დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკი 10 ახალი ჯავშნირებული მიკროავტობუსით შეივსო

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკს 10 ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალება შეემატა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, „ფორდის“ მარკის ჯავშნირებული მიკროავტობუსები საქალაქთაშორისო თუ ქალაქში ინკასირებისთვის არის განკუთვნილი. „10-ვე ჯავშნირებული მიკროავტობუსი დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინკასაციის სამმართველოს გადაეცა. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ბაგრატიონმა ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებები დაათვალიერა და მათ ტექნიკურ მახასიათებლებს გაეცნო. […]
პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას იხილავს

პარლამენტი, პლენარული სხდომის ფორმატში, სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმების შესახებ „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას იხილავს. განხილვა პირველი მოსმენით მიმდინარეობს და მას „ქართული ოცნების“უმრავლესობა უჭერს მხარს. პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრებმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა, იაგო ხვიჩიამ, ჰერმან საბომ და ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტში საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინეს, რომლის მიხედვითაც, „საარჩევნო კოდექსში“ სავალდებულო გენდერული კვოტა უქმდება, ხოლო „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ კანონში უქმდება […]
ჰააგაში მიიღეს უკრაინის მხარდამჭერი დეკლარაცია, რომელშიც საუბარია სპეცტრიბუნალის შექმნაზეც

44 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, შეუერთდა უკრაინის მხარდამჭერ პოლიტიკურ დეკლარაციას, რომელიც 2 აპრილს ჰააგაში მიიღეს კონფერენციაზე „სამართლიანობის აღდგენა უკრაინისთვის“. დეკლარაციაში დაგმობილია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია. დოკუმენტის მხარდამჭერი ქვეყნები აუცილებლად მიიჩნევენ საერთო ძალისხმევის გაძლიერებას საერთაშორისო სამართლის დარღვევების გამოსაძიებლად და დამნაშავეებისთვის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად და ხაზს უსვამენ პროცესში უკვე ჩართული ყველა ინსტიტუტის, მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს […]
ოსიმენმა მეგობარს ის კლუბი დაუსახელა, სადაც მომდევნო სეზონში ითამაშებს

“ნაპოლის” ფორვარდმა ვიქტორ ოსიმენმა მეგობარს ის კლუბი დაუსახელა, სადაც მომდევნო სეზონში თამაშს აპირებს, ამის შესახებ ინფორმაციას Calciomercato-ს ჟურნალისტი დანიელე ლონგო ავრცელებს. წყაროს ცნობით, ნიგერიელმა მეგობარს უთხრა, რომ ზაფხულში “ჩელსის” შეუერთდება. “სად ითამაშებს ოსიმენი მომდევნო სეზონში? მან უახლოეს მეგობარს უკვე უთხრა, რომ “ჩელსიში” გადავა, მართალია ვიქტორს “პარი სენ ჟერმენიც” ეპატიჟება, თუმცა მას ძალების მოსინჯვა პრემიერლიგაში სურს, […]
მდინარაძე რუსულ კანონზე: დავაინიცირებთ და მივიღებთ ყოველგვარი დაჩქარების გარეშე

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაინიციროთ და მივიღოთ კანონი ყოველგვარი დაჩქარების გარეშე, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, კომიტეტები და სესიები თავის დროზე, ხანგრძლივი პროცედურა, როგორც ჩვეულებრივ შემთხვევაშია. მოვიდნენ და წარმოადგინონ არგუმენტები.
უკრაინის ქალაქ დნიპროში რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

უკრაინის ქალაქ დნიპროში ოკუპანტთა თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, სარაკეტო დარტყმის შედეგად 18 ადამიანი, მათ შორის, 5 ბავშვი დაშავდა. რუსული ძალების სამიზნე გახდა ხარკოვის ოლქში მდებარე სოფელი ნოვოსინოვეც, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა.
მამუკა მდინარაძე – წარმოუდგენელია, რომ რუსული კანონი დაარქვას რომელიმე ელჩმა იმ კანონს, რომელსაც განიხილავს თავად ევროკავშირი – წმინდანების დონეზე არავინ უნდა ავიყვანოთ, იტყვით ტყუილს? ვიტყვით, რომ ავრცელებთ არასწორ ინფორმაციას

წარმოუდგენელია, რომ რუსული კანონი დაარქვას რომელიმე ელჩმა იმ კანონს, რომელსაც განიხილავს თავად ევროკავშირი – ტყუილია ის, რომ ეს არის რუსული კანონი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, როდესაც ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს კვლავ დაბრუნების შესახებ. როგორც მდინარაძემ აღნიშნა,„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონში არცერთი ფიზიკური პირი არ შედის. მისვე თქმით, ეს […]
Bolt-ის აპლიკაციაში ამანათის გასაგზავნად Bolt Send და Door2Door Send კატეგორიები გამოჩნდა

საყვარელი ადამიანებისთვის, მომხმარებლებისთვის ამანთისა თუ საჩუქრის გაგზავნისას, ან თუნდაც გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს – Bolt-ის აპლიკაციაში გააქტიურებული კატეგორიები შესაძლოა თქვენი საუკეთესო გამოსავალი აღმოჩნდეს. აპლიკაციაში იპოვნით ორ განსხვავებულ – Bolt Send და Door2Door Send კატეგორიებს. Door2Door Send გულისხმობს ნივთის კარიდან კარამდე მიტანის სერვისს. რაც შეეხება Bolt Send-ს, ამანათის გაგზავნისას, აუცილებელია მიაწოდოთ მძღოლს გასაგზავნი ნივთი ავტომობილში. ადრესატი კი, […]
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტი ქვემო ქართლში გრძელდება

2024 წლის თებერვალში, Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტი სამცხე-ჯავახეთიდან დაიწყო და ის ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს ოთხ სხვადასხვა რეგიონს მოიცავს. 2024 წლის აპრილიდან, პროექტი ქვემო ქართლში გრძელდება. ინიციატივა მიზანად ისახავს ფინანსური განათლების ამაღლებას ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებში, პარალელურად კი, ფინანსური ლიტერატურის ხელმისაწვდომობის გაზრდას, მიკრო, მცირე და საშუალო მეწარმეების გაძლიერებას და ეფექტური ფინანსური მართვისთვის საჭირო ცოდნისა თუ […]
საპარლამენტო უმრავლესობა – ე.წ. სამოქალაქო სექტორი რჩება ყველაზე გაუმჭვირვალედ – გაუმჭვირვალობა არის მანკიერების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო და შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის

მდიდარი „ენჯეოების“ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე და მათ რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგზე დღემდე არცერთ მათ დამფინანსებელს არ აუღია პასუხისმგებლობა – გაუმჭვირვალობა არის მანკიერების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო და შესაბამისად, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის,- ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სახელით გაავრცელა. მდინარაძის თქმით, სწორედ გაუმჭვირვალობამ მისცა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს საშუალება, […]