ესენი არიან მტრები, ჩვეულებრივი აგენტები – მიხეილ ყაველაშვილი ნაც.მოძრაობაზე
ესენი არიან მტრები, ჩვეულებრივი აგენტები – მიხეილ ყაველაშვილი ნაც.მოძრაობაზე „ხალხი ხედავს, რომ ეკონომიკა, ბიუჯეტი გაიზარდა და ქვეყანა ვითარდება. ოპოზიცია კი ფიქრობს, თუ ხელისუფლებას არჩევნების გზით ვერ შევცვლი, ყველაფერი უნდა გავაკეთო, რომ ქვეყანაში ყველაფერი დადებითი ჩავახშო,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა. მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის მტერია. „ადამიანი თუ […]
შარლ მიშელი აცხადებს, რომ უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა ევროკავშირში საკვანძო პრიორიტეტს წარმოადგენს

უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა ევროკავშირში საკვანძო პრიორიტეტს წარმოადგენს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ვილნიუსში ვიზიტის დროს განაცხადა. “ჩვენს წინაშე ძალიან სერიოზული გამოწვევები დგას, ამიტომ სამ პრიორიტეტს ვხედავ. უპირველეს ყოვლისა, ძლიერი და უსაფრთხო ევროკავშირი უნდა ავაშენოთ. ევროკავშირის ქვეყნების თავდაცვისუნარიანობა უნდა გავაუმჯობესოთ და უკრაინას უნდა ვეხმარებოდეთ იმდენად, რამდენიც საჭირო იქნება. ყველა შესაძლო რესურსის მობილიზება […]
ჯო ბაიდენმა და სი ძინფინგმა სატელეფონო მოლაპარაკებები გამართეს

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინფინგმა, ნოემბერში შეხვედრის შემდეგ, პირველი პირდაპირი მოლაპარაკებები გამართეს. ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი 2022 წლის ივლისის შემდეგ არ გამართულა. თეთრი სახლის ცნობით, მხარეებმა უკრაინაში და ღაზის სექტორში მიმდინარე ომები და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შესაძლებლობები განიხილეს. ასევე ის საკითხები, რომლებმაც ოფიციალური ვაშინგტონისა და პეკინის ურთიერთობები დააზიანა, მათ […]
არაბიძის შედევრი გოლები – კაცნაკლულმა “ტორპედომ” “კოლხეთს” თამაში შემოუტრიალა [VIDEO]

ეროვნული ლიგის მეექვსე ტურში „ტორპედომ“ საკუთარ მოედანზე „კოლხეთი“ 3:2 დაამარცხა. სტუმრებმა მასპინძელთა სასტარტო შეტევები მოიგერიეს, თამაში გათანაბრდა და როდესაც თითქოს მათ კარს საფრთხე არ ემუქრებოდა არაბიძემ მეკარე რიაბენკოს თქვენი მოწონებული გოლი გაუტანა. თუმცა მალე ფირანაშვილმა არანაკლები სილამაზის გოლით ანგარიში გაათანაბრა. შემდეგ მსაჯმა ბოლო იმედის ჯარიმის გამო ქუთაისელთა მცველი ნადარაია გააძევა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში კი […]
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები პარლამენტს მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭიროს გენდერული კვოტის გაუქმებას

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, მხარი არ დაუჭიროს სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმებას. ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს. მათივე განცხადებით, საკანონმდებლო ინიციატივა ეწინააღმდეგება 2017 წელს კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებს, რომელიც ადგენს სახელმწიფოს […]
ნუ გეშინიათ, არავინ დაგიჭერთ, ქვეყანას თუ არ დაანგრევთ – გვარამია ხელისუფლებას

“ნუ გეშინიათ, არავინ დაგიჭერთ, ქვეყანას თუ არ დაანგრევთ” – ამ სიტყვებით მიმართავს “ოცნების” ხელისუფლებას ნიკა გვარამია. გვარამიას თქმით, ქვეყანას სჭირდება ხელისუფლების მშვიდობიანად ცვლილება და პოლიტიკური შურისძიება არ უნდა მოჰყვეს ცვლილებებს. ჩვენ უნდა შევცვალოთ ყველა ვარიანტში, არ შეიძლება მართლა გვმართავდეს ხელისუფლება, რომელიც დგას ორ შიშზე – ომის შიშსა და სირცხვილის შიშზე და ამუნათებს ადამიანებს ამ ორი […]
ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგში 581-ე ადგილზეა

Forbes-ის 2024 წლის მილიარდერების სიის მიხედვით, 48 წლის ქართველი ბიზნესმენი, მიხეილ ლომთაძე 581-ე ადგილს მას შემდეგ იკავებს, რაც მისი ქონების ღირებულება 2023 წლის შემდეგ $3.7 მილიარდიდან $5.2 მილიარდამდე გაიზარდა. ამავე სიაში ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი 624-ე ადგილს იკავებს, ხოლო მისი ქონების ღირებულება $4.9 მილიარდია. ლომთაძე ყაზახური საფინანსო ტექნოლოგიური [ფინტექ] კომპანიის, Kaspi-ს მმართველი საბჭოს ხელმძღვანელი […]
„გულდასაწყვეტი იქნება თუ სხვისგან გავიგებ“ — გვარამია ნაყოფიას ენმ-ის მენეჯმენტში შესაძლო დაბრუნებაზე

პარტია „ახალის“ თანადამფუძნებელი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ არ იცის გეგმავს თუ არა კობა ნაყოფია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობის“ ბორდის ხელმძღვანელი გახდეს. გვარამია აღნიშნავს რომ „უცნაური და გულდასაწყვეტი იქნება“ თუ ეს მოხდება და თავად ამის შესახებ სხვისგან გაიგებს. გვარამიამ აღნიშნული განცხადება ტელეკომპანია პირველის გადაცემაში „რეაქცია“ გააკეთა ინგა გრიგოლიას კითხვის საპასუხოდ. ჟურნალისტმა გვარამიას უთხრა, რომ „პირველების“ ინფორმაციით, მიხეილ […]
სამოქალაქო ორგანიზაციები – სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს

ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, გაითვალისწინოს ამომრჩევლების გამოხატული ნება, საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, საერთაშორისო თანამეგობრობისა და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციები და მხარი არ დაუჭიროს სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმებას. განცხადებაში ნათქვამია, რომ სავალდებულო გენდერული კვოტის გაუქმება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ ხალხის ნებას, არღვევს ქალთა უფლებებს და აფერხებს ევროინტეგრაციის […]
ეკა ბესელია – სისტემური დანაშაულისას მთავარი მოძალადე მოსამართლე ხდება, როგორ შეიძლება ის მსხვერპლი იყოს? – მაფიოზური დაჯგუფება იუსტიციის საბჭოდან და უზენაესი სასამართლოდან გვემუქრება

სისტემური დანაშაულის დროს მთავარი მოძალადე მოსამართლე ხდება – ვუყურებ მაფიოზურ დაჯგუფებას, რომელიც ხან უზენაეს სასამართლოში, ხან იუსტიციის საბჭოში იკრიბება და იქიდან გვემუქრება იმით, თუ ვის ხელშია დღეს ძალაუფლება , – ამის შესახებ პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა. ამით მან შეაფასა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეები – ლევან მურუსიძე და მიხეილ […]