ანა ნაცვლიშვილი უმრავლესობას – ყველაფერი, რაც ამ დღეების განმავლობაში დადგით, დიდი მხილებაა იმაში, როგორი თვალთმაქცი, მატყუარა და ფლიდები ხართ – ორიენტაცია გაქვთ არეული

ყველაფერი, რაც ამ დღეების განმავლობაში დადგით, თქვენთვის დიდი მხილება არის იმაში, როგორი თვალთმაქცი, როგორი მატყუარა და ფლიდები ხართ, – ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებას არც ქვეყანაში შექმნილი პრობლემების მოსაგვარებლად გააჩნია გეგმა და არც იმ კითხვებზე პასუხი აქვს, რაც საზოგადოებაში არსებობს. „მინდა გულწრფელი სოლიდარობა გამოგიცხადოთ „ქართული […]
პაატა მანჯგალაძე – „ქართულმა ოცნებამ“ ჭკუა ვერ ისწავლა – ჩვენ მათ არცერთ პროვოკაციას არ ავყვებით, შერკინების დრო და ადგილი დანიშნულია 26 ოქტომბერს

ნებისმიერ ანალოგში, მათ შორის ფრანგულ ანალოგში წერია და განსაზღვრულია, რომელია სტრატეგიული პარტნიორი მეგობარი ქვეყნები და რომელი მტრული ქვეყნები. “ქართული ოცნებისთვის” მგონი პირიქით არის, მტერი არის მოყვარე, მოყვარე არის მტერი. ამ კანონის მიღება არ შეიძლება, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” ძალიან გაუჭირდა და “ჭკუა ვერ ისწავლეს.” „როგორც […]
იენს სტოლტენბერგი – ნატო-მ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა უზრუნველყოს

ნატო-მ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა უზრუნველყოს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განაცხადა. „ჩვენ უსაფრთხოების სფეროში უკრაინის საიმედო და პროგნოზირებადი დახმარება გრძელვადიან პერსპექტივაში უნდა უზრუნველვყოთ, რათა ნებაყოფლობით კონტრიბუციას და მოკლევადიან შეთავაზებებს ნაკლებად დავეყრდნოთ და უფრო მეტად ნატო-ს ვალდებულებებს და გრძელვადიან დაპირებებს დავეყრდნოთ“, – განაცხადა […]
ნინო ლომჯარია – როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში ზედმეტი დოზით შევედით ევროპაში და ისევ ტალახში გორაობის ინსტრუქცია მოუვიდათ ჩრდილოეთიდან – გაუმჭვირვალე და საფრთხის შემცველი ფული ევროპიდან საქართველოში არ მოდის

როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში ზედმეტი დოზით შევედით ევროპაში (სტატუსი მოგვანიჭეს, ევრო 2024-ზე გავედით) და ისევ ტალახში გორაობის ინსტრუქცია მოუვიდათ ჩრდილოეთიდან – არავითარი გაუმჭვირვალე და საფრთხის შემცველი ფული ევროპიდან საქართველოში არ მოდის, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დაინიცირებას […]
ნიკა გვარამია – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დაჩქარებული წესით იმის გამო არ მიიღება, რომ ივნისში, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში იგეგმება მიღება, რათა პროტესტი არ იყოს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დაჩქარებული წესით იმის გამო არ მიიღება, რომ ივნისში იგეგმება მისი მიღება, ევროპის ჩემპიონატის განმავლობაში, რათა არ იყოს პროტესტი, ხალხს არ ეცალოს პროტესტის გამოსახატად,- ამის შესახებ პოლიტიკური პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სიტყვას ჩალის ფასი აქვს, „ოლიგარქია, ტირანია მხოლოდ დროებით იხევს უკან […]
რომან გოცირიძე უმრავლესობას – ღირსი ხართ, რომ არც ერთმა ქალმა არ დაგიჭიროთ მხარი, ქალების მიერ უნდა დაისაჯოთ არჩევნებში

ღირსი ხართ, რომ არც ერთმა ქალმა არ დაგიჭიროთ მხარი. მე „გირჩს“ არ ვგულისხმობ, მას ისედაც არავითარი საარჩევნო პრეტენზია არ აქვს. ქალების მიერ უნდა დაისაჯოთ არჩევნებში თქვენ,- ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ ლიდერმა რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც გენდერული კვოტირების გაუქმებასთან დაკავშირებით „გირჩის“ საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავენ. გოცირიძის შეფასებით, „ქართული ოცნება“ უნდა დაისაჯოს და ამის ყველაზე მარტივი და […]
შალვა პაპუაშვილი დეკანოიძეს – ქალბატონო ხატია, თქვენ სამშობლოს ერთხელ უკვე ესროლეთ პასპორტი სახეში და თანამდებობის გამო მიაგდეთ მოქალაქეობა, ამიტომ პატრიოტიზმის გაკვეთილებს თქვენგან ვერ მივიღებთ

ქალბატონო ხატია, თქვენ თქვენს სამშობლოს ერთხელ უკვე ესროლეთ პასპორტი სახეში და ამ ქვეყნის მოქალაქეობა უკრაინაში თანამდებობის გამო მიატოვეთ, ამიტომ პატრიოტიზმის გაკვეთილებს თქვენგან ვერ მივიღებთ, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა „ევროოპტიმისტების“ დეპუტატს, ხატია დეკანოიძეს. მისი თქმით, ხატია დეკანოიძემ თანამდებობის გამო, საქართველოს მოქალაქეობა „მიაგდო“ და შემდეგ დაბრუნებას ითხოვდა. „ქალბატონო ხატია, ვინაიდან ასეთი პათეტიკა გქონათ უმრავლესობის […]
ლევან ხაბეიშვილი – ივანიშვილის პარტიას არ სურს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს – ხელისუფლება მარცხისთვის ემზადება და ყველანაირად ცდილობენ ქართველი ხალხის ინტერესი დააზიანონ

ივანიშვილის პარტიას არ სურს საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ხელისუფლება ემზადება მარცხისთვის, ისინი არიან მილევად რეჟიმში და ახლა ყველანაირად ცდილობენ დააზიანონ ქართველი ხალხის ინტერესი, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტით „ქართული ოცნება“ ევროპულ ღირებულებებს ესხმის თავს და ნათლად უსვამს ხაზს, რომ […]
სტუ-ს სამთო-გეოლოგიურმა ფაკულტეტმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ახალი პროექტი დაიწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და კომპანია „არემჯის“ თანამშრომლობის ფარგლებში, სამთო-გეოლოგიურმა ფაკულტეტმა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის ახალი პროექტი დაიწყო. „არემჯის“ ინფორმაციით, პროექტი უმაღლესი განათლებისა და პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრის ხელშეწყობას ითვალისწინებს, რაც უწყვეტი განათლების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. „გაიცანი სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტი“ – ამ მიზნით ფაკულტეტმა, დაბა კაზრეთის #1 და #2 საჯარო სკოლების მე-12 კლასელებს უმასპინძლა. შემეცნებითი ტურის ფარგლებში, […]
საქართველო-თურქეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები 15 აპრილიდან გაიყიდება

საქართველო-თურქეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები 15 აპრილიდან გაიყიდება – ამის შესახებ ინფორმაცია uefa-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე უკვე გამოქვეყნდა. „ვულოცავ საქართველოს და მივესალმებით UEFA EURO 2024™ ტურნირს! საქართველოს გულშემატკივრებისთვის ბილეთების გაყიდვა 15 აპრილს 13:00 საათზე (საქართველოს დროით) დაიწყება. დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“ – წერია განცხადებაში. EURO 2024-ის მატჩებზე, ქართველი გულშემატკივრისთვის გამოყოფილია 10 000 ბილეთი. Uefa-ს საიტზე ბილეთების […]