„ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის პროექტში ცვლილებები შევა“ – კახა კალაძე

„ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის შესაბამისად, აუცილებელი გახდა მეტროსადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის პროექტის კორექტირება“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, სადგურის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლომდე. „მეტროსადგურ „ავლაბრის“ გარე ფასადის, შიდა მოპირკეთებისა და სახურავის სადემონტაჟო სამუშაოების დაწყებისას გამოიკვეთა სადგურის თაღოვანი […]
EU-ში გაწევრიანების მოლაპარაკებები დიდი ხნით გადავადდება — გოგოლაშილი „რუსულ კანონზე“

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი მიიჩნევს, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში, საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნა დიდი ხნით გადავადდება. „ქართული ოცნება“ მოლაპარაკებების გახსნაზე დადებით გადაწყვეტილებას 2024 წლის ბოლოს ელის. „არ მგონია, რომ შეძლონ ამ კანონის მიღება. ვენეციის კომისია დაბლოკავს,“ — ამბობს გოგოლაშვილი. მისი თქმით, ევროკავშირისთვის პრინციპული იქნება, თუ „ქართული ოცნება“ კანონპროექტს შესაფასებლად არ […]
მეტროსადგურების კონცეპტუალური დიზაინის შემუშავებისა და სამუშაოების შესყიდვის მხარდამჭერი საკონსულტაციო კომპანიის შესარჩევად ტენდერი მიმდინარეობს

12 მეტროსადგურის რეაბილიტაციის მიზნით, კონცეპტუალური დიზაინის შემუშავებისა და სამუშაოების შესყიდვის მხარდამჭერი საკონსულტაციო კომპანიის შესარჩევად ტენდერი მიმდინარეობს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტენდერში მონაწილეობის სურვილი 11-მა საერთაშორისო კომპანიამ და კომპანიათა გაერთიანებამ დააფიქსირა. „არაერთხელ გვისაუბრია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით დაგეგმილია 12 მეტროსადგურის განახლება-რეაბილიტაცია. ამ პროექტის განსახორციელებლად, ჯამში, დაახლოებით, […]
Video: ბაბი კირკიტაძისა და ლიზა ჩიჩუას არაჩვეულებრივი დუეტი – Marao

ლიზა ჩიჩუამ და ბაბი კირკიტაძემ “ღამის შოუს” ეთერში სიმღერა “იძინებს მზე” შეასრულეს. სოციალურ ქსელში ბაბისა და ლიზას ნამღერს უამრავი დადებითი შეფასება მოჰყვა: ლიზა ჩიჩუა ამავე შოუში მეუღლესთან ურთიერთობაზეც საუბრობდა: “ასაკობრივად უკვე ექიმი სჭირდებოდა და ერთგვარი ცხოვრებისეული გათვლა გააკეთა”, – ამბობს ლიზა და იცინის. “უფრო მეტად არათუ ასაკის, არამედ იმის გამო ვნერვიულობდი, რომ იყო გარკვეული ადამიანების […]
საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტში რაიმე “რუსულის” აღმოჩენისთანავე უნდა დადგეს საკითხი ამ ორგანიზაციის არაკეთილსინდისიერების შესახებ

საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის ტექსტში რაიმე “რუსულის” აღმოჩენისთანავე უნდა დადგეს საკითხი ამ ორგანიზაციის არაკეთილსინდისიერების შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კვლავ დაინიცირებას Facebook-გვერდზე გამოეხმაურა, სადაც წერს, რომ საქართველოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღნიშნულ კანონპროექტში რაიმე “რუსულის” აღმოჩენისთანავე, საკითხი უნდა […]
კახა კალაძე – N313, N320, N323, N326 და N372 მარშრუტებს 6 აპრილიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება

თბილისში მოძრავ N313, N320, N323, N326 და N372 მარშრუტებს 6 აპრილიდან ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი შემცირდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ავტობუსების რაოდენობა ეტაპობრივად ემატება იმ მარშრუტებს, სადაც მგზავრთა ყველაზე დიდი დატვირთვა ფიქსირდება. „6 აპრილიდან დედაქალაქში მოქმედ მუნიციპალური ტრანსპორტის ხუთ მარშრუტს ავტობუსები დაემატება და მოცდის ინტერვალი […]
ვახტანგ მეგრელიშვილი – მაგრად „გამისწორდებოდა“ უმრავლესობა ქალები რომ იყოთ პოლიტიკაში, ბევრად სასიამოვნოდ გავატარებდი დროს საპირისპირო სქესის ადამიანებთან, მაგრამ არ არის, რა ვქნა? ძალით ხომ არ მოვიყვანთ?! ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ?

მაგრად „გამისწორდებოდა“ უმრავლესობა ქალები რომ იყოთ [პოლიტიკაში]. ბევრად უფრო სასიამოვნოდ გავატარებდი დროს საპირისპირო სქესის ადამიანებთან, მაგრამ არ არის, რა ვქნა? ძალით ხომ არ მოვიყვანთ?! ჩემი სიამოვნებისთვის ძალით რომ შემეძლოს ქალების მოყვანა, ხომ სხვა სახელს დამარქმევდით? ჩემი სიამოვნებისთვის ჰარემს ხომ არ გავაკეთებ? – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც გენდერული კვოტირების […]
სასამართლომ რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილი ფინანსური დირექტორი, ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, ინდივიდუალური მეწარმე და კომპანიის დირექტორი დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების, უფლებამოსილების გადამეტების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების ფაქტებზე, შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ ყოფილი ფინანსური დირექტორი, ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი, ინდივიდუალური მეწარმე და კომპანიის დირექტორი დამნაშავედ ცნო. პროკურატურის […]
ანა წითლიძე – ივანიშვილის პარტიის მთავარი მიზანი ამ 12 წლის განმავლობაში არასდროს ყოფილა მოქალაქეების რეალურ პრობლემებზე მუშაობა – გვთავაზობს გამოგონილ პრობლემებს და გამოგონილ „მტრის ხატს“

სამწუხაროდ, ჩვენ არაერთხელ დავინახეთ, რომ ივანიშვილის პარტიის მთავარი მიზანი ამ 12 წლის განმავლობაში არასდროს ყოფილა საქართველოს მოქალაქეების რეალურ პრობლემებზე მუშაობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, პრობლემა ქალებისთვის გენდერული კვოტები კი არ არის და ეს კი არ არის შეურაცხმყოფელი, არამედ, პრობლემა ის არის, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა […]
თბილისის მერია ბიზნესსექტორს პერსონალური კონსულტანტის მომსახურებას სთავაზობს

თბილისის მერიამ 1-ელი აპრილიდან ბიზნესსექტორის წარმომადგენლებისთვის პერსონალური კონსულტანტის მომსახურების სერვისი აამოქმედა. როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ელექტრონულ პორტალზე consultant.tbilisi.gov.ge რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია. „თბილისის მერია ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს პერსონალური კონსულტანტის მომსახურებას სთავაზობს. სერვისი ამოქმედდა მიმდინარე წლის 1-ელი აპრილიდან და რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე consultant.tbilisi.gov.ge. აღნიშნული სერვისის ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს […]