ეკა ხერხეულიძე „ოცნებას“ – მახსენდება სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისა“, როდესაც მაძღარი კაცი მომყმარს წვრილად დაფშვნილ პურს დაუყრის და ეუბნება, ეს მიირთვიო და თან აყვედრის, რა ღორულად ჭამო – ეს გემართებათ, მეგობრებო!

გყოფნით სითავხედე, ჩვენ გაქცეულ მოქალაქეებს უთხრათ, რომ ჩამობრძანდით, კეთილი ინებეთ, მანდ თქვენი პირობები დაარღვიეთ და აქ მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა. მახსენდება სულხან-საბას „სიბრძნე სიცრუისა“, როდესაც მაძღარი კაცი მომყმარს წვრილად დაფშვნილ პურს დაუყრის და ეუბნება, ეს მიირთვიო და თან აყვედრის, რა ღორულად ჭამო. ეს გემართებათ, მეგობრებო, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ „ქართული ოცნების“ წევრებს […]
მამუკა მდინარაძე – ვიდრე „ვეტინგზე“ თითს დაგვიქნევენ, მანამდე ადეიშვილი გადასცენ საკუთარ ქვეყანას, რომელიც ამ კაცმა გააუბედურა – გადმოგვცენ და მერე ვილაპარაკოთ, რა დავხუროთ და რა არა

სანამ „ვეტინგზე“ თითს დაგვიქნევენ, მანამდე ადეიშვილი გადასცენ საკუთარ ქვეყანას, რომელიც ამ კაცმა გააუბედურა – გადმოგვცენ და მერე ვილაპარაკოთ, რა დავხუროთ და რა არა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ზურაბ ადეიშვილის საკითხზე საქართველოს ხელისუფლებას რეაქცია ექნება. „ვეტინგებს და სხვა თემებს რომ ჩაგვჩიჩინებენ, ჩვენ, რომ ვხურავთ და ისინი არ […]
გაზის ტრანსპორტირების კომპანია – ქუთაისი-სოხუმის მ/გ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით გადაიდო

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ინფორმაციით, ქუთაისი-სოხუმის მ/გ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით გადადების გამო, მოსახლეობას ბუნებრივი გაზი უწყვეტი რეჟიმით მიეწოდება. ამის შესახებ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. „გაცნობებთ, რომ ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით გადაიდო. ამდენად, მ/წ 3 აპრილს 08:00-იდან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება არ შეუწყდებათ ხობის, წალენჯიხისა და ზუგდიდის გაზგამანაწილებელი სადგურების […]
სახალხო დამცველი – წინა წლებში გაკეთებული შეფასებების მსგავსად, სოციალური საცხოვრისების გარემო მკვეთრად არადამაკმაყოფილებელი და ღირსების შემლახავია

წინა წლებში გაკეთებული შეფასებების მსგავსად, სოციალური საცხოვრისების გარემო მკვეთრად არადამაკმაყოფილებელი და ღირსების შემლახავია,- ამის შესახებ ომბუდსმენის 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშის მიხედვით, განსაკუთრებით საყურადღებოა ოზურგეთის, ქუთაისის, გორის, თბილისის (ორხევის) საცხოვრისებში არსებული პირობები. „წინა წლებში გაკეთებული შეფასებების მსგავსად, სოციალური საცხოვრისების გარემო მკვეთრად არადამაკმაყოფილებელი და ღირსების შემლახავია, საცხოვრისების ნაწილი ვერ აკმაყოფილებს საცხოვრებლის ადეკვატურობის საერთაშორისო მინიმალურ სტანდარტებს და, […]
ნინო წილოსანი – კვოტირება ქალების პოლიტიკაში გაძლიერების ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი საშუალებაა – გუნდის პოზიციას ვეთანხმები

ეს პოლიტიკური პარტიები – “ლელოს” წარმომადგენლები იქნებიან, “ნაციონალური მოძრაობის”, თუ კონკრეტული ინდივიდუალური პოლიტიკოსები, არასდროს უჭერდნენ მხარს კვოტირებას და ახლა მათი მხრიდან ამ თემაზე აპელირება ნამდვილად ფარსია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ის არ ეთანხმება “გირჩის” მოტივაციას, რატომაც კვოტირების გაუქმებას მხარს უჭერენ, თუმცა საკუთარი გუნდის პოზიციას ეთანხმება. “კვოტირება […]
ზაზა ვაშაყმაძე იტალიის ელჩს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ დღეს იტალიის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბატონ მასიმილიანო დ’ანტუონოს უმასპინძლა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე სააგენტოს თავმჯდომარემ სტუმარს საქართველოში რეგისტრირებული კონფესიებისთვის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებისა და საკულტო შენობა-ნაგებობების გადაცემის პრაქტიკა გააცნო. „ამასთან, გააცნო რელიგიური ტოლერანტობის ტრადიცია, ისაუბრა ქართული ისლამის უნიკალურ მოდელსა და […]
ავსტრიის კანცლერი – ავსტრიამ რუსული ინფილტრაციის აღსაკვეთად უსაფრთხოება უნდა გააძლიეროს

ავსტრიის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის დაკავება რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის სერიოზული ბრალდებებით მიუთითებს იმაზე, რომ ავსტრიამ უნდა გააძლიეროს თავისი უსაფრთხოება რუსული ინფილტრაციის აღსაკვეთად, – ამის შესახებ ავსტრიის კანცლერმა კარლ ნეჰამერმა განაცხადა. მისი თქმით, ბრალდებები ეგისტო ოტის წინააღმდეგ, რომელიც აწ უკვე დაშლილ სადაზვერვო სააგენტოში მუშაობდა, იმდენად მძიმეა, რომ კანცლერმა ავსტრიის ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა დანიშნა. “ერთი მხრივ, ამ […]
3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 4 აპრილის დილამდე საქართველოში ამინდი გაურესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 4 აპრილის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მათივე ცნობით, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. საღამოს საათებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვაც.
ირაკლი ქადაგიშვილი – ყველაზე მეტად ქართულ სასამართლოს სჭირდება მისი დამოუკიდებლობის მიმართ ხელშეწყობა და არა ის ბულინგი, რა ბულინგიც საქართველოს სასამართლოს წინააღმდეგ მიმდინარეობს

2015-17 წლებში „რუსთავი – 2“- ის გენერალურმა დირექტორმა მოსამართლეების მიმართ გამოიყენა ტერმინები – გაუნათლებელი, კორუმპირებული, მარიონეტი, თემიდის ფსევდომსახური, ცულით შეიარაღებული, დაქირავებული, არამზადა, მონა, კრიმინალური ჯგუფის ლიდერი, ჯალათი, არაკომპეტენტური, თაღლითი, ნაძირალა, მექრთამე, მოღალატე, სამარცხვინო, ბიძინა ივანიშვილის მონა, ყველა დროის იუდა და ჩაწერა იმ დროს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის საუბარი,- ამის შესახებ პარლამენტის პლენარულს სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და […]
სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების პროგრამასთან დაკავშირებით კომისიის სხდომა გაიმართა

სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების პროგრამასთან დაკავშირებით დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში კომისიის სხდომა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, კომისიის სხდომას სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე, ჯანდაცვის სამინისტროსა და […]