დავით უსუფაშვილი – „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების მთავარი პრობლემა პოლიტიკური თვალთმაქცობაა

“საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების მთავარი პრობლემა პოლიტიკური თვალთმაქცობაა – მისი რეალური დანიშნულება ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანაა, რომელიც დელეგატად წოდებულ დეპუტატს ისეთივე მაჟორიტარად წარმოიდგენს, ვისთანაც მას მანამდე ურთიერთობა ჰქონდა, – აღნიშნული შეფასება პარლამენტის ტრიბუნიდან “ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა გააკეთა. უსუფაშვილის განცხადებით, კანონში დაგეგმილი ცვლილებების საფუძველზე მმართველი პარტია შეეცდება, რეგიონებში დელეგატის სტატუსით მივლენილი “შეძლებული პირების“ მეშვეობით, რომლებიც წარსულში […]
ნიკოლოზ სამხარაძე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტებს შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, კითხვა-პასუხის რეჟიმში გამართული შეხვედრისას ნიკოლოზ სამხარაძემ ამერიკელ და ევროპელ სტუდენტებთან საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, საპარლამენტო დიპლომატიასა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გამახვილდა უსაფრთხოების გამოწვევებზე, ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში […]
ვახტანგ გომელაურმა იტალიის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს მასიმილიანო დ’ანტუონოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ვახტანგ გომელაურმა იტალიის ელჩს საქართველოში დიპლომატიური საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა. „შეხვედრის ფარგლებში, ხაზგასმით აღინიშნა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული მჭიდრო და ეფექტიანი თანამშრომლობის მნიშვნელობა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის […]
დიდმა ბრიტანეთმა ისრაელს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების დაღუპვის ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდა

დიდმა ბრიტანეთმა ისრაელს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების დაღუპვის ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდა. „ჩვენ ისრაელს ვთხოვთ, რომ სასწრაფოდ გამოიძიოს რა მოხდა, რადგან კითხვები არსებობს, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა. რიში სუნაკმა აღნიშნა, რომ ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები ღაზაში მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებენ. „მათ უფლება უნდა მიეცეთ, რომ ეს სამუშაო შეუფერხებლად შეასრულონ. ისრაელის მოვალეობაა […]
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა

პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის ცენტრი გაიხსნა. მათივე ცნობით, დღეს, წალენჯიხის მერის პირველმა მოადგილემ, ვანო ბურდულმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა, საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თემურ ჯანაშიამ, ენმ-ის პოლიტსაბჭოს წევრმა, ირაკლი გიორგობიანმა და ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა, იგორ ნარმანიამ, აუტიზმის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში პირველად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის […]
ირაკლი პეტრიაშვილი – საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად კანონის გარეშე გადავჭრათ გამოწვევები, რომლის წინაშეც საქართველოში ქალები დგანან

დღევანდელ რეალობაში უნდა გავითავისოთ, რომ საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის მზად კანონის გარეშე გადავჭრათ გამოწვევები, რომლის წინაშეც საქართველოში ქალები დგანან და ასეთი პრობლემა სამწუხაროდ არაერთია , – ამის შესახებ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც გენდერული კვოტირების გაუქმებას გულისხმობს, ქალების პოზიციებს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის […]
“რეგულაციების მიღებასთან ერთად, მისი მოქმედების გაკონტროლებაა საჭირო” – სამშენებლო პროდუქტების იმპორტიორი

სამშენებლო პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა ბაზარზე კონტროლს ეკონომიკის სამინისტროს ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო ახორციელებს, მომავალი წლიდან კიდევ 101 დასახელების პროდუქტი დაემატება – შესაბამის დადგენილებაში ცვლილება საქართველოს მთავრობის სხდომაზე სამინისტროს ინიცირებით დაამტკიცეს.
სამტრედიაში, ქმრის მკვლელობის ბრალდებით 29 წლის ქალი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამტრედიაში, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 29 წლის ქალი დააკავეს: “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ყოფით ნიადაგზე არსებული კონფლიქტის შედეგად, მეუღლე – 1987 წელს დაბადებულ მ.გ. ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა. დაჭრილი მამაკაცი მიყენებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა. საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და […]
ადეიშვილის ჰააგაში გამოჩენის შემდეგ პროკურატურამ ნიდერლანდს მიმართა, რომ ის დააკავონ

საქართველოს პროკურატურა მიმართავს ნიდერლანდის სამართალდამცავ უწყებებს, დააკავონ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი. ის დღეს ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებმა ჯგუფმა ჰააგაში უკრაინის დელეგაციასთან ერთად შენიშნა. „საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურატურამ მიმართა ნიდერლანდების კომპეტენტურ უწყებებს ზურაბ ადეიშვილის დაკავებისა და საქართველოში ექსტრადირების მიზნით“, – უთხრეს რადიო თავისუფლებას საქართველოს პროკურატურის პრესსამსახურში. ნიდერლანდში ჩასვლამდე ადეიშვილი იმყოფებოდა ბელგიასა და გერმანიაში. საჯაროდ […]
საერთო სასამართლოების დეპარტამენტი მაისურაძის განცხადებას “ცალსახა სიცრუეს” უწოდებს

საერთო სასამართლოების დეპარტამენტი მოსამართლე მადონა მაისურაძის განცხადებას “ცალსახა სიცრუეს” უწოდებს და ირწმუნება, რომ მაისურაძის ქმარი ბოლო პერიოდში “სისტემატურად არ ცხადდებოდა, ან ნახევარი სამუშაო დღის შემდეგ მიდიოდა სამსახურიდან”. მადონა მაისურაძე ვეტინგის მომხრე ერთ-ერთი მოსამართლეა. მან დღეს ფეისბუქზე დაწერა, რომ მის ამ პოზიციას ქმრის სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა. “გავრცელდა მოსამართლე მადონა მაისურაძის ყოვლად უსაფუძვლო განცხადება, თითქოს მისი მეუღლე […]