“ქართული ოცნება” ე.წ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტს პარლამენტში ხელახლა წარადგენს

საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ხელახლა წარადგენს. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პარტიის აღმასრულებელი მდივნის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, გამოყენებული იქნება ტერმინი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია. „საზოგადოების მოტყუება არავის უნდა შერჩეს. აქედან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობამ პარტიის პოლიტიკურ საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, პარლამენტში ხელახლა წარადგინოს კანონპროექტი […]
2024 წლის I კვარტალში 13 მოვაჭრეს 10 700 ლარი ჯარიმა დაეკისრა – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, 2024 წლის 1 იანვრიდან მარტის თვის ჩათვლით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 230 განაცხადი დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. „აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 9 დარღვევის ფაქტი დადასტურდა 17 საქმეზე. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 13 მოვაჭრეს 14 საქმეზე დაეკისრა ჯარიმა […]
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტი ქვემო ქართლში გრძელდება

2024 წლის თებერვალში, Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტი სამცხე-ჯავახეთიდან დაიწყო და ის ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს ოთხ სხვადასხვა რეგიონს მოიცავს. 2024 წლის აპრილიდან, პროექტი ქვემო ქართლში გრძელდება. ინიციატივა მიზანად ისახავს ფინანსური განათლების ამაღლებას ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებში, პარალელურად კი, ფინანსური ლიტერატურის ხელმისაწვდომობის გაზრდას, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების გაძლიერებას და ეფექტური ფინანსური მართვისთვის საჭირო ცოდნისა თუ […]
“ჩვენ ვიმყოფებით კრიტიკულ მომენტში, როდესაც აუცილებელია, უკრაინელებს მივაწოდოთ, რაც სჭირდებათ, რათა თავი დაიცვან” -ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი პარიზში საფრანგეთის თავდაცვის მინისტრს, სებასტიან ლეკორნუს შეხვდა. შეხვედრისას ბლინკენმა ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერის კუთხით ევროპასთან მიმდინარე თანამშრომლობის მნიშვნელობას. ენტონი ბლინკენმა და სებასტიან ლეკორნუმ დაათვალიერეს სამხედრო აღჭურვილობა და საბრძოლო მასალა, რომელსაც საფრანგეთი უგზავნის უკრაინას. ამერიკის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, უკრაინა ახლა გადამწყვეტ მომენტში იმყოფება, რომლის დროსაც აუცილებელია საჭირო დახმარების გაწევა თავის დასაცავად. […]
საპარლამენტო უმრავლესობა – კანონპროექტი ზუსტად იგივე ტექსტით დაინიცირდება, რაც შარშან იყო, ერთადერთი განსხვავებით, ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებული იქნება ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“

კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში დაინიცირდება ზუსტად იგივე ტექსტით, როგორც შარშან იყო დაინიცირებული, ერთადერთი განსხვავებით, ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“, გამოყენებული იქნება ტერმინი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გაავრცელა. მისივე თქმით, კანონპროექტი მიმდინარე სესიის ბოლომდე იქნება სამივე მოსმენით მიღებული. „კანონპროექტის ყველა სხვა […]
მამუკა მდინარაძე – აშშ-ის ყოფილმა ელჩმა მოქალაქეებს შარშან სამარცხვინო ტყუილი აკადრა და ამერიკული კანონიდან გადმოწერილი კანონპროექტი „რუსულ კანონად“ მონათლა – იმედი გვაქვს, მოქმედი ელჩი ხალხს ამგვარ ტყუილს არ აკადრებს

ყოფილმა ელჩმა [კელი დეგნანმა] საქართველოს მოქალაქეებს შარშან სამარცხვინო ტყუილი აკადრა და ამერიკული კანონიდან გადმოწერილი კანონპროექტი, რომელსაც რუსეთში მოქმედ კანონთან საერთო არაფერი ჰქონდა, „რუსულ კანონად“ მონათლა – საფუძვლიანი იმედი გვაქვს, რომ მოქმედი ელჩი ქართველ ხალხს ამგვარ ტყუილს არ აკადრებს, – ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სახელით ბრიფინგზე გაავრცელა. […]
საპარლამენტო უმრავლესობა – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს ერთადერთ მოთხოვნას – უცხოური დაფინანსების მიმღები ორგანიზაციების მიერ საკუთარი ყოველწლიური ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას, რომლის დარღვევისთვისაც მხოლოდ ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული

მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, საქართველოში რადიკალიზმის მხარდაჭერა წინა 3 წელიწადთან შედარებით შესუსტებულია, არ გვაქვს მოდუნების უფლება, რადგან, როგორც ცნობილია, მოჩვენებითი სიჩუმე ხშირად ქარიშხლის მომასწავებელია,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გაავრცელა. მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი გრძელვადიან პერსპექტივაში დააზღვევს საქართველოს ქვეყანაში არეულობის ხელოვნურად გამოწვევის […]
მამუკა მდინარაძე – მართლებს არასდროს არაფრის ეშინიათ – უკიდურესი პროვოკაციების რისკებს დავაზღვევთ, მათ შორის საინფორმაციო თვალსაზრისითაც

მართლებს არასდროს არაფრის ეშინიათ – უკიდურესი პროვოკაციების რისკებს დავაზღვევთ, მათ შორის საინფორმაციო თვალსაზრისითაც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტში დღესვე დაინიცირდება და მას საკანონმდებლო ორგანო, დაჩქარების გარეშე მიიღებს. „ჩვენ ბოლო მომენტამდე ვიმეორებდით, რომ ჩვენ კანონებს არ დავაბრუნებთ. მათ შორის შეხვედრების დროს დონერების მხრიდან […]
მამუკა მდინარაძე – უმრავლესობის სხდომაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარე მონაწილეობას არ იღებდა, თუმცა მასთან კონსულტაციები გვქონდა და ის არის ჩვენი თანამოაზრე

უმრავლესობის გუშინდელ სხდომაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარე მონაწილეობას არ იღებდა, თუმცა მასთან კონსულტაციები ამასთან დაკავშირებით გვქონდა და ის არის ჩვენი თანამოაზრე ამ საკითხში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ჩართულობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ამასთან, როგორც მდინარაძემ აღნიშნა, გადაწყვეტილებას, ასევე, ეთანხმება პოლიტიკური საბჭოს ყველა წევრი. […]
მართლებს არასდროს არაფრის ეშინიათ – მდინარაძე მარტის აქციების გამეორებაზე კითხვას პასუხობს

“არა, მართლებს არასდროს არაფრის არ ეშინიათ” – ასე პასუხობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ჟურნალისტის შეკითხვას, ეშინიათ თუ არა 2023 წლის 7-8 მარტის აქციების გამეორების. “ჩვენ დღემდე, გუშინაც კი, პირადად ჩემი სიტყვებია, გუშინაც გავიმეორე, რაც შარშან ვთქვი, ჩვენ ბოლო მომენტამდე ვიმეორებდით, რომ ჩვენ კანონს არ დავაბრუნებთ. მეორე მხრიდან, დონორების მხრიდან, მათ შორის შეხვედრების დროს, […]