სუს-ის დისკრედიტაციის მიზნით, სხვა არაფერი დარჩენიათ, თითიდან გამოწოვილ გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე ვიღაცის თითქოსდა მოწამვლის შესახებ აჟიოტაჟი აეტეხათ

„ფარდისა და ტყავის გაძრობის ტოლფასი იყო მათთვის ჩვენი სპეცსამსახურების მიერ რუსეთში ტერორისტული აქტების ჩასატარებლად გამიზნული ასაფეთქებელი ნივთიერებების ამოღება, საიდანაც ნაწილი სავარაუდოდ, საქართველოში დივერსიული აქტებისთვის იყო განკუთვნილი,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ვერ პატიობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ეფექტიან მუშაობას, რითაც მათი არაერთი რევოლუციური სცენარი გამოააშკარავა. […]

საზოგადოებამ 2024 წელს ერთიანობა უნდა დააფიქსიროს, რომ ქართულ პოლიტიკას მატყუარები ჩამოსცილდნენ – დიმიტრი ხუნდაძე

„რადიკალური პროცესები საქართველოში გარე დაფინანსებით, უცხოური კუპიურების წყალობით ხდება. ალბათ ახლა მაინც ხვდება საზოგადოების უდიდესი ნაწილი, თუ რატომ გვინდოდა შემოგვეღო გამჭვირვალობის შესახებ კანონი, რომელიც საზოგადოებას სიმართლით უზრუნველყოფდა“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას. დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ქართულმა ოპოზიციამ და მათმა დამკვეთებმა ახალი პიარკამპანია მოიგონეს, რომლის მიხედვითაც […]

რამდენი საქმეც სტრასბურგში წავიდა, თითქოს, ქართული სასამართლოს მიერ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო მიღებული, სტრასბურგმა ყოველ ჯერზე თქვა, რომ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სამართლიანი და კანონიერი

რამდენი საქმეც სტრასბურგში წავიდა, თითქოს, ქართული სასამართლოს მიერ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო მიღებული, სტრასბურგმა ყოველ ჯერზე თქვა, რომ საქართველოს სასამართლოს გადაწყვეტილება იყო სამართლიანი და კანონიერი ყოველ ჯერზე, როდესაც საქმე ობიექტურ კრიტერიუმებზე მიდგება ხოლმე, სასამართლო ყოველთვის მართალი აღმოჩნდა,“ – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. სუბარის თქმით, სასამართლოს სუვერენიტეტი ერთ-ერთი […]

გერმანია უკრაინას 180 000 საარტილერიო ჭურვით დაეხმარება

უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესყიდვის გეგმის ფარგლებში, რისი ინიციატივაც ჩეხეთს ეკუთვნის, გერმანია უკრაინას 180 000 საარტილერიო ჭურვით დაეხმარება. გერმანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დახმარების ღირებულება $618 მილიონია. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის შემდეგ, უკრაინა საარტილერიო საბრძოლო მასალის მწვავე საჭიროებაზე საუბრობს, რომელიც იწურება. 1000 კილომეტრიან ფრონტის ხაზზე, ძირითადად სტატიკური პოზიციების შესანარჩუნებლად, მხარეები ძირითადად საარტილერიო ცეცხლს იყენებენ. გასულ თვეში, […]

“უნებლიე” და “ტრაგიკული” – ნეთანიაჰუ ისრაელის ძალების საჰაერო დარტყმის შედეგად, ჰუმანიტარული დახმარების პერსონალის დაღუპვაზე საუბრობს

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელის საჰაერო თავდასხმა, რომლის შედეგადაც, საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენლები დაიღუპნენ, უნებლიე და „ტრაგიკული“ იყო. საუბარია 7 ადამიანზე, რომლებიც ღაზაში ცნობილი შეფ-მზარეულის, ხოსე ანდრესის საქველმოქმედო ორგანიზაცია “ვოლდ ცენტრალ ქითჩენისთვის” (World Central Kitchen) მუშაობდნენ. ისრაელის სამხედრო უწყება პირობას დებს, რომ მომხდართან დაკავშირებით, დამოუკიდებელი გამოძიება წარიმართება. ავტომობილების კოლონაზე თავდასხმა დაადასტურა ისრაელის სამხედრო უწყებამაც. შედეგად, დაიღუპნენ […]

ნათია თურნავა ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს აბრამ პეილის შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ირანის საკითხებში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან აბრამ პეილთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს. ეროვნული ბანკის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს არსებულ გეოპოლიტიკურ გამოწვევებსა და ირანთან დაკავშირებით სანქციების აღსრულების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო ამ მიმართულებით სებ-ის მიერ გატარებულ ზომებსა და გაწეულ სამუშაოს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სებ-ი დროულად და ეფექტურად […]

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში” ცვლილებას გენდერული კვოტირების გაუქმების თაობაზე მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „საარჩევნო კოდექსში” ცვლილება განიხილა, რომელიც გენდერულ კვოტირებასა და პარტიული სიების წარდგენას ეხება. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კანონპროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიები არ იქნებიან ვალდებულნი თავიანთი საარჩევნო სია დააკომპლექტონ გენდერული კვოტირების მოთხოვნების შესაბამისად. გარდა ამისა, პროექტით პარტიულ სიაში საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატთა რაოდენობის მინიმალური ოდენობა განისაზღვრება 30-ით, ნაცვლად 60-ისა. „ცვლილება შედის, […]

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რითაც სამხედრო მობილიზაციის ასაკი 27-დან 25 წლამდე მცირდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მობილიზაციის შესახებ კანონს მოაწერა ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის­ უმაღლესი რადას ვებგვერდი ავრცელებს. კანონის თანახმად, მობილიზაციის ასაკი 27 წლიდან 25 წლამდე მცირდება. შესაბამისი “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონპროექტის თანახმად, კანონპროექტი პრეზიდენტის ხელმოწერით უმაღლეს რადაშია დაბრუნებული. ცნობისთვის, უმაღლესმა რადამ აღნიშნულ კანონპროექტს 2023 წლის 30 მაისს დაუჭირა მხარი.

ხობში ავტომობილი ხეს შეეჯახა, მძიმედ დაშავდა ორი პირი

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი პირი მძიმედ დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად დაშავებული დედა-შვილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ქალის კი, საშუალო სიმძიმის. შსს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე […]

“საბერძნეთთან მატჩის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გამარჯვება მოგვილოცა” – ლევან კობიაშვილი

“საბერძნეთთან მატჩის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გამარჯვება მოგვილოცა” – ლევან კობიაშვილი საბერძნეთთან მატჩის შემდეგ, ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გამარჯვება მოგვილოცა და მადლობა გადაგვიხადა ამ უდიდესი წარმატებისთვის – ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა განაცხადა. “რამდენიმე მედიასაშუალებამ მომეტებული ინტერესი გამოხატა იმის შესახებ, მიიღო თუ არა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიული […]