ხაბეიშვილი რუსულ კანონზე: ემზადებიან მარცხისთვის და ცდილობენ, არ გავხდეთ EU-ს წევრი ქვეყანა

თავს ესხმიან ევროპულ ღირებულებებს და ამ გადაწყვეტილებით ისინი ნათლად ეუბნებიან ხალხს, რომ არ უნდათ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ფაქტია, ხელისუფლება გრძნობს, რომ არის მილევად რეჟიმში, ემზადება მარცხისთვის და შესაბამისად, ახლა ცდილობს ყველანაირად დააზიანოს ქართველი ხალხის ინტერესი, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა.

გვარამია რუსულ კანონზე: ევროპის ჩემპიონატის დროს იგეგმება მიღება, რომ არ იყოს პროტესტები

დღეს ქართული ოცნება აღარ არის მხოლოდ ქართული დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი, ის არის ქართული სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხის შემცველი ძალა. ის ეღობება ჩვენს ისტორიულ მიზანს, რომელიც ქართველმა ხალხმა არაერთხელ გამოხატა როგორც მისი ისტორიული განვითარების მანძილზე, ასევე დღეის მდგომარეობითაც – ეს არის ჩვენი ევროკავშირში წევრობა. ჩვენი პარტია, ახალი გააკეთებს ყველაფერს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ჩვენი შექმნის […]

Euro 2024-ზე ქართველებისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 15 აპრილს დაიწყება

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 15 აპრილს, 13:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს. გულშემატკივრებს მისი შეძენა უეფას ბილეთების პორტალზე შეეძლებათ. ფედერაციის ცნობით, დამატებით ინფორმაციას ისინი უახლოეს დღეებში გაავრცელებენ. 26 მარტს ერთა ლიგის ფინალში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ […]

დარწმუნებული ვარ ამ კანონსაც ექნება რუსული იარლიყის მიწებების მცდელობა, მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ, ამჯერად სრულ ფიასკოს განიცდიან

„საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში ხელახლა წარადგინოს. კითხვაზე გვჭირდება თუა არ ასეთი კანონი, პასუხი მარტივია აუცილებლად! აუცილებლად თუნდაც იმიტომ, რომ სრული უფლება გვაქვს ვიცოდეთ უცხოელი დონორები ფულს ვის და რა მიზნით აძლევენ!“-ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ამ კანონპროექტსაც მოყვება შეშფოთებული უცხოელებისა და მავნებელი ადგილობრივების […]

დღეს ამ ინიციატივის მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილი ერთსულოვანია, რადგან მეტად ინფორმირებულნი არიან და იაზრებენ ამ კანონის მიღების აუცილებლობას

„კანონის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიღების აუცილებლობა უმრავლესობის ინიციატივით პოლიტიკურ დღის წესრიგში ისევ დაბრუნდა. დღეს ამ ინიციატივის მიმართ საზოგადოების დიდი ნაწილი ერთსულოვანია, რადგან ისინი მეტად ინფორმირებულნი არიან და იაზრებენ ამ კანონის მიღების აუცილებლობას“, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებას, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში წარდგენას. […]

მოძრაობა „ახალი“: ოლიგარქია და ტირანია იხევს მხოლოდ დროებით და არ გვაძლევს თავისუფლებას

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას ე.წ. აგენტების კანონის ხელახალი ინიციირების შესახებ ბრიფინგზე გამოეხმაურნენ მოძრაობა „ახლის“ ლიდერები ნიკა გვარამია და ნიკა მელია. როგორც ნიკა გვარამიამ თქვა, „ქართული ოცნება“ ეღობება საქართველოს ისტორიულ მიზანს – ევროკავშირის წევრობას. „დღეს „ქართული ოცნება“ აღარ არის მხოლოდ ქართული დემოკრატიისთვის საფრთხისშემცველი. ის არის ქართული სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხისშემცველი ძალა. ის ეღობება ჩვენს ისტორიულ მიზანს, რომელიც ქართველმა ხალხმა […]

ევრო 2024-ზე საქართველოს მატჩების ბილეთები 15 აპრილიდან გაიყიდება

უეფას ბილეთების პორტალზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების რეალიზაცია 15 აპრილს, საქართველოს დროით 13:00 საათზე დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ნაკრები ავრცელებს. ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება ამ ბმულზე. “დეტალურ ინფორმაციას და გზამკვლევს ჩვენი გუნდის გულშემატკივარს უახლოეს დღეებში გავუზიარებთ”, – აცხადებენ ეროვნულ ნაკრებში.

“როგორც ჩანს, ისევ ტალახში გორაობის ინსტრუქცია მოუვიდათ ჩრდილოეთიდან” – ლომჯარია “ოცნებაზე”

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ეხმაურება “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას უკანგაწვევიდან ერთი წლის თავზე კვლავ დააბრუნოს ე.წ. რუსული კანონი, რომელიც საერთაშორისო დონორებისაგან დაფინანსებულ ყველა ორგანიზაციას “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციას” უწოდებს და ფინანსური დეკლარაციების შევსებას დაავალდებულებს. “რატომ დააბრუნეს “რუსული კანონი”? ქართულ ოცნებას” უნდა “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია” დაარქვას ყველას, ვინც საქმის კეთებისთვის ფინანსურ მხარდაჭერას იღებს […]

საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრებმა ანტალიის გრან-პრის გათამაშებაზე სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ანტალიამ პარაძიუდოში გრან-პრის გათამაშებას უმასპინძლა. ქართველმა პარაძიუდოისტებმა ტურნირზე სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ზურაბ ზურაბიანმა (60 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ალჟირელ სპორტსმენს სძლია; ზვიად გოგოჭურმა (90 კგ) ბრაზილიელი პარაძიუდოისტი დაამარცხა; ლაშა ყიზილაშვილმა (90 კგ) კი ყაზახ მოწინააღმდეგეს მოუგო. საქართველოს ნაკრები გრან-პრის გათამაშებაზე ოთხმა სპორტსმენმა წარმოადგინა.

სამადაშვილი რუსულ კანონზე: სახალხო მობილიზაციის დაწყებაა საჭირო ხელისუფლების შესაცვლელად

არანაირი რუსული კანონის შეჩერება, არანაირი კანდიდატის სტატუსი არ უშველის ჩვენს ქვეყანას, სანამ რუსული ოცნების ხელშია მართვის სადავეები. ან ამ ხალხს დავასრულებთ, ან დაემშვიდობება საქართველო დემოკრატიულ და ევროპულ მომავალს, სამუდამოდ თუ არა, დიდი ხნით. ახალი რუსული კანონის შეჩერების მოთხოვნით არა, სრული სახალხო მობილიზაციის დაწყებაა საჭირო ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით. რა კვოტები და რა გენდერული თანასწორობა, ქალიან კაციანად […]