ომბუდსმენის ანგარიში: საოკუპაციო რეჟჟიმმა კიდევ უფრო დაამძიმა დაკავებების უკანონო პრაქტიკა

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად 2023 წელი კვლავ სირთულეებით აღსავსე იყო კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობისთვის. ომბუდსმენი წერს, რომ გასულ წელს განსაკუთრებით საგანგაშო იყო საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამაზ გინტურის მკვლელობა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებები და არასათანადო მოპყრობის ფაქტები. ოფიციალური მონაცემებით, 2023 წელს საოკუპაციო ხაზზე, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 37 პირი (აქედან, 35 კაცი და […]

“საქართველოს ბანკის” ჯგუფმა მარეგულირებელი ორგანოებისა და აქციონერებისგან “ამერიაბანკის” შეძენაზე დასტური მიიღო

29 მარტს სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა “საქართველოს ბანკის” ჯგუფის მიერ სომხეთის წამყვანი უნივერსალური ბანკის, “ამერიაბანკის” შეძენაზე თანხმობა გასცა, შესაბამისად, მხარეები შეძენის შეთანხმების დასრულების ეტაპზე გადადიან. ცნობისთვის, 14 მარტს BOGG PLC-ის აქციონერთა კრებაზე “ამერიაბანკის” შეძენასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება 100%-იანი თანხმობით იქნა მიღებული. ჯგუფი ასევე აღნიშნავდა, რომ საქართველოს ეროვნული ბანკისგან დასტური მიიღეს და შეთანხმების დასრულებისთვის სომხური მხარის თანხმობა იყო […]

ჩრდილოეთ კორეამ, სავარაუდოდ, საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაისროლა

ჩრდილოეთ კორეამ ზღვისკენ, სავარაუდოდ, მყარი საწვავის მქონე საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების მიხედვით, რაკეტის გასროლა ფხენიანიდან, დილის 6:53 საათზე მოხდა. რაკეტამ დაახლოებით 600-650 კილომეტრის მანძილი დაფარა და კორეის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით, ზღვაში ჩამოვარდა. სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების სპიკერის, ი სუნგ ჯუნის თქმით, რაკეტის გაშვება, სავარაუდოდ, მყარი საწვავის ძრავის გამოცდასთან არის დაკავშირებული. რამდენიმე […]

ელისაშვილი: გენდერული კვოტირების გაუქმებას მხარს არ დავუჭერთ

პარტია მოქალაქეების ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, მისი გუნდი გენდერული კვოტების გაუქმებას მხარს არ დაუჭერს. “გენდერული კვოტების გაუქმების საკითხზე მთელი დავიდარაბაა ატეხილი. ჩვენი გირჩელი კოლეგების პატივისცემის მიუხედავად, ამ ინიციატივას ჩვენი პარტია მხარს არ დაუჭერს. ახლა, ამ ვითარებაში კვოტების გაუქმება არასერიოზულად მიგვაჩნია. გულახდილად რომ ვთქვა, მე ცოტა უცნაური პოზიცია მაქვს – ჩემი, პირადი. არც კვოტირების მომხრე ვარ […]

ქნესეთმა მიიღო კანონი, რომელიც Al Jazeera-ს მაუწყებლობის შეწყვეტას შესაძლებელს ხდის

ისრაელის ქნესეთმა კანონი მიიღო, რომელიც მთავრობას უფლებამოსილს ხდის, ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხის გამო უცხოური საინფორმაციო არხებს ისრაელში მუშაობა დროებით აუკრძალოს. კომუნიკაციების მინისტრის, შლომო კარჰის თქმით, ისრაელში Al Jazeera „მომდევნო დღეებში“ დაიხურება. „ისრაელში ჰამასის ინტერესების გამომხატველებისთვის გამოხატვის თავისუფლება არ იქნება. […] სისრულეში მოვიყვანეთ ეფექტური და სწრაფი იარაღი მათ წინააღმდეგ, ვინც პრესის თავისუფლებას ისრაელის უსაფრთხოებისა და ისრაელის თავდაცვის […]

Scorpions-ის კონცერტის ბილეთების ფასები ცნობილია – ჩამონათვალი

Black Sea Arena-მ გერმანული ჰარდ როკ ჯგუფის Scorpions-ის კონცერტის ბილეთების ფასები გამოაქვეყნა. ბილეთების ფასები 145 ლარიდან იწყება, შემდეგი კატეგორიები კი – 165 ლარი, 220 ლარი, 280 ლარი და 550 ლარი ღირს. ბილეთების გაყიდვა 3 აპრილს, 10:00 საათიდან BSA.ge-სა და TKT.ge-ზე დაიწყება. BSA.ge-ზე მომხმარებელს მხოლოდ კატეგორია “Star Ring”-ის ბილეთებს შეძენა შეეძლება, TKT.ge-ზე კი ნებისმიერი კატეგორიას. გერმანული […]

ბოკუჩავა: პოლიტიკიდან ქალების განდევნის მიზნით კვოტირებას აუქმებენ

ქალების დევნის ახალ პლაცდარმს ქმნიან აქ, პარლამენტში და პოლიტიკიდან ქალების განდევნის მიზნით კვოტირებას აუქმებენ. რატომ? იმიტომ, რომ ნაკლებმა ქალმა ისაუბროს ქალების ეკონომიკურ პრობლემებზე. რატომ? იმიტომ, რომ ისევ თავისი, კორუმპირებული ფეოდალებისთვის გაათავისუფლონ ადგილები პარლამენტში.

თურაზაშვილი: ამ პარლამენტში თუ ვინმე საუბრობს ფემიციდზე, ნაადრევ ქორწინებაზე, ვართ ქალები

· 53 · · ნაცვლად იმისა, რომ ერთად ვიმსჯელოთ, მათ შორის გენდერული საბჭოს ფორმატში, როგორ დავეხმაროთ და როგორ გავაძლიეროთ ადამიანები, სავალდებულო კვოტირების დაჩქარებული წესით ზარ-ზეიმით გაუქმებას აანონსებს ქართული ოცნება. მომავალში შესაძლებელია და მე იმედი მაქვს, რომ ასეთი ხელოვნური ჩარევა არ იქნებოდა საჭირო სავალდებულო კვოტირების სახით, მაგრამ დღეს ამის გაკეთება არ შეიძლება. ჯერ ძალიან ადრეა და […]

აფხაზეთში სამხედრო ვერტმფრენი „მი-24“ ჩამოვარდა

ოკუპირებული აფხაზეთის გულრიფშის რაიონის სოფელ ვლადიმიროვკაში ე.წ. თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი „მი-24“ ტიპის სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, – ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს. ზოგიერთი მედიასაშუალების ცნობით, ვერტმფრენმა „იძულებითი დაშვება განახორციელა“. გავრცელებული ინფორმაციით, ეკიპაჟის სამივე წევრი ცოცხალია, საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილზე ე.წ. „საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელი“ ლევ კვიცინია მივიდა. კატასტროფის გამომწვევი მიზეზების დასადგენად […]

ალეკო ელისაშვილი – კვოტების გაუქმება კი არა, დეპუტატების რაოდენობაა შესამცირებელი – სტატისტიკა, რომლის მიხედვით, 2022 წელს 18 დეპუტატს ხმა არ ამოუღია, დასტურია, რომ 150 დეპუტატი ამ ქვეყანას არ სჭირდება, 100 საკმარისი იქნებოდა

კვოტების გაუქმება კი არა, საქართველოს პარლამენტის წევრების რაოდენობაა შესამცირებელი. სტატისტიკა, რომ 2022 წელს 18 დეპუტატს ოპოზიციიდან და მმართველი პარტიიდან ხმა არ ამოუღია იმის დასტურია, რომ 150 დეპუტატი ამ ქვეყანას არ სჭირდება. 100 დეპუტატი საკმარისი იქნებოდა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა. როგორც ელისაშვილმა განმარტა, გენდერული […]