სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 25%-ით გაიზარდა

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამოძიების სტატისტიკური მონაცემებით, 2023 წელს სამართალდამცავების მიერ ჩადენილი დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 2022 წელთან მიმართებით გაზრდილია. ქვეყანაში დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის მიზანსა და მისიას სწორედ საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილი ძალადობრივი და არასათანადო მოპყრობის ფაქტების დროული და ეფექტიანი გამოძიება წარმოადგენდა. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 31 მარტს საქართველოს პარლამენტს 2023 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, სადაც წარმოდგენილია […]

ქართული ოცნება რუსული კანონის მიღებას ხელახლა ეცდება

ქართული ოცნება რუსულ კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა დააინიცირებს. ეს უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე თქვა. მან პარტიის ვრცელი განცხადება წაიკითხა, სადაც უმრავლესობა კვლავ თავს ესხმის არასამთავრობო სექტორს და მათგან დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს. “საპარლამენტო უმრავლესობამ პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შედეგად მიიღო გადაწყვეტილება, ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. კანონპროექტი დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო […]

შავ ზღვაში წარუმატებლობის ფონზე, შოიგუმ ფლოტში საკადრო ცვლილებების შესახებ ისაუბრა

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ 2 აპრილს ფლოტის საკადრო ცვლილებები დაადასტურა. როგორც შოიგუმ სხდომაზე თქვა, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის მეთაურად დაინიშნა ადმირალი ალექსანდრ მოისეევი. მოისეევი ძველ პოზიციაზე, ჩრდილოეთის ფლოტის მეთაურის პოსტზე ჩაანაცვლა ვიცეადმირალმა კონსტანტინ კაბანცოვმა, ხოლო შავი ზღვის ფლოტის მეთაური გახდა ვიცეადმირალი სერგეი პინჩუკი. რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტში საკადრო ცვლილებებზე აქამდეც ცნობილი […]

NGO-ების “გამჭვირვალობაზე” ოცნება რუსულ კანონს ხელახლა აინიცირებს

არასამთავრობო ორგანიზაციების “ფინანსების გამჭვირვალობაზე” ქართული ოცნება რუსულ კანონს ხელახლა აინიცირებს. ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტი ზუსტად იგივე იქნება. ერთადერთი, “უცხოური გავლენის აგენტი” ჩანაცვლდება ტერმინით – “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია”. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელი დარჩება. “კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას – უცხოური დაფინანსების […]

ერთ თვეში 5 მლნ ლარის უაქციზო სიგარეტი ამოიღეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2024 წლის მარტის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 20 ფაქტი, რაზეც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 28 პირი, მათგან დაკავებულია 11 პირი. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან, ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში […]

ბანკებს ყველაზე მეტი სესხი ვაჭრობის სექტორზე, ყველაზე ნაკლები კი განათლების სექტორზე აქვთ გაცემული

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2024 წლის თებერვლის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 8.64 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.98%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 14.46 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 0.35%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.26%-ით მეტი). ეროვნული ბანკის ინფორმაციით, თებერვლის მონაცემებით, ყველაზე დიდი მოცულობის სესხი ვაჭრობის სექტორზე გაიცა, რომელმაც ეროვნულ ვალუტაში […]

112 მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს. მათივე ცნობით, 3-4 აპრილს საქართველოს უმეტეს რეგიონში ამინდის მკვეთრი გაუარესებაა მოსალოდნელი. 112 მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეს, დღის მეორე ნახევრიდან 4 აპრილის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა. მათივე ცნობით, საღამოს საათებში ზოგან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, […]

მილიარდერთა რეიტინგში მიხეილ ლომთაძემ ბიძინა ივანიშვილს გადაუსწრო – Forbes

ამერიკულმა Forbes-მა მილიარდერების 2024 წლის რეიტინგი განაახლა. გამოცემის მონაცემებით, მიხეილ ლომთაძემ ბიძინა ივანიშვილს გადაუსწრო და საქართველოს უმდიდრესი ადამიანი გახდა. ყაზახური ფინტექ-კომპანია Kaspi.kz-ის თანამფლობელი, მიხეილ ლომთაძე მილიარდერების რეიტინგში 581-ე ადგილზეა და მისი ქონება $5.2 მლრდ-ია. საქართველოს ყოფილ პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი Forbes-ის რეიტინგში 624-ე პოზიციაზეა და მისი ქონება $4.9 მლრდ-ია. Forbes-ის მილიარდერების სიაში მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი […]

საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს

საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან არასამთავრობო სექტორის დაფინანსებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი დაფინანსების 90%-ზე მეტი გაუმჭვირვალედ რჩება. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, “საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის […]

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოსკოვში მომხდარი თავდასხმის შემდეგ არმიაში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა გაიზარდა

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოსკოვში მომხდარი თავდასხმის შემდეგ არმიაში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა გაიზარდა. „გასული კვირის განმავლობაში რუსეთის ქალაქების შერჩევის პუნქტებში ჩატარებული ინტერვიუების დროს, კანდიდატების უმეტესობამ კონტრაქტის დადების მთავარ მოტივად 2024 წლის 22 მარტს მოსკოვში მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპულთა შურისძიების სურვილი მიუთითა“, – ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე […]