რუსეთმა ცენტრალურ უკრაინაში დრონებით ენერგო ობიექტები დააზიანა

სამშაბათს უკრაინის სამხედრო უწყებამ განაცხადა, რომ რუსულმა დრონებმა ღამის განმავლობაში დნიპროპეტროვსკის და კიროვოჰრადის რეგიონებს დაარტყეს. კიროვოჰრადში სამიზნე ენერგო ობიექტი იყო. დნიპროპეტროვსკის რეგიონის თავზე ცხრა დრონი ჩამოაგდეს, სადაც დრონების ნამსხვრევებმა დედაქალაქ დნიპროში ორ ადგილზე, ხანძარი გამოიწვია. „ტელეგრამზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ორივე ხანძარი ჩააქრეს. „უკრენერგომ“ „ტელეგრამზე“ თქვა, რომ კიროვოჰრადის რეგიონში დრონი მაღალი ძაბვის ქვესადგურს მოხვდა და […]
რესპუბლიკელები იმედოვნებენ, რომ ტრამპისთვის შავკანიანი ამომრჩევლების ხმებს მოიპოვებენ, რაც იოლი არ იქნება

ორლანდო ოუენსი, იშვიათი შავკანიანი რესპუბლიკელი აქტივისტი, მილუოკის მეტწილად შავკანიანებით დასახლებული რაიონიდან, იმედოვნებს, რომ მიმდინარე საარჩევნო სეზონი შესაძლოა განსხვავებული იყოს. იმ დროს, როდესაც ეროვნული გამოკითხვები დემოკრატ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიმართ ენთუზიაზმის ქრობას აჩვენებს, განსაკუთრებით შავკანიან ამომრჩევლებში, რომლებიც ამბობენ, რომ გაწბილებული არიან ეკონომიკის და სხვა საკითხებში მისი ქმედებებით, ვისკონსინის შტატის რესპუბლიკური პარტიის ოფიციალური პირები და აქტივისტები ამაში […]
ტრამპმა ქონების ჩამორთმევა თავიდან აიცილა

1 აპრილს, დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკის სამოქალაქო სასამართლოში $175 მილიონის ოდენობის გირაო დაფარა. ამით ამერიკის ყოფილმა პრეზიდენტმა მის წინააღმდეგ წარმოებულ სამოქალაქო საქმეში, თავიდან აიცილა შტატის ხელისუფლების მიერ აქტივების ჩამორთმევა, რაც მისი ბიზნესიმპერიის საქმიანობას მნიშვნელოვანი შეფერხებით ემუქრებოდა. ნიუ-იორკის სასამართლომ ტრამპს 16 თებერვალს პასუხისმგებლობა დააკისრა საკუთარი ქონების შეფასებისას, მილიარდობით დოლარის თაღლითურად გადაჭარბების გამო, რათა სესხისა და დაზღვევის უკეთესი […]
ნათია თურნავა ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს აბრამ პეილის შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან აბრამ პეილთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებსა და ირანთან დაკავშირებით სანქციების აღსრულების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო ამ მიმართულებით სებ-ის მიერ გატარებულ ზომებსა და გაწეულ სამუშაოს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სებ-ი დროულად […]
სტამბოლში ღამის კლუბში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა

სტამბოლის ცენტრში, ღამის კლუბ Masquerade-ში დღის საათებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 29-მდე გაიზარდა. მერის თქმით, ამ დროისთვის ხანძარი ჩააქრეს და დაშავებულებს საავადმყოფოში მკურნალობენ. ქალაქის გუბერნატორის ადმინისტრაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამ დრომდე 6 ადამიანი დააკავეს. ღამის კლუბი ბეშიქთაშის რაიონში 16-სართულიანი შენობის ქვემოთ მდებარეობდა.
პარლამენტარი ქალების უმრავლესობა კვოტირების გაუქმებას ემხრობა

პარლამენტარი ქალების უმრავლესობა კვოტირების გაუქმებას ემხრობა პარლამენტარი ქალების უმრავლესობა გენდერული კვოტირების გაუქმებას მხარს დაუჭერს. საკანონმდებლო ორგანოში მყოფი 27 ქალი დეპუტატიდან 14 – გირჩის ინიციატივის მხარდაჭერას გეგმავს. აქედან 13 ქართული ოცნების წევრია – 1 კი მთავრობის სატელიტი პარტიის, ხალხის ძალის წარმომადგენელი, ეკა სეფაშვილი. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გენდერული კვოტირების სისტემის გაუქმებას პირველი მოსმენით […]
ბექა ლილუაშვილი – დღეს უკვე გავიგეთ, რომ არა მხოლოდ კანონების ჭრა-კერვა, არამედ გარიგებებია – დღევანდელ პარლამენტში მკაფიოდ დავინახეთ, რომელი პარტია რომელთან შედის კოალიციაში

დღევანდელ პარლამენტში ვხედავთ იმას, თუ რომელი პარტია რომელთან შედის კოალიციაში, დღეს ეს მკაფიოდ დავინახეთ , – ამის შესახებ “საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბექა ლილუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა. მან ისაუბრა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებით „გირჩის“ ინიციატივაზე, მისი თქმით, საინტერესოა, კიდევ რა გაიცვალა „გირჩისა“ და „ქართული ოცნების“ გარიგებით. „გუშინ გავიგეთ, რომ თურმე “გირჩსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის […]
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვირეულის“ ლოგოს კონკურსში გამარჯვებული სტუდენტი გამოავლინეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „სტუ-ის ახალგაზრდა მეცნიერთა სამეცნიერო კვირეულის“ ლოგოს შესაქმნელად გამოცხადებული კონკურსის საუკეთესო სტუდენტური ნამუშევარი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, კონკურსში, რომელიც საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩაატარა, საკონკურსო ჟიურიმ გამარჯვებულად სტუ-ის დიზაინის საერთაშორისო სკოლის ბაკალავრიატის მე-3 კურსის სტუდენტის, ნიკა ცეცხლაძის მიერ შექმნილი ლოგო დაასახელა. […]
პროკურატურა – ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტებზე ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტებზე, ერთი პირი დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ნარკოტიკულ საშუალებებს „ბუპრენორფინს“ და „გამომშრალ მარიხუანას“. ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ ნაწილი მან თბილისში გაასაღა. „მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის […]
ენტონი ბლინკენი – უკრაინაში მიმდინარე ომში უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტი დადგა – აუცილებელია, რომ უკრაინელები იღებდნენ იმას, რაც სჭირდებათ

უკრაინაში მიმდინარე ომში უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტი დადგა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა პარიზში ვიზიტის დროს განაცხადა. ბლინკენმა აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში “უაღრესად მნიშვნელოვანი მომენტი დადგა და აშშ-ის კონგრესს კიევისთვის ამერიკული დახმარების განბლოკვისკენ მოუწოდა. “სრულიად აუცილებელია, რომ უკრაინელები იღებდნენ იმას, რაც სჭირდებათ თავდაცვის გასაგრძელებლად, განსაკუთრებით საარტილერიო ჭურვებსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს… ეს […]