თეონა აქუბარდია – „რუსული კანონის“ დაბრუნების განაცხადი არის ბოლო გაბრძოლება რეალურ ქართულ დემოკრატიასა და იმ საქართველოს შორის, რომელიც უკან, წარსულში გვაბრუნებს

„რუსული კანონის“ დაბრუნების განაცხადი, რაც ახლა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა დააანონსა, არის სწორედ ბოლო გაბრძოლება რეალურ ქართულ დემოკრატიასა და იმ საქართველოს შორის, რომელიც უკან, წარსულში გვაბრუნებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. აქუბარდიას განმარტებით, ეს არის კიდევ ერთხელ იმისი მაჩვენებელი, “რომ ის მოგება, რაც ქართველმა ხალხმა “ქართულ ოცნებასთან” შეძლო, როდესაც პროტესტის […]
არსებული ინფორმაციით, შუახევის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი მოკლა

შუახევის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შუახნის კაცმა ცოლი მოკლა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცმა ქალს ცივი იარაღით ყელი გამოჭრა, რის გამოც, ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ცოლის მკვლელობის შემდეგ შუა ხნის მამაკაცმა სხეულზე თვითდაზიანება მიიყენა, რის გამოც, კლინიკაშია მოთავსებული. რა გახდა ინციდენტის მიზეზი უცნობია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მამუკა მდინარაძე – დეკლარაციის შევსება მოუწევთ იმ ორგანიზაციებს, რომელთა უცხოური დაფინანსება 20%-ზე მეტია – ამ შემთხვევაში მათ უნდა წარადგინონ საკუთარი ანგარიშები, რა მიიღო და რაში დახარჯა

ოპონენტები ისევ რუსულად შერაცხავენ, იმიტომ, რომ მათ დღემდე ტერმინი „რუსული კანონი“ არ მოუშლიათ – ახლა მათ მოუწევთ არა უბრალოდ რუსული კანონის ძახება, ეს აღარ გავა, მათ მოუწევთ საგნობრივ დისკუსიაში შემოსვლა, რა არის რუსული? – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში კვლავ დაინიცირებასთან დაკავშირებით განაცხადა. მდინარაძის განმარტებით, „უცხოური ძალის ინტერესების […]
ხატია დეკანოიძე – ყველამ ერთად ისევ ძალების საბოლოო მობილიზაცია უნდა მოვახდინოთ და ყველაზე დიდ ბოროტებას – ივანიშვილის პარტია „ქართულ ოცნებას“ დავუპირისპირდეთ

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ „ქართულ ოცნებას“ ჩვენი ქვეყნის უკან სვლის საშუალება არ მივცეთ – ყველამ ერთად ისევ ძალების საბოლოო მობილიზაცია უნდა მოვახდინოთ და ყველაზე დიდ ბოროტებას – ივანიშვილის პარტია “ქართულ ოცნებას“ დავუპირისპირდეთ, – ეს განცხადება პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა. დეკანოიძის შეფასებით, “ქართული ოცნება“ “რუსული კანონის” შემობრუნებით რუსული ტიპის მმართველობას აბრუნებს. “როგორც არ […]
მამუკა მდინარაძე – ჩვენი ბრალი შარშან იყო ერთადერთი რამ – კომუნიკაციაში იყო პრობლემები – ბევრმა ადამიანმა შეიძლება მხოლოდ ახლა გაიგო, რომ მხოლოდ დეკლარირების ვალდებულებაზეა საუბარი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მმართველი გუნდი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს უკან „არავითარ შემთხვევაში“ აღარ დააბრუნებს. მდინარაძემ ასე უპასუხა კითხვას, „უფრო დიდი პროტესტი რომ მიიღოთ, უკან დააბრუნებთ თუ არა კანონპროექტს“. როგორც მდინარაძე აცხადებს, მმართველ გუნდს გასულ წელს ერთადერთი ხარვეზი მხოლოდ კომუნიკაციაში ჰქონდა. მისივე განმარტებით, აღნიშნულ კანონპროექტში მხოლოდ დეკლარირების ვალდებულებაზეა საუბარი. „არავითარ შემთხვევაში. […]
„სლოვაკეთის ნაციონალური პარტიის“ წინადადებით, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც წლიურად უცხოური დაფინანსების სახით 5000 ევროზე მეტს იღებენ, „უცხოეთის მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციების“ სტატუსი მიენიჭებათ

