სემეკსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკი) და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ. „ამასთან, მემორანდუმის მიზანია საჯარო ადმინისტრაციული საქმიანობის ხელშეწყობა, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, რეგულირებას დაქვემდებარებულ სფეროებში სტატისტიკური […]
ომბუდსმენი – ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტებს კვლავ თვითნებურად აქვთ შეზღუდული ტელეფონით სარგებლობის უფლება

ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტებს კვლავ თვითნებურად აქვთ შეზღუდული ტელეფონით სარგებლობის უფლება- კვლავ არის ფსიქიატრიული დაწესებულებები, სადაც პაციენტების მნახველების მისაღებად არ არის ხელმისაწვდომი სათანადო ინფრასტრუქტურა, – ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული. დოკუმენტის მიხედვით, პაციენტებს კვლავ არ აქვთ სტაციონარიდან გაწერის გარეშე, სტაციონარის ხანმოკლე ვადით დატოვების შესაძლებლობა, მათი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. „ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტებს კვლავ […]
ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, გერმანია უკრაინას 180,000 საარტილერიო ჭურვს გადასცემს

ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, გერმანია უკრაინას 180,000 საარტილერიო ჭურვს გადასცემს, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, გერმანია უკრაინისთვის გადასაცემად 576 მილიონი ევროს ღირებულების 180,000 საარტილერიო ჭურვს შეიძენს. გასულ თვეში გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინისთვის 478 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადა. „შესაბამისად, დახმარების […]
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა „საქართველოს ბანკის“ გრძელვადიანი დეპოზიტების რეიტინგის მოლოდინი „ნეგატიური“-დან „სტაბილური“-თ შეცვალა

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა „საქართველოს ბანკის“ გრძელვადიანი დეპოზიტების რეიტინგი Ba2-ზე დაადასტურა, ხოლო „ნეგატიური“ მოლოდინი „სტაბილური“-თ შეცვალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. „Moody’s-მა საბაზისო საკრედიტო შეფასება და კორექტირებული საბაზისო საკრედიტო შეფასება (Baseline Credit Assessment (BCA) and Adjusted Baseline Credit Assessment) Ba3-დან Ba2-ზე აწია, ასევე გრძელვადიანი კონტრაგენტის რისკის რეიტინგი (Long-term Counterparty Risk Rating (CRR)) და გრძელვადიანი […]
გრიგოლ გეგელია – რუსეთის მსახური ხელისუფლების პირობებში, საქართველო რუსული დაზვერვის პოლიგონად გადაიქცა

რუსეთის მსახური ხელისუფლების პირობებში, საქართველო რუსული დაზვერვის პოლიგონად გადაიქცა, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა. როგორც გეგელია აცხადებს, დღეს ქართული სახელმწიფო და სპეციალური სამსახურები სრულად ჩამოშლილია. „მაღალი დონის საერთაშორისო გამოძიება ადასტურებს, რომ რუსული დაზვერვის „დანაყოფი 29155” თბილისში ახორციელებდა სპეცოპერაციას. დანაყოფის წევრმა, ალბერტ ავერიანოვმა აკუსტიკური იარაღის გამოყენებით სერიოზული ზიანი მიაყენა ჩვენი დასავლელი […]
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს ბანკს რეიტინგი გაუზარდა (რ)

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს ბანკის გრძელვადიანი დეპოზიტების რეიტინგი Ba2-ზე დაადასტურა, ხოლო „ნეგატიური“ მოლოდინი „სტაბილური“-თ შეცვალა. Moody’s-მა საბაზისო საკრედიტო შეფასება და კორექტირებული საბაზისო საკრედიტო შეფასება (Baseline Credit Assessment (BCA) and Adjusted Baseline Credit Assessment) Ba3-დან Ba2-ზე აწია, ასევე გრძელვადიანი კონტრაგენტის რისკის რეიტინგი (Long-term Counterparty Risk Rating (CRR)) და გრძელვადიანი კონტრაგენტის რისკის შეფასება (Long-term Counterparty Risk […]
Daily Mail: ბერა ივანიშვილი ბრაზილიაში მამის ქონების სანქციებისგან დასაცავად პირობებს ქმნის

ბრიტანული ტაბლოიდი Daily Mail ბიძინა ივანიშვილზე და მის შვილზე, ბერა ივანიშვილზე სტატიას აქვეყნებს. გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბერა ივანიშვილი ბრაზილიაში საცხოვრებლად იმ მიზნით გადავიდა, რომ თუ მის მამის ქონებას დასავლური სანქციები დაემუქრება, ქონების ბრაზილიაში გადატანისთვის შესაბამისი პირობები შექმნას. ტაბლოიდი წერს, რომ ბერა ივანიშვილი ბრაზილიაში გამორჩეული ცხოვრების სტილით ცხოვრობს – “ურთიერთობას ამყარებს ადგილობრივ ცნობილ […]
პაპუაშვილი ჩხეიძეს: გამსახურდიას შეურაცხყოფაა, როცა პარლამენტი სახლის შუშაბანდში გერევათ

“პარლამენტის შენობა როცა გეშლებათ თქვენი სახლის შუშაბანდში, ვერ ხვდებით, როგორ უნდა მოიქცეთ, სად რა უნდა დაკიდოთ თუ არ დაკიდოთ, ეს არის ზუსტად ზვიად გამსახურდიას ხსოვნის შეურაცხყოფა” – პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს, ნატო ჩხეიძეს უპასუხა მას შემდეგ, რაც ჩხეიძემ პლენარულ სხდომაზე თავმჯდომარეს მიმართა ზვიად გამსახურდიას ფოტოსურათის პარლამენტში დაკიდებასთან დაკავშირებით. “რა თქმა უნდა, არაკეთილსინდისიერია, როდესაც […]
ბოკუჩავა: პოლიტიკიდან ქალების განდევნის მიზნით, კვოტირებას აუქმებენ

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, თინა ბოკუჩავა გენდერული კვოტირების გაუქმების საკითხს გამოეხმაურა. ბოკუჩავას თქმით, მმართველი გუნდი ამ ინიციატივას მხარს იმიტომ უჭერს, რომ პოლიტიკიდან ქალები განდევნოს და პარლამენტში ადგილები “თავისი ფეოდალებისთვის” გაათავისუფლოს. “შვილების სარჩენად დედები იძულებით ემიგრაციაში მიდიან. ამ დროს კი ივანიშვილის პარტიის წევრები მათ მძიმე ისტორიებს გამოგონილს ეძახიან, პარლამენტში ქალების დევნის ახალ პლაცდარმს ქმნიან და პოლიტიკიდან ქალების […]
რუსეთმა თალიბანს შესაძლოა ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსი მოუხსნას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო თალიბანისთვის ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსის მოხსნას განიხილავს. ამის შესახებ სამთავრობო მედია TACC წერს. “თალიბანისთვის ტერორისტული ორგანიზაციის მოხსნის საკითხი განიხილება, საბოლოო გადაწყვეტილებას რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელისუფლება მიიღებს”. – წერს მედია საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა თალიბანი მაისში, ქალაქ ყაზანში დაგეგმილ რუსეთი-ისლამური სამყარო ფორუმზე მიიწვია. რუსეთმა თალიბანი ტერორისტულ […]