“უხერხული ამბავია” – გვარამია ცნობებზე, რომ ნაყოფია ენმ-ის ბორდის თავმჯდომარე ხდება

პარტია ახალის ლიდერი ნიკა გვარამია ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს ყოფილი თავმჯდომარის კობა ნაყოფიას სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. ტვ პირველის ეთერში ნიკა გვარამია პირველების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილი კობა ნაყოფიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ პარტიის ბორდის თავმჯდომარე გახდეს. გვარამიას თქმით, “გაუკვირდება”, თუ კობა ნაყოფია ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და აღნიშნავს, რომ […]

არაბიძის მორიგი ულამაზესი გოლი – “ტორპედო” სახლში “კოლხეთთან” მარცხდება [VIDEO]

ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში “ტორპედო” “კოლხეთს” მასპინძლობს და პირველი ტაიმის შემდეგ 1:2 მარცხდება. მასპინძლები შორიდან დიდებული გოლით არაბიძემ დააწინაურა, თუმცა მალე ფოთელმა ფირანაშვილმა ანგარიში არანაკლებ ლამაზი გოლით გაათანაბრა. შემდეგ მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო ქუთაისელთა მცველი ნადარაია გააძევა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში კი კლიმოვმა “კოლხეთი” წინ გაიყვანა.

მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროპული ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა და კომიტეტის წევრმა გიორგი ბარვენაშვილმა შეხვედრა გამართეს საქართველოში ევროპის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტთან ჯონ ბრაეკველდტსთან. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს და ევროკავშირს შორის ეკონომიკური ინტეგრაციისა და განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. „შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს რეგიონული მნიშვნელობა და აზიასთან დამაკავშირებელი შუა დერეფნის პერსპექტივა. იმსჯელეს, ევროკავშირის ბიზნეს პლატფორმების ფარგლებში, საქართველოს აქტიური […]

აზერბაიჯანში ფულადი გზავნილები შემცირდა

2024 წლის იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანულმა ბანკებმა ფულის სწრაფი გადარიცხვის სისტემებით 317,9 მილიონი მანეთი მიიღეს. როგორც ადგილობრივი მედია აზერბაიჯანის ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით იუწყება, საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანული ბანკებიდან საზღვარგარეთ გაგზავნილმა თანხებმა 87,4 მილიონი მანათი შეადგინა. 2023 წლის იანვარ-თებერვალთან შედარებით, აზერბაიჯანში ფულადი გზავნილები 31,2%-ით (144,5 მლნ მანეთი) შემცირდა, ხოლო აზერბაიჯანული ბანკებიდან საზღვარგარეთ გზავნილები – 29,6%-ით (36,7 მლნ მანეთი).

,, ეგ რა კაცია, ცოლი ვერ გაუჩერებია… ეს გიგას პრობლემაა…” – რას იხსენებს თამარ ჩერგოლეიშვილი

,,ევროპული საქართველოს” წევრმა, თამარ ჩერგილეიშვილმა ,,ტვ პირველის” ეთერში გენდერული კვოტირების შესახებ განაცხადა: ,,ამ კვოტირებულ ქალებს ხომ ისევ კაცები არჩევენ და კაცები კვოტირებულ ქალებს არჩევენ მორჩილების ნიშნით. შესაბამისად, იქმნება სტერეოტიპი, რომ ქალი უნდა იყოს კაცების მორჩილი. ყველა ქალი, კვოტით და უკვოტოდ, რომელიც პარტიებში მოწინავე ადგილებში მოხვდა, მოხვდა მორჩილების ნიშნით და ის ქალები, მაგალითად მე, ვინც მორჩილები […]

Bloomberg – ნატო უკრაინისთვის 100 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფონდის შექმნის იდეით გამოდის

ნატო უკრაინისთვის 100 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფონდის შექმნის იდეით გამოდის. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Bloomberg საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ფონდის შექმნის იდეით გამოვიდა, რომელშიც 5 წლის მანძილზე წევრი სახელმწიფოები ჯამში 100 მილიარდი დოლარის ოდენობის შენატანებს განახორციელებენ. გამოცემის წყაროს ცნობით, ალიანსის წევრები ჯერ კიდევ განიხილავენ სტოლტენბერგის იდეას […]

ანა ნაცვლიშვილი – ერთადერთი, რითაც მმართველი ძალა დაკავებულია საარჩევნო წელს არის ის, რომ მიიტაცოს ძალაუფლება და ერთმანეთში გაიყონ კორუმპირებულმა კაცებმა – მაჟორიტარები ჰყავთ დასაბინავებელი

დავარქვათ ყველაფერს თავისი სახელი, „გირჩი“ „ოცნებას“ ეხმარება კორუმპირებული კაცების სიაში ჩასმაში , – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, რითაც გენდერული კვოტების გაუქმების შესახებ „გირჩის“ ინიციატივას გამოეხმაურა. ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, გენდერული კვოტების გაუქმების პროცესში „გირჩი“ მთავარი ფიგურა არ არის და ეს სინამდვილეში „ქართული ოცნების“ სცენარია. „ერთადერთი, რითაც მმართველი […]

რუსეთმა სარაკეტო იერიში მიტანა ქალაქ დნიპროზე. არიან დაჭრილები, მათ შორის ბავშვები

რუსეთის ჯარებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ დნიპროზე, სადაც დაშავებულია 13 ადამიანი, მათ შორის ხუთი ბავშვია. ამის შესახებ განაცხადა დნიპროს სამხარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ლისაკმა, რომლის ინფორმაციითაც სარაკეტო იერიშის შედეგად დაზიანდა ქალაქის ერთ-ერთი საგანმანათლებლო დაწესებულება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დნიპროს თავდასხმაზე კომენტარი არ გაუკეთებია. უკრაინის დიდი ქალაქები თითქმის ყოველდღიურად ექვემდებარებიან მასიურ სარაკეტო თავდასხმებს. სამშაბათს, უკრაინის […]

სად იქნება ნაყოფია – “ახალთან” თუ ჩაიბარებს ენმ-ის ბორდის ხელმძღვანელობას – რა ინფორმაცია აქვს გვარამიას

სად წავა კობა ნაყოფია – შეუერთდება “ახალს” თუ “ნაციონალური მოძრაობის” ბორდის ხელმძღვანელობას ჩაიბარებს – ნიკა გვარამიას თქმით, მას კობა ნაყოფიას პოზიციაზე ინფორმაცია არ აქვს. “პირველების” ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი კობა ნაყოფიასთან მოლაპარაკებას აწარმოებს, რომ პარტიის ბორდის ხელმძღვანელობა ჩაიბაროს. კობა ნაყოფია ამ დრომდე ნაცმოორაბის წევრია და პარტიის საპარლამენტო ფრაქციში რჩება. რომ გითხრათ, რომ ყველა ინფორმაციას ვფლობ ამ […]

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსი ტერორისტები უკრაინაზე დარტყმებისთვის ყოველ ჯერზე სულ უფრო შორი მანძილის პასუხებს იღებენ

რუსი ტერორისტები უკრაინაზე დარტყმებისთვის პასუხს იღებენ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ მომენტისთვის ქალაქ დნიპროში სამაშველო სამუშაოები გრძელდება რუსული სარაკეტო დარტყმის შემდეგ, რომლის შედეგადაც 13 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 5 ბავშვი. “ყველა სამსახური ადგილზეა. და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც რეაგირებას ახდენს, ვინც დარტყმების ადგილზე გადის, რათა რაც შეიძლება სწრაფად […]