სტუდენტები ევროპული მომავლისთვის: მივმართავთ ოცნებას – რუსულ კანონს არ გაგატანინებთ!

მოძრაობა “სტუდენტები ევროპული მომავლისთვის” ქართული ოცნების მიერ რუსული კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა დაინიცირებას ეხმაურება. “ზუსტად 1 წლის წინ, ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ მარტის გამარჯვებისთვის. მივმართავთ ქართულ ოცნებას. სტუდენტები რუსულ კანონს არ გაგატანინებთ!”, – აღნიშნულია განცხადებაში. ***
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში „ქართული რძის პროდუქტების“ კომპანია გაწევრიანდა

„ქართული რძის პროდუქტები“ 2004 წელს დაარსდა და წარმატების 20 წლიან ისტორიას ითვლის. კომპანია ორიენტირებულია ხარისხზე, პროდუქციას აწარმოებს ადგილობრივი და ევროპიდან იმპორტირებული ნატურალური ნედლეულით, ხოლო ნედლი რძით, ძირითადად, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებიდან მარაგდება. როგორც კომპანიაში აცხადებენ: „ნედლეულის ხარისხი და ბუნებრივად მინიჭებული საგემოვნო თვისებები განაპირობებს კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის განსაკუთრებულობას“. კომპანიის მიერ წარმოებული რძის ნატურალური პროდუქტები […]
ზეთი, ბოსტნეული, პური გაიაფდა, ხილი და ხორცი გაძვირდა, წლიური ინფლაცია 0.5%-ია – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.01%-ით შემცირდა, ხოლო წლიურმა ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5% შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, წინა წელთან შედარებით სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე ფასი 3.4%-ით შემცირდა, ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე კი – 4.5%-ით გაიზარდა. განათლება 3.6%-ით გაძვირდა, სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 6.3%-ით, ტრანსპორტი 8.1%-ით, ჯანდაცვა კი – 1.2%-ით. […]
ლოლო, ყურშა, თაზო – “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 8 პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, რუსთავსა და ჩხოროწყუში, “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 8 პირი დააკავა. ე.წ ქურდული სამყაროს წევრობის, “ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერისა და “ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის” ბრალდებით დაკავებულები არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 1989 წელს დაბადებული კ.ბ, 1991 წელს დაბადებული გ.შ, 1975 წელს დაბადებული რ.მ. (მეტსახელად ლოლო), 1990 წელს დაბადებული ბ.ს, 1964 […]
სვიფტი, ჯეი-ზი, კარდაშიანი – FORBES-ის 2024 წლის ყველაზე მდიდარი ცნობილი ადამიანების სია

ამერიკული ბიზნეს ჟურნალი Forbes-ი წლის ყველაზე მდიდარი ცნობილი ადამიანების სიას აქვეყნებს. ფორბსის მიერ გამოქვეყნებული 14 ადამიანის ქონებამ მთლიანობაში 31 მილიარდი ამერიკული დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის სიას 12.3 მილიარდით უსწრებს. სიას ახალი წევრი, ამერიკელი პოპ-ფოლკ შემსრულებელი, ტეილორ სვიფტი შეემატა – სვიფტმა თავის მუსიკალურ კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და წარმატებული წელი დახურა – 2023 წლის ოქტომბერში […]
“რუსული კანონის წინააღმდეგ ბოლომდე ვიბრძოლებთ” – 4 ოპოზიციონერი ქალი დეპუტატი

ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების ნაწილი მამუკა მდინარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ქართული ოცნება აპირებს, რომ NGO-ების “გამჭვირვალობაზე” რუსული კანონი ხელახლა დააინიციროს. ერთობლივი განცხადება ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ანა წითლიძემ, ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა და დამოუკიდებელმა დეპუტატებმა, ხატია დეკანოიძემ და თეონა აქუბარდიამ გააკეთეს. “რაც მამუკა მდინარაძემ დააანონსა, არის ბოლო გაბრძოლება რეალურ ქართულ დემოკრატიასა და იმ საქართველოს შორის, […]
“რუსული კანონი. ეპიზოდი 2” – გვარამია ე.წ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტზე

“რუსული კანონი. ეპიზოდი 2” – ასე ეხმაურება “მთავარი არხის” დამფუძნებელი, ნიკა გვარამია “ქართული ოცნების” ე.წ უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტში ხელახლა წარადგენენ: “რუსული კანონი. ეპიზოდი 2.” – წერს გვარამია. ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა კანონპროექტს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ ხელახლა წარადგენს. ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პარტიის აღმასრულებელი მდივნის და საპარლამენტო […]
შუახევის მუნიციპალიტეტში ქმარმა ცოლი მოკლა

შუახევის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, შუახნის კაცმა ცოლი მოკლა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მამაკაცმა ქალს ცივი იარაღით ყელი გამოჭრა, რის გამოც, ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ცოლის მკვლელობის შემდეგ შუა ხნის მამაკაცმა სხეულზე თვითდაზიანება მიიყენა, რის გამოც, კლინიკაშია მოთავსებული. რა გახდა ინციდენტის მიზეზი უცნობია. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
მილიარდერთა რეიტინგში მიხეილ ლომთაძემ ბიძინა ივანიშვილს გადაუსწრო – Forbes

ამერიკულმა Forbes-მა მილიარდერების 2024 წლის რეიტინგი განაახლა. გამოცემის მონაცემებით, მიხეილ ლომთაძემ ბიძინა ივანიშვილს გადაუსწრო და საქართველოს უმდიდრესი ადამიანი გახდა. ყაზახური ფინტექ-კომპანია Kaspi.kz-ის თანამფლობელი, მიხეილ ლომთაძე მილიარდერების რეიტინგში 581-ე ადგილზეა და მისი ქონება $5.2 მლრდ-ია. საქართველოს ყოფილ პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი Forbes-ის რეიტინგში 624-ე პოზიციაზეა და მისი ქონება $4.9 მლრდ-ია. Forbes-ის მილიარდერების სიაში მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანი […]
უცხოური დაფინანსების კანონპროექტის დაბრუნების შემდეგ, ოპოზიციის ქალებმა განგაში გამოაცხადეს

მას შემდეგ, რაც მმართველმა პარტიამ განაცხადა, რომ აბრუნებს კანონპროექტს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ, ოპოზიციონერმა ქალებმა მომენტალური განგაში გამოაცხადეს და ტრადიციულად თქვეს, რომ ქვეყანა რუსულ ჭაობში იფლობა.