Global Finance-მა საქართველოს ბანკი საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა (რ)

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით რეგიონალური გამარჯვებულები გამოავლინა, რომლის მიხედვითაც საქართველოს ბანკი საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა. Global Finance-ის რედაქტორებმა გამარჯვებული ბანკები აფრიკის, აზია-წყნარი ოკეანის, კარიბის ზღვის, ცენტრალური ამერიკის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის თითქმის 150 ქვეყნიდან შეარჩიეს. გამარჯვებულები მსოფლიოს მასშტაბით კორპორაციულ ფინანსურ აღმასრულებლებთან, […]
ბერნარ არნო, ილონ მასკი, ჯეფ ბეზოსი – Forbes-მა ყველაზე მდიდარი ადამიანების სია განაახლა

ფინანსურმა გამოცემა Forbes-მა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სია განაახლა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც Forbes-ის სიაში 100 მილიარდ დოლარს 14 ადამიანის ქონების ღირებულება აჭარბებს. სიაში პირველ ადგილს Louis Vuitton Moet Hennessy (LVMH)-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ფრანგი ბიზნესმენი ბერნარ არნო იკავებს. არნოს ქონება 2023 წელს 10%-ით გაიზარდა და დღეისთვის ის ჯამში 233 მილიარდ დოლარს შეადგენს. მეორე […]
საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ხელახლა წარადგენს

საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ხელახლა წარადგენს. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პარტიის აღმასრულებელი მდივნის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, გამოყენებული იქნება ტერმინი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია. „საზოგადოების მოტყუება არავის უნდა შერჩეს. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობამ პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი […]
„ქართული ოცნება“ კვლავ აპირებს „აგენტების შესახებ“ კანონის მიღებას

„ქართული ოცნება“ კვლავ გეგმავს ე.წ. აგენტების კანონის ინიციირებას. „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში 2 აპრილს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს, 3 აპრილს, გააცნო საზოგადოებას. როგორც მდინარაძემ თქვა, ახალი კანონპროექტის ტექსტი ძველის ანალოგიური იქნება, ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ კი შეიცვლება „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“. „საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტში ხელახლა […]
2024 წლის მარტში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.5 პროცენტი შეადგინა – საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.01 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.5 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.3 პროცენტით განისაზღვრა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე […]
ტაივანში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა

ტაივანში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტაივანის ეროვნული სახანძრო სააგენტო ავრცელებს. ტაივანის ეროვნული სახანძრო სააგენტოს ცნობით, დღეს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა 736-ს აღწევს. შეგახსენებთ, დღეს, ტაივანის სანაპიროსთან ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი, 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
საპარლამენტო უმრავლესობა – მდიდარი „ენჯეოების“ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე და მათ რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე არცერთ მათ დამფინანსებელს არ აუღია პასუხისმგებლობა – გაუმჭვირვალობა გამოწვევაა სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის

მდიდარი „ენჯეოების“ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე და მათ რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე დღემდე არცერთ მათ დამფინანსებელს არ აუღია პასუხისმგებლობა – გაუმჭვირვალობა არის მანკიერების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო და შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გაავრცელა. მდინარაძის თქმით, სწორედ გაუმჭვირვალობამ მისცა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალება, […]
მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით სააგენტოში 2024 წლის 1-ელ კვარტალში 230 განაცხადი დაფიქსირდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან მარტის თვის ჩათვლით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 230 განაცხადი დაფიქსირდა. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 9 დარღვევის ფაქტი დადასტურდა 17 საქმეზე. „სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 13 მოვაჭრეს 14 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა ჯამში 10 700 […]
საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს

საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან არასამთავრობო სექტორის დაფინანსებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მათი დაფინანსების 90%-ზე მეტი გაუმჭვირვალედ რჩება. „საპარლამენტო უმრავლესობამ, პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. კანონპროექტი საქართველოს […]
„ვერ ვიტყვი რომ გაყინულები ვართ, ვმოძრაობთ, თუმცა, ვმოძრაობთ დაბალი სიჩქარით“ – ნინო ქურდიანი კაპიტალის ბაზარზე

„საქართველოს საფონდო ბირჟაზე ძირითადად დალისტული არის სასესხო ფასიანი ქაღალდები, ობლიგაციები, რომლებიც ტიპურად არ ივაჭრება საფონდო ბირჟაზე, არამედ ივაჭრება მის გარეთ. არასწორი იქნება თუ საფონდო ბირჟაზე მაღალი აქტიურობის მოლოდინი გვექნება. სწორი არის რომ საფონდო ბირჟას ვუყუროთ როგორც პლატფორმას, რომელიც მთელი მონაცემების აგრეგატორია. თებერვალში იყო შედარებით მაღალი აქტიურობა, მაგრამ ამ მაჩვენებლის შედარება საშუალოსთან და იმის თქმა, რომ […]