ნაცვლიშვილი ქალთა კვოტირების გაუქმებაზე: მიზანი არის ადგილობრივი ფეოდალებისთვის სიაში ადგილის გათავისუფლება

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტმა პირველი მოსმენით მოიწონა პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც „საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების შედეგად პარტიულ სიაში ქალთა კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს. კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება. კომიტეტის სხდომაზე დეპუტატმა „ლელოდან”, ანა ნაცვლიშვილმა, „გირჩი“ „ქართულ ოცნებასთან” გარიგებაში დაადანაშაულა. „არ მიმაჩნია, რომ „გირჩი“ არის მთავარი მოპასუხე, მაგრამ ძალიან მოხერხებულად გამოიყურება ეს ვითარება, როდესაც ამ კანონპროექტის მიღება […]
პროდუქტები, რომელთა ტექნიკური/ლაბორატორიული შემოწმება ზედამხედველობის სააგენტოს არასოდეს ჩაუტარებია – აუდიტის დასკვნა

სამომხმარებლო, ინდუსტრიული და სამშენებლო პროდუქტების უვნებლობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების აუდიტის ანგარიში გამოქვეყნდა. აუდიტმა ბაზარზე „ზედამხედველობის სააგენტოს“ მიერ საზედამხედველო ბაზრის მოცვის ნაკლოვანებები გამოავლინა. დოკუმენტის მიხედვით, არსებობს საზედამხედველო პროდუქტები, რომელთა ტექნიკური/ლაბორატორიული შემოწმება ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს არასოდეს ჩაუტარებია. სააგენტოს ტექნიკური შემოწმებები ჩატარებული აქვს მხოლოდ პროდუქტის რეალიზაციის ადგილებიდან და საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონებიდან აღებული ნიმუშის ლაბორატორიული შემოწმებების/პროდუქტის […]
ესტონეთის პრემიერი ნატოს გენერალური მდივნობის კანდიდატად დაასახელეს

estonianworld-ის ინფორმაციით, ესტონეთის პრემიერ მინისტრი, კაია კალასი ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ახალი გენერალური მდივნის პოზიციაზე კანდიდატად დასახელდა.
თინა ბოკუჩავა – როგორ უნდა იცხოვროს ოჯახმა ან თუნდაც ერთმა ადამიანმა 300 ან 600 ლარიანი ხელფასით? – ივანიშვილის ჩინოვნიკები მდიდრდებიან, ხალხს კი ურცხვად უმტკიცებენ, რომ 300-ლარიანი ხელფასით უნდა დაკმაყოფილდნენ

გეკითხებით, როგორ უნდა იცხოვროს ოჯახმა ან თუნდაც ერთმა ადამიანმა 300 ან 600 ლარიანი ხელფასით? ან შეძლებდა თუ არა ნებისმიერი თქვენგანი 900 ლარად გაეტანა თავი?! ივანიშვილის ჩინოვნიკები დღითიდღე მდიდრდებიან, ხალხს კი ურცხვად უმტკიცებენ, რომ 300-ლარიანი ხელფასით უნდა დაკმაყოფილდნენ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისივე […]
ომბუდსმენი – შოვის ტრაგედიის საქმეზე აუცილებელია ეფექტიანი გამოძიება ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დაცვით, ზედმიწევნით, კომპეტენტურად, გონივრულ ვადაში და გარდაცვლილთა ოჯახის წევრების ჩართულობით

შესაძლოა, იკვეთებოდეს გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრობლემა – გამოძიების ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს სამინისტროს [შსს] მიერ საკუთარი საქვეუწყებო დაწესებულების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის გამოძიება,- ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის 2023 წლის ანგარიშში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით არის აღნიშნული. ანგარიშის მიხედვით, გამოძიებამ უნდა შეისწავლოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ შოვში სამაშველო ოპერაციის დროულად […]
უმრავლესობის ქალი დეპუტატები – სავალდებულო კვოტირება ქალების პოლიტიკური გაძლიერების დროებითი ზომაა და არა ერთადერთი გზა – ეს პოზიტიური დისკრიმინაციის ფორმაა, რომელმაც გარკვეულწილად მიაღწია მთავარ ამოცანას

სავალდებულო კვოტირება არის ქალების პოლიტიკური გაძლიერების დროებითი ზომა და არა ერთადერთი გზა – ეს არის პოზიტიური დისკრიმინაციის ფორმა, რომელმაც გარკვეულწილად უკვე მიაღწია თავის მთავარ ამოცანას, პოლიტიკაში ჩართული ქალების რაოდენობა გაიზარდა და ქალების საკითხები დღის წესრიგის აქტუალური ნაწილი გახდა,- ამის შესახებ უმრავლესობის ქალი დეპუტატების განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის და „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარის, […]
მამუკა მდინარაძე – მგონია, რომ აშშ-ის მოქმედი ელჩის პირობებში შესრულდება ეს უდავო პირობა, რაც მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნას გულისხმობს

მგონია, რომ ამერიკის მოქმედი ელჩის პირობებში შესრულდება ეს უდავო პირობა, რაც მოსამართლეებისთვის სანქციების მოხსნას გულისხმობს – მათ უნდა მოეხსნათ სანქციები, ვინაიდან ეს ცალკე წარმოშობს დიდ ცრუ აგრესიას, მათ შორის, მოქალაქეებში, რომლებიც იმ ფსიქოლოგიური ტერორის ტყვეები არიან, რომელსაც “ნაცმოძრაობა” ახორციელებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, “ის უსაფუძვლო სანქცირება, […]
სახალხო დამცველის ანგარიში – კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი უსაფრთხო გარემოს არსებობა

კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი უსაფრთხო გარემოს არსებობა. ამავე დროს, ჟურნალისტების საქმიანობას აფერხებს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მარეგულირებელი მოძველებული კანონმდებლობა, რომელიც არ უზრუნველყოფს უფლების ეფექტიანად დაცვის შესაძლებლობას, – ამის შესახებ სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული. ამასთან, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ სახალხო დამცველის აპარატის ინიციატივით, ევროპის საბჭოს ექსპერტმა, ჟურნალისტების დაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით […]
რუსთავის მერიამ მეცნიერ შალვა ამონაშვილის აკადემიასთან ერთად, სკოლამდელი აღზრდის სფეროში ახალი პროექტის განხორციელება დაიწო

რუსთავის მერიამ მეცნიერ შალვა ამონაშვილის აკადემიასთან ერთად, სკოლამდელი აღზრდის სფეროში ახალი პროექტის განხორციელება დაიწო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტი – „სკოლამდელ დაწესებულებათა აღმზრდელობითი და საგანმანათლებლო პროცესის ჰუმანიზაცია რუსთავში“, ქალაქის მერის ნინო ლაცაბიძისა და აკადემიკოს შალვა ამონაშვილის ინიციატივით ხორციელდება. ახალი პროექტი, რუსთავის ბაგა ბაღების თანამშრომლებისთვის ჰუმანური პედაგოგიკის მიმართულებით სპეციალური ტრენინგ კურსების […]
შალვა პაპუაშვილი – ჩვენმა ფეხბურთელებმა თავისი შეუპოვარი და ამავე დროს გააზრებული ბრძოლით ჩვენს თვალწინ ისტორია დაწერეს

ჩვენ მასშტაბური მოვლენის მომსწრე და მონაწილე გავხდით. ისტორია ჩვენს თვალწინ თავისი შეუპოვარი და ამავე დროს გააზრებული ბრძოლით ჩვენმა ფეხბურთელებმა დაწერეს, – ამ სიტყვებით გამოეხმაურა პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლას. მან ქართული ფეხბურთის დიდი წარმატება ყველას მიულოცა და აღნიშნა, რომ ფეხბურთს, თავისი მდიდარი ტრადიციებითა და მემკვიდრეობით გამორჩეული ადგილი უკავია […]