ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2024 წლის 3 თვის ბიუჯეტი 125.9 %-ით შეასრულა – სამინისტრო

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2024 წლის 3 თვის სახელმწიფო ბიუჯეტი 125.9%-ით ანუ 114.0 მილიონი ლარის გადაჭარბებით შეასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო ხარჯმა 554.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გეგმაზე (440.8 მილიონი ლარი) 114.0 მილიონი ლარით მეტია. სამინისტრომ ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 76.1 მილიონი ლარით მეტი ფინანსური […]
„სააღდგომოდ კვერცხი არ გაძვირდება და რაოდენობაც საკმარისია“ – ზურაბ უჩუმბეგაშვილი

„კვერცხის რაოდენობა საკმარისია და სააღდგომოდ არც ფასის გაძვირება იგეგმება“ – ამის შესახებ „კომერსანტს“ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარემ ზურაბ უჩუმბეგაშვილმა უთხრა. მისი თქმით, სექტორი ქსელებთან შეთანხმებულია და კონკრეტული აქციებიც იგეგმება. „რაც შეეხება მოთხოვნას, შარშანდელთან შედარებით გაზრდილი არ არის, რადგან შარშან საქართველოში ბევრი რუსი და უკრაინელი მიგრანტი შემოვიდა და შესაბამისად გაზრდილი იყო მოთხოვნა, ახლა როდესაც მათ ქვეყანა […]
წითლიძე: რუსული კანონი არის ის, რაც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას დააზიანებს

ივანიშვილის პარტიის მიერ “რუსული კანონის” ხელახლა დაბრუნებამ პარლამენტში კიდევ ერთხელ ნათლად გამოაჩინა ის, რომ ივანიშვილის პარტიის მიზანი არ არის საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და აგრძელებს საბოტაჟს ამ გზაზე, რასაც ჰქვია საქართველოს ევროპული ინტეგრაცია. “რუსული კანონის” ხელახალი შემოღებით, ივანიშვილის პარტია საფრთხეს უქმნის საქართველოს თითოეული მოქალაქის ნებას და ოცნებას, რომ გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის წევრი. მაშინ, როდესაც ჩვენი […]
„საქსტატი“ – 2024 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.01%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.5% შეადგინა

2024 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.01 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.5 პროცენტი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2024 წლის მარტში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.3 პროცენტით განისაზღვრა. „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე […]
ივანე ჩხაიძე – საკმაოდ მოიმატა ბავშვებში ყივანახველის როგორც დადასტურებულმა, ისე საეჭვო შემთხვევებმა

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ბავშვების ყივანახველით მომართვიანობამ მოიმატა, – ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ყივანახველისთვის დამახასიათებელია ხველის გახანგრძლივება. „საკმაოდ მოიმატა, როგორც დადასტურებულმა, ისე საეჭვო შემთხვევებმა. ყივანახველისთვის დამახასიათებელია ხველის გახანგრძლივება. ყივანახველაზე მიუთითებს ხველა 2 კვირიდან 2 თვის განმავლობაში, ამასთან, პარალელურად […]
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 8 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, რუსთავსა და ჩხოროწყუში, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „ქურდული […]
ალეკო ელისაშვილი – როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“ წერას არიან აყოლილები – ერთხელ დააბიჯეს ფოცხს ფეხი და ტარი თავში მოირტყეს

„ქართულ ოცნებას” როგორც ჩანს, გვერდები ეფხანება და წერას არიან აყოლილები, – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ელისაშვილის თქმით, ე.წ რუსული კანონის დაინიცირებას ძალიან მძიმე ამბავი მოჰყვება და მარტივად არ ჩაივლის. „ქართულ ოცნებას” როგორც ჩანს, გვერდები ეფხანება და წერას არიან აყოლილები. ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანეს, წინა ამბიდან, როდესაც ცარიელ ადგილზე შექმნეს […]
ანა წითლიძე – მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ივანიშვილის პარტია და ქვეყნის ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია – ივანიშვილის პარტიის მიზანი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია არ არის და „ქართული ოცნება“ ამ გზაზე საბოტაჟს განაგრძობს!

საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, რომ ივანიშვილის პარტია და ქვეყნის ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია – ივანიშვილის პარტიის მიზანი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია არ არის და „ქართული ოცნება“ ამ გზაზე სვლის საბოტაჟს განაგრძობს! – აღნიშნული განცხადება პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ გააკეთა. წითლიძის თქმით, “რუსული კანონის“ ხელახალი ინიცირებით ივანიშვილის პარტია საფრთხეს უქმნის საქართველოს მოქალაქეების ნებას და მიზანს, გავხდეთ […]
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე უწყების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის წარდგენას დაესწრო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2023 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში წარადგინა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ხელშეწყობა საქართველოში“ ხელმძღვანელმა, დუშან ქერინმა გახსნეს. „მინისტრის მოადგილემ შშმ პირთა საკონსულტაციო საბჭოს გააცნო სამინისტროს მიერ განხორციელებული აქტივობები […]
Global Finance-მა „საქართველოს ბანკი“ საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით რეგიონალური გამარჯვებულები გამოავლინა, რომლის მიხედვითაც „საქართველოს ბანკი“ საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათი ცნობით, Global Finance-ის რედაქტორებმა გამარჯვებული ბანკები აფრიკის, აზია-წყნარი ოკეანის, კარიბის ზღვის, ცენტრალური ამერიკის, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ ამერიკისა და დასავლეთ ევროპის თითქმის 150 ქვეყნიდან შეარჩიეს. […]