩხოროწყუს, ამბროლაურის, ონის, ზესტაფონის, საჩხერის, ჭიათურის, ხონისა […]
ილია დარჩიაშვილი ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ბრაზილიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრ, მაურო ვიეირას შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრები მიესალმნენ მრავალწლიანი პაუზის შემდგომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრაზილიაში ვიზიტს, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესებისა და ორი ქვეყნის მნიშვნელოვანი რეგიონალური როლის გათვალისწინებით. ილია დარჩიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსთვის […]
ბუჩუკური: ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის ოცნება საკუთარ მიღწევებსაც ანადგურებს

დღეს ძალაუფლების გახანგრძლივებისთვის ოცნება საკუთარ მიღწევებსაც ანადგურებს. აქ იმაზეც კი არ არის საუბარი, ვიღაც ეთანხმება, თუ არ ეთანხმება გენდერული კვოტირების პრინციპს. გენდერული კვოტების გაუქმების გადაწყვეტილება ისევე, როგორც სრულად პროპორციულ საარცევნო სისტემაში დელეგატების შემოღება და მინი-ფეოდალებისთვის საპარლამენტო მანდატების მიყიდვის შესაძლებლობის შექმნა, ცესკოს ლოალური თავმჯდომარის არჩევა რამდენიმე წლით, არის ერთი ჯაჭვის შემადგენელი ნაწილები. ოცნების თითოეული ამ გადაწყვეტილების […]
ცოლს მოკვლით ემუქრებოდა – სამხედრო პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მუქარის ბრალდებით თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის თანამშრომელი დააკავა. “გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 23 თებერვალს, ბრალდებული აზარტულ თამაშებში თანხის წაგების შემდეგ, საღამოს საათებში სახლში დაბრუნდა, რა დროსაც მეუღლესთან უთანხმოება მოუხდა და მას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. აღნიშნულის შემდეგ ბრალდებული კვლავ აგრძელებდა მეუღლის მიმართ მუქარას. მიმდინარე წლის მარტში, საყოფაცხოვრებო საკითხებზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, იგი […]
რაქვიაშვილი კვოტირებაზე: შეურაცხმყოფელი წესია – მავნე, სოციალისტური იდეაა გადმოღებული

ცვლილება ძალიან მარტივია – ამოღებულია გენდერული კვოტების მთელი იდეა, ისევე როგორც დაფინანსების ნაწილი, რეგიონულ ნაწილში კვოტირება, ყველაფერი უქმდება […] ეს არის უბრალოდ შეურაცხმყოფელი წესი. პირველი – ეს გულისხმობს, რომ ქალებს არ აქვთ საკმარისი უნარი და ცოდნა, რომ კონკურენცია გაუწიონ კაცებს და თანაბარ პირობებში, კვოტირების გარეშე ვერ გაიკეთებენ წარმატებულ კარიერას პოლიტიკაში. იმის ნაცვლად, რომ ვიამაყოთ, რომ […]
რიკოთის ძველ გვირაბში 3-5 აპრილს ტრანსპორტის მოძრაობა გარკვეული დროით შეიზღუდება

გზების დეპარტამენტის ცნობით, რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი) 3-დან 5 აპრილამდე 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე ტრანსპორტის მოძრაობა სავალი ნაწილის ერთ ზოლზე რევერსულად განხორციელდება. “საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში (ძველი გვირაბი), პროფილაქტიკური და დასუფთავების სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2024 წლის 3 აპრილიდან 5 აპრილამდე 01:00 სთ-დან 06:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა სავალი […]
სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს გენდერული კვოტირების გაუქმების კანონპროექტს

საქართველოს სახალხო დამცველი აცხადებს, რომ გენდერული კვოტირების გაუქმებით „ვაუარესებთ თანასწორობის მისაღწევად არსებულ მექანიზმებს“. მისი თქმით, აუცილებელია ქალების ხმა მკაფიოდ ისმოდეს ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, რათა დღის წესრიგში იდგეს მათი საჭიროებები. „გენდერული კვოტირების მექანიზმი არა ქალების მიმართ მინიჭებული პრივილეგია, არამედ ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის აღმოფხვრის, სტერეოტიპებთან ბრძოლისა და საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულების შესრულების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია“, – წერია სახალხო […]
რუსეთში დრონებით დარტყმა იყო, სავარაუდოდ, დრონების მწარმოებელ ქარხანაზე

დღეს დილით ძლიერი აფეთქებები იყო რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის ქალაქებში, ელაბუგასა და ნიჟნეკამსკში. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო საწარმოებზე. თათრეთის რესპუბლიკის მეთაურის პრესსამსახური საწარმოებს არ აკონკრეტებს. რუსული წყაროებით ვრცელდება დრონით დარტყმის შედეგად გამოწვეული აფეთქების ამსახველი ვიდეოები. ადგილობრივი ხელისუფლების მტკიცებით, შეტევას „სერიოზული ნგრევა“ არ მოჰყოლია და „საწარმოთა ტექნოლოგიური პროცესი არ დაურღვევია“. გამოცემა „რბკ-უკრაინა” ინფორმირებულ […]
რა შეცვალა Indorama-მ “რუსთავის აზოტში”?

სააქციო საზოგადოება “რუსთავის აზოტი“, რომელიც კავკასიის რეგიონში მინერალური სასუქებისა და ინდუსტრიული ქიმიკატების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ საწარმოს წარმოადგენს, 2023 წლის იანვარში გაიყიდა. მისი 100%-იანი წილის მესაკუთრე სინგაპურში ბაზირებული კორპორაცია Indorama-ს ქართული შვილობილი კომპანიაა. “საქმის კურსის” წამყვანმა Indorama Caucasus -ის აღმასრულებელ დირექტორს, ლევან ბურდილაძეს ჰკითხა, რა შეიცვალა წელიწადის განმავლობაში. ლევან ბურდილაძის თქმით, დასაქმებულების ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაიზარდა, მიმდინარე […]
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს შეეზღუდება. „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 აპრილს 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში – ტუშურები, ზარიძეები, ხოფცა, წიკვლიაანთკარი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან 12:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მისაქციელი, ნავაზარი, სელექცია, ნატახტარი, ნაოზა და მიმდებარე სოფლებში; 11:00-დან […]