“ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს – „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, უმრავლესობის წევრები მოსამართლეთა სანქცირების, „ვეტინგის“და ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობენ

“ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. “ქართული ოცნების” ოფისში დეპუტატები 21:00 საათიდან შეიკრიბნენ. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში უკვე მეორედ საპარლამენტო უმრავლესობის შეკრების მიზეზი მოსამართლეთა სანქცირების, მმართველი გუნდის მიმართ „ვეტინგის“ მოთხოვნისა და ლგბტ პროპაგანდასთან დაკავშირებული საკითხები გახდა. სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ჩაკვეტაძემ გააკეთა, მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხს […]
„შვეიცარიამ რუსული აქტივების მხოლოდ 5% გაყინა, უკრაინას მეტის იმედი აქვს“ – დმიტრო კულება

„შვეიცარიამ თავისი იურისდიქციის ქვეშ მყოფი რუსული აქტივების მხოლოდ დაახლოებით 5% გაყინა. უკრაინას მეტის იმედი აქვს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ შვეიცარიულ გამოცემა Swissinfo-სთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად შვეიცარიაში 7,5 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ($8,2 მილიარდი) ღირებულების რუსული აქტივებია გაყინული. საუბარია იმ პირების აქტივებზე, რომლებიც შვეიცარიის სანქციებს ექვემდებარებოდნენ. მაგრამ ეს არის ქვეყანაში არსებული […]
ტეილორ სვიფტი „ფორბსის“ მილიარდერების სიას შეუერთდა

ამერიკელი მუსიკოსი ტეილორ სვიფტი „ფორბსის“ მილიარდერების სიას შეუერთდა. როგორც გამოცემა წერს, მომღერლის ქონებამ წელს პირველად გადააჭარბა 1 მილიარდ აშშ დოლარს, რაც 2023 წლის ოქტომბერში მუსიკოსის წარმატებული ტურნეს დამსახურებაა. „ფორბსის“ მიხედვით, ტეილორ სვიფტის ქონება 1.1 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. გამოცემა აღნიშნავს, რომ ის პირველი მუსიკოსია, რომელიც მილიარდერთა სიაში მხოლოდ საკუთარი სიმღერებისა და წარმოდგენების წყალობით მოხვდა. „ფორბსის“ […]
Microsoft-ი და OpenAI $100-მილიარდიან პროექტს განახორციელებენ

The Information-ის ინფორმაციით, Microsoft-ი და მის მიერ მხარდაჭერილი სტარტაპი OpenAI უმსხვილესი მონაცემთა ცენტრის პროექტზე მუშაობენ, რომლის ღირებულებაც $100 მილიარდი იქნება. პროექტის განხორციელება 2028 წლისთვისაა დაგეგმილი. მედია სააგენტოს ინფორმაციით, პროექტს სრულად Microsoft-ი დააფინანსებს. ამჟამად კომპანიები სუპერკომპიუტერების შექმნის მესამე ფაზაში იმყოფებიან. მომდევნო ორი ფაზის წარმატებაში კი გადამწყვეტ როლს მოწინავე ტექნოლოგიების მქონე მიკროჩიპები ითამაშებს. მაგალითისთვის, Nvidia-ს უახლესი ჩიპის […]
“აფხაზეთი საქართველოა – ცვეიბას თბილისში წასვლა აუკრძალეს” – განაცხადა რუსეთში მოღვაწე სპორტულმა ჟურნალისტმა

რუსეთში მოღვაწე სპორტულმა ტელეჟურნალისტმა გრიგორი თვლათვაძემ, რომელიც სოხუმშია დაბადებული, sports.ru-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აფხაზეთი საქართველოა. – თქვენ ამბობდით, რომ სოხუმი და საერთოდ აფხაზეთი საქართველოა და იქ წასვლა არ შეგიძლიათ. ყველაფერი ისევ ისეა? – დიახ, წასვლა არანაირად არ შემიძლია. ჩემი გვარი იქ აკრძალულია. სამშობლოსგან მოწყვეტა ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი ნაწილია. ბაბუის და ბებიის საფლავზეც კი არ […]
ეროვნული ლიგა. VI ტური. “ტორპედო” – “კოლხეთი” [LIVE]

ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში “ტორპედო” ფოთის “კოლხეთს” მასპინძლობს.
მაკა ბოჭორიშვილი მოსწავლე-ახალგაზრდებს შეხვდა

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა გლდანი-ნაძალადევის რაიონის 15 სკოლის 30-მდე მოსწავლესთან საჯარო ლექცია გამართა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი თემა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, თანამშრომლობის ისტორია და მიმართულებები, ასევე ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა იყო. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიკაზე, საქართველოსთვის ევროპული საბჭოს 2023 წლის 14 დეკემბრის გადაწყვეტილების ისტორიულ მნიშვნელობასა და კანდიდატის სტატუსის მინიჭებით […]
სოფელ ჭარნალში საზოგადოებრივი სკვერის მშენებლობა დაიწყო

სოფელ ჭარნალში საზოგადოებრივი სკვერის მშენებლობა დაიწყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სოფელ ჭარნალში საზოგადოებრივი სკვერის მშენებლობა დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა დიასამიძე გაეცნო. პროექტის ფარგლებში მოეწყობა განათების სისტემები, საბავშვო ატრაქციონები, ტრენაჟორები, დაიგება მწვანე საფარი და განთავსდება საპარკო ინვენტარი, რეკრეაციული სივრცე დაახლოებით 1700 კვ. მ ტერიტორიაზე განთავსდება, ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს ტერიტორიის მოსამზადებელი სამუშაოები. პროექტი, […]
გერმანიაში დააკავეს რუსული გემი, რომელზეც აშშ-სთვის განკუთვნილი ურანი აღმოჩნდა

გერმანიის საბაჟომ დააკავა რუსული გემი Atlantic Navigator 2-ი, რომელზეც მერქანი და გამდიდრებული ურანი აღმოჩნდა. ტვირთი განკუთვნილი იყო აშშ-სთვის. 193 მეტრის სიგრძის გემის მარშლის კუნძულების დროშის ქვეშ მიცურავდა და ტექნიკური პრობლემების გამო, 4 მარტს როსტოკის პორტში იძულებით გაჩერდა. გემმა გარკვეული დაზიანება ყინულით დაფარული წყლის აკვატორიის გავლის შედეგად მიიღო. რადგან ევროკავშირის მიერ სანქცირებული საქონელი გადაჰქონდა, როგორც როსტოკის […]
რუსეთმა აზერბაიჯანში ტყის პროდუქტების ექსპორტი 20%-ით გაზარდა

2024 წლის დასაწყისიდან აზერბაიჯანმა რუსეთის პერმის რეგიონიდან 49,8 ათასი კუბური მეტრი ხე-ტყე შეიტანა. ეს 20%-ით მეტია 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (41,4 ათასი კუბური მეტრი). ამის შესახებ ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის ფედერალური სამსახურის (როსსელხოზნადზორი) ინფორმაციაშია ნათქვამი. ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის მარტში „როსსელხოზნადზორის“ დეპარტამენტმა კიროვის ოლქის, უდმურტის რესპუბლიკისა და პერმის ტერიტორიის საკარანტინო ფიტოსანიტარული კონტროლი აზერბაიჯანში გასატანად […]