„სლოვაკეთის ნაციონალურმა პარტიამ“ პარლამენტს არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონში შესწორების შეტანა შესთავაზა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Euractiv-ი ავრცელებს. სლოვაკეთის კოალიციური მთავრობის წევრი, „სლოვაკეთის ნაციონალური პარტიის“ წინადადების მიხედვით, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც წლიურად უცხოური დაფინანსების სახით 5000 ევროზე მეტს იღებენ, „უცხოეთის მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციების“ სტატუსი მიენიჭებათ. „აღნიშნული წინადადების მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდაა, რაც არასამთავრობო […]
13 და 14 აპრილს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საკურას ყვავილობის დღეები გაიმართება

13 და 14 აპრილს საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში საკურას ყვავილობის დღეები გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნულ ღონისძიებაზე მისულებს იაპონური ტრადიციული სამოსის ჩვენება, ორიგამის, შოდოს – იაპუნური კალიგრაფიის, კინცუგის – დამსხვრეული ჭურჭლის ოქროს მავთულხლართით შეკეთების მასტერკლასი და სხვა თემატური აქტივობები დახვდება. „ღონისძიება გაიხსნება იაპონური ტრადიციული ჩაის ცერემონიალით, რომელიც […]
ივანე ჩხაიძე – სეზონური ვირუსების ცირკულაცია გახანგრძლივდა – გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევების შემცირება არ არის

სეზონური ვირუსების ცირკულაცია გახანგრძლივდა – მოლოდინი გვქონდა, რომ გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევები მკვეთრად შემცირდებოდა, ასეთი შემცირება არ არის,- ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. როგორც მან განმარტა, სეზონური ვირუსების ცირკულაციის პიკი გადავლილია, მაგრამ ინფიცირების მაჩვენებელი მაინც მაღალი რჩება. „სეზონური ვირუსების ცირკულაცია გახანგრძლივდა. […]
ბათუმიდან თბილისის, მესტიისა და თელავის ავიარეისებისთვის 18 მლნ ლარი გამოიყოფა

ბათუმიდან თბილისის, მესტიისა და თელავის მიმართულებით ავიარეისები იგეგმება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ჯამში 18 მლნ-ზე მეტი ლარი გამოიყოფა. თბილისი-ბათუმი-თბილისის, მესტია-ბათუმი-მესტიის და თელავი-ბათუმი-თელავის მიმართულებებზე ავიარეისების ორგანიზება „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ უნდა უზრუნველყოს. საქართველოს მთავრობის განკარგულებით „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას“ ეთხოვა ელექტრონული ტენდერის საშუალებით საჰაერო ტრანსპორტით მომსახურების შესყიდვა თბილისი-ბათუმი-თბილისის ავია მიმართულებაზე ჯამური ღირებულებით არაუმეტეს 3 049 973 აშშ დოლარის ეკვივალენტით […]
ქუჩაში გამოსვლის დროა – რომან გოცირიძე

ქუჩაში გამოსვლის დროა! ამ პოსტით ეხმაურება საპარლამენტო ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ ლიდერი რომან გოცირიძე მმართველი უმრავლესობის გადაწყვეტილებას, განსახილველად დაბრუნდეს ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტი. „ქუჩაში გამოსვლის დროა!“ – წერს რომან გოცირიძე და კომენტარშივე დასძენს, რომ „ხელისუფლება რუსულ კანონს აბრუნებს“. ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ხელახლა წარადგენს. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ […]