თბილისში ერთ-ერთ საშაურმეს საწარმოო პროცესი შეუჩერდა | აღმოჩენილია სალმონელა, პროტეუსის ბაქტერია, ობის სოკოები

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, წერეთლის გამზირზე მდებარე საშაურმე “OK”-ს საწარმოო პროცესი შეუჩერა. მათივე ცნობით, შაურმასა და შაურმისთვის განკუთვნილ შემწვარ ღორის ხორცში აღმოჩენილია სალმონელა, ასევე პროტეუსის ბაქტერია, კოლიფორმები, აერობული მიკროორგანიზმები და ობის სოკოები. შპს “მადლი” კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერდა დაჯარიმდა კანონმდებლობის შესაბამისად. განცხადება იხილეთ სრულად: “სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქ. თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალური ცენტრიდან […]

კამანის ხილული სასწაული – 3 აპრილს დაიბადა ბერი ანდრია (პაატა ყურაშვილი)

1966 წლის 3 აპრილს დაიბადა ბერი ანდრია (პაატა ყურაშვილი). სწავლობდა ტექნიკურ სასწავლებელში და პარალელურად რადიოქარხანაში მუშაობდა; იყო ჩემპიონი კარატესა და ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, იმსახურა ჯარში. 1992 წლის 3 აპრილს პაატა ყურაშვილი ბერად აღკვეცეს და ანდრია პირველწოდებულის პატივსაცემად ანდრია უწოდეს. იმავე წლის აგვისტოში მღვდელ-მონაზვნად აკურთხეს და მონასტრის წინამძღვრად დანიშნეს. ამის შემდეგ მამა ანდრია ასკეტურად ცხოვრობდა. სამოღვაწეოდ […]

მამუკელაშვილს “დენვერთან” მატჩში ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა [VIDEO]

ზედიზედ მე-2 მატჩია, მანამდე შეზღუდულად მოთამაშე სანდრო მამუკელაშვილს დრო მიეცა და ქართველი ფორვარდიც საკუთარ შესაძლებლობებს წარმოაჩენს. 2 დღის წინ “დენვერთან” შესრულებული ორმაგი დუბლის შემდეგ სანდროს იგივე შედეგის გამეორებამდე ერთადერთი მოხსნა დააკლდა. ეს მოხდა დენვერში გამართულ შეხვედრაში, რომელიც “სან ანტონიომ” ბრძოლაში – 105:110 დათმო. ქართველი ფორვარდი შეხვედრში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 24 წუთში 10 ქულას 9 […]

გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, ნატო-ს ევროპელმა მოკავშირეებმა კონტინენტის დაცვაზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ

გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, ნატო-ს ევროპელმა მოკავშირეებმა კონტინენტის დაცვაზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღონ. ევროპის თავდაცვის გაძლიერების საკითხზე „ვაიმარის სამკუთხედის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ანალენა ბერბოკმა, რადოსლავ სიკორსკიმ და სტეფან სეჟურნემ გამოცემა Politico-ში ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს. „ევროპელმა მოკავშირეებმა ნატო-ს კოლექტიური ტვირთის სამართლიანი წილი საკუთარ თავზე უნდა აიღონ და ევროპის დაცვის მზადყოფნა […]

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ანგარიში – სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაიზარდა – 2023 წელს გამოძიება 336 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო, აქედან 118 სისხლის სამართლის საქმე გაიხსნა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიების სტატისტიკური მონაცემებით, 2023 წელს სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 2022 წელთან მიმართებით გაზრდილია. ამის შესახებ ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ქვეყანაში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის მიზანსა და მისიას სწორედ საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ძალადობრივი და არასათანადო მოპყრობის ფაქტების დროული და ეფექტიანი გამოძიება წარმოადგენდა. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 31 მარტს […]

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ 2024 წლის 3 თვის ბიუჯეტი 125.9%-ით შეასრულა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის 3 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 125.9%-ით ანუ 114.0 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა. სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა 554.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გეგმაზე (440.8 მილიონი ლარი) 114.0 მილიონი ლარით მეტია. „უწყებამ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 76.1 მილიონი ლარით მეტი ფინანსური რესურსი მოახმარა, რაც, […]

„უცხოელებს საქართველოში იმდენივე აქვთ ხელფასი, რამდენიც ქართველებს, კვალიფიკაციის მიხედვით“ – დამსაქმებელთა ასოციაცია

საქართველოში კადრების დეფიციტის აღმოფხვრას ბიზნესი უცხოელების დასაქმებით ცდილობს. დასაქმებული უცხოელები კი იგივე ანაზრაურებაზე მუშაობენ, რაზეც იმავე პროფესიის საქართველოს მოქლაქეები – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ დამსაქმებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ელგუჯა მელაძემ განუცხადა. როგორც ცნობილია, საქართველოში არსებობს და არსებობდა ტენდენცია, რომ თითქოს უცხოეთიდან სამუშაოდ შემოსულ პირებს იმაზე დაბალი ხელფასი აქვთ, ვიდრე საქართველოს მოქალაქეებს, რის გამოც ხშირად დამსაქმებლები უცხოელების აყვანას […]

“ულამაზესი” – ნინი გოგიჩაიშვილის ცეცხლოვანი ფოტოები – Marao

ნინი გოგიჩაიშვილი სოციალურ ქსელში თავის გამომწერებს ახალ ფოტოებს უზიარებს. მოდელი საოცარ ფორმაშია და საზოგადოების მხრიდან დადებით კომენტარებს იმსახურებს. ქართველი მოდელი ნინი გოგიჩაიშვილი 2018 წელს გახდა “მის საქართველო”, მოგვიანებით კი წარადგინა საქართველო კონკურსზე “მის მსოფლიო 2019”. მას შემდეგ ნინი ყოველთვის ექცეოდა ყურადღების ცენტრში და ხშირად ჩანდა ტელეეკრანებზეც. მან მონაწილეობა ერთ-ერთ კულინარიულ შოუშიც მიიღო. ამჯერად კი დუბაიში […]

„მოგზაურობა ლონდონიდან თბილისამდე“-ცნობილი ბრიტანელი იუთუბერი საქართველოს შესახებ

მოგზაურმა ინფლუენსერმა კარლ ვოთსონმა საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ Youtube-ზე დოკუმენტური ფილმი მოამზადა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, კარლ ვოთსონმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, საერთაშორისო ციფრული კონფერენციის TRAVERSE ფარგლებში იმოგზაურა. დოკუმენტური ფილმი Midnight Train To Georgia რამდენიმე ეპიზოდისგან შედგება და ნაჩვენებია კარლ ვოთსონის მოგზაურობა ლონდონიდან თბილისამდე. ფილმში ნაჩვენებია თბილისის ისტორიული უბნები, ეკლესიები, კვების ობიექტები, ქართული კერძები, […]

კახეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოვლინდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კახეთში უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ქალაქ ახმეტაში, მოქალაქეს დაურეგისტრირებელი ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელი სახლის დამხმარე შენობაში ჰქონდა დამონტაჟებული. უკანონო სახერხი საამქროს ტერიტორიიდან ამოღებულია წიფლის სახეობის 2,8 კუბური მეტრი მოცულობის პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი და 2,2 კუბური მეტრი მოცულობის კოტრი (დაჭრილი მერქანი). ვინაიდან ფაქტი […